ივ. ბოკერიას ჰოსპიტალი პაციენტის ტესტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ივ.ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
გვსურს, მოვახდინოთ საზოგადოების სრული ინფორმირება ჰოსპიტლის იმ პაციენტის შესახებ, რომლის ვირუსული სტატუსის თაობაზე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მხრიდან დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა:
- 11 აპრილს პაციენტმა გულის მწვავე უკმარისობით მიმართა ივ.ბოკერიას ჰოსპიტალს;
- 13 აპრილს რესპირატორული ნიშნების გამოხატულების გამო, პაციენტის ბიოლოგიური მასალა (ცხვირ-ხახის ნაცხი) გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირებაზე. დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი;
- 18 აპრილს პაციენტს დამატებით ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე (IgM/IgG ). დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი;
- მიმდინარე პერიოდში პაციენტს კლინიკურად დადებითი დინამიკა აღენიშნება;
- 22 აპრილს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია სთავაზობს კლინიკას იმ პაციენტებზე უფასო კვლევას, სადაც ლუგარის ცენტრის მიერ გაცემული იყო უარყოფითი დასკვნა;
- პაციენტი თანხმდება გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის შემოთავაზებას დამატებით უფასო ტესტირებაზე. პასუხი სუსტად დადებითი მოდის;
- პაციენტს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ უტარდება სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე, სადაც მიღებული პასუხი ისევ უარყოფითია;
- გადამოწმების მიზნით ჰოსპიტალი კვლავ მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და 23 აპრილს პაციენტისგან კვლავ იქნა აღებული ბიოლოგიური მასალა (ცხვირ-ხახის ნაცხი, სისხლი, განავალი) კომპლექსური პჯრ ტესტირებისთვის. სამივე კომპონენტში მიღებულ იქნა უარყოფითი პასუხი.
ჰოსპიტლისთვის საეჭვოა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტის მეთოდოლოგიის სიზუსტე, რადგანაც COVID-19 ზე ჩატარებული 5 სპეციფიკური ტესტის მიხედვით, 4-მა ტესტმა აჩვენა ნეგატიური და მხოლოდ აღნიშნული ლაბორატორიის პასუხმა აჩვენა სუსტად დადებითი.
რა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მოქმედება, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა პაციენტს არ აღენიშნებოდა კლინიკური ნიშნები, ამავდროულად ანამნეზში სამი სხვადასხვა მეთოდით გაკეთებული ძალიან სანდო ტესტების შედეგი იყო უარყოფითი და პაციენტის 3 ტიპის ბიოლოგიური ნიმუში (სისხლი, ცხვირ-ხახის ნაცხი, განავალი) დამატებითი კვლევისთვის გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, მან არ დაიცვა პროფესიული ეთიკის სტანდარტი, რომელიც ყველა არსებული თუ ახალი ბიოლოგიური მასალის გაფართოებულ კვლევას მოითხოვდა და პაციენტის ინტერესის უგულებელყოფით მედია საშუალებებს გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ პერიოდში ჰოსპიტალი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განაგრძობს ფუნქციონირებას. ყველა შემოსულ პაციენტს სამედიცინო პროფესიონალები მაღალი სამედიცინო სტანდარტებით მკურნალობენ.
-
"გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს "გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს
გადახედვა
-
შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლში გაიმართება შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლში გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გახდა საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გახდა
გადახედვა
-
სამართლიანი არჩევნები: "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო სამართლიანი არჩევნები: "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო
გადახედვა
-
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
გადახედვა
-
სახურავი ლონდონში, სადაც Beatles-მა ბოლო კონცერტი გამართა, მუზეუმად იქცევა სახურავი ლონდონში, სადაც Beatles-მა ბოლო კონცერტი გამართა, მუზეუმად იქცევა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას, რიხარდ რაშის შეხვდა შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას, რიხარდ რაშის შეხვდა
გადახედვა
-
მაყურებლის საჩივრები Bad Bunny-ს "ამაზრზენი" სუპერბოულის შოუს გამო მაყურებლის საჩივრები Bad Bunny-ს "ამაზრზენი" სუპერბოულის შოუს გამო
გადახედვა
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს
გადახედვა
-
EU უკრაინას €90 მლრდ-იანი სესხის ნაწილს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მისცემს EU უკრაინას €90 მლრდ-იანი სესხის ნაწილს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მისცემს
გადახედვა
-
შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის — გიორგი შარაშიძე 26 მაისის აქციაზე შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის — გიორგი შარაშიძე 26 მაისის აქციაზე
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
გადახედვა
-
პენტაგონმა "UFO-ს" კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული პენტაგონმა "UFO-ს" კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
გადახედვა
-
11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება 11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
-
მარკეტა გრეგოროვა: საქართველო ოდესღაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ჩემპიონი იყო რეგიონში, ახლა ასე აღარ არის მარკეტა გრეგოროვა: საქართველო ოდესღაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ჩემპიონი იყო რეგიონში, ახლა ასე აღარ არის
გადახედვა
-
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
-
დავით დონდუა: NATO-სა და EU-ს შორის უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს ავტონომიურად დავით დონდუა: NATO-სა და EU-ს შორის უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს ავტონომიურად
გადახედვა
-
თინეიჯერი შვილი "ციფრულ დეტოქსზე" წავიყვანე — ის კი მოკვლით დამემუქრა თინეიჯერი შვილი "ციფრულ დეტოქსზე" წავიყვანე — ის კი მოკვლით დამემუქრა
გადახედვა
კომენტარები