სამართლიანი არჩევნები: "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2025 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში 44-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას ჰქონდა.
"2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში 44-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა მათ შორის ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას გააჩნდა. 21 პოლიტიკურ გაერთიანებას გასული წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, ხოლო 19-ს — ხარჯი.
"სამართლიანი არჩევნები" გთავაზობთ 2025 წელს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების ანალიზს.
პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 49 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ქართულმა ოცნებამ უფრო მეტი შემოსავალი (26.5 მლნ ლარი) მიიღო, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად (22.5 მლნ ლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად გასული წლის განმავლობაში სულ 8.9 მლნ ლარი გაიცა, რომლის 68% ქართულ ოცნებას ერგო. ამასთან, წლის ბოლოსათვის კიდევ უფრო შემცირდა სახელმწიფო დაფინანსების მიმღები პარტიების რიცხვი.
შემოწირულებები 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. შემოწირულებების ჯამური ოდენობა 27 მლნ ლარს აღემატებოდა, ხოლო მისი 67% ერთ პარტიაზე, ქართულ ოცნებაზე, მოდიოდა.
პოლიტიკური პარტიების ჯამურმა ხარჯმა 2025 წელს 46 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, 23.8 მლნ ლარი (52%) ქართულმა ოცნებამ დახარჯა.
პარტიების საერთო ხარჯების უმეტესი ნაწილი რეკლამის (13.9 მლნ ლარი), შრომის ანაზღაურების (5.4 მლნ ლარი), იჯარისა (4.3 მლნ ლარი) და კაპიტალურ (9.4 მლნ ლარი) ხარჯებზე მოდიოდა," — აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
კომენტარები