ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები
"ევროპული სკოლა" ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების betaplusfertility.Com-ის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ "ევროპულ სკოლაში" მოსწავლეებს შორის ძალადობას ჰქონდა ადგილი.
"ევროპული სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მკაცრად არის დაცული ურთიერთპატივისცემის პრინციპები და არ არსებობს არანაირი სახის ძალადობის, ჩაგვრისა თუ არაეთიკური ქცევისადმი ტოლერანტობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას და დავაზუსტოთ, რომ რამოდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას.
სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. დაუყოვნებლივ გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ამასთან, პროცესში აქტიურად არის ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური.
ევროპული სკოლა იცავს თითოეული არასრულწლოვნის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დამატებითი დეტალების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ.
ჩვენ ვრჩებით მუდმივ კომუნიკაციაში მშობლებთან, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სკოლა მუდმივად იყოს ყველაზე უსაფრთხო, დაცული და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ჩვენი მოსწავლეებისთვის," — ვკითხულობთ განცახდებაში.
ცნობისათვის, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპულ სკოლაში "11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში, გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა".
"ევროპულ სკოლაში მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით.
11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში, გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა.
დარტყმების შედეგად ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, თვალები დაუსივდა და ტიროდა, მაგრამ დარტყმები გრძელდებოდა. 11-მა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ…
ვტირი, ვგლოვობ და ვიზიარებ მშობლების მწუხარებას ამ ენითაღუწერელი სადომაზოხიზმის, მოძალადე პატარა კაცობის, პერვერტობის, გაუნათლებლობის და მძიმე ტრავმად მიყენებული სამუდამო დაღისთვის…
ბოდიში და მადლობა ევროპულ სკოლას იმისათვის, რომ უფრო მძიმე უბედურებისგან გვიხსნეს. ასე ხომ არავინ იცის რა მოხდებოდა," — წერს სუროგაციის ცენტრის "ნიუ ლაიფის" ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები