თინეიჯერი შვილი "ციფრულ დეტოქსზე" წავიყვანე — ის კი მოკვლით დამემუქრა
ფოტო: ჯონ ლორენსი / The Telegraph
ამბავი გამოქვეყნდა The Telegraph-ში:
როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ "ციფრული დეტოქსისთვის" ბერკშირში, ტყეში მდებარე პატარა ქოხი დავჯავშნე, სადაც მე და ჩემმა 14 წლის შვილმა არდადეგების რამდენიმე დღე ტელეფონების გარეშე, მხოლოდ ერთმანეთის გარემოცვაში უნდა გავატაროთ, უმეტესობა ერთსა და იმავეს მეკითხება: "საშინელებათა ფილმებს არ უყურებ?"
გამგზავრებამდე კვირების განმავლობაში ჩემი შვილი აგრესიული იყო. ნერვიულობდა, რა უნდა ეკეთებინა ტექნოლოგიების გარეშე და დარწმუნებული იყო, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა. ვამშვიდებდი: რუკა შევამოწმე, ჩვენს ქოხთან ახლოს რამდენიმე ფერმაა, სადაც საგანგებო სიტუაციაში ფეხით მივალთ-მეთქი. "სადაც მე მივალ", — ჩამისწორა მან — "იმიტომ, რომ საგანგებო სიტუაცია იქნება, როცა იქ წაყვანისთვის მოგკლავ".
მტკივნეულია, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ორივეს გამოგვადგებოდა. ორივე ძალიან დიდ დროს ვატარებთ სქროლვაში. მისთვის ეს არის Snapchat, TikTok, ჯგუფური ჩათები, სელფები და Vinted, ჩემთვის კი ჟურნალისტის დატვირთული სამუშაო: იმეილები, ზარები, ნიუსები და... ჰო, კარგი, Instagram, Facebook, სელფები და ისევ Vinted. საშინელებაა. ტელეფონზე უიმედოდ დამოკიდებული ვარ, ლოგინშიც კი ხელში ჩაბღუჯული ტელეფონით ვწევარ. რაშიც შვილს ვადანაშაულებ, იმაში საკუთარი თავი უფრო მეტად მყავს დასადანაშაულებელი. ასე რომ, ეს ჩემი ჯანმრთელობისთვისაცაა. მინდოდა გაგვეხსენებინა, ტექნიკის მიღმა რისგან ვართ შექმნილნი. გვეხატა, გვეკითხა. გვესაუბრა ერთმანეთთან!
პადინგტონის სადგურზეც კი ვერ გავუძელი ცდუნებას და ბოლო "სთორი" დავდე იმის შესახებ, რომ შვილი ისე იყო ჩემზე განაწყენებული, ჩანთაში ერთი წიგნიც არ ჩაუდია.
ჰიუუდი ამბობს, რომ შვილმა წიგნების წამოღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა ქოხში რამდენიმე წიგნი მაინც დახვდათ.
ფოტო: ჯონ ლორენსი
კომპანია Unplugged ორმა მეგობარმა დააარსა, რომლებსაც ტექნოლოგიურ სტარტაპში მუშაობისგან გადაიწვნენ. მათ შექმნეს ლამაზი ქოხები ინგლისსა და უელსში, რათა დასვენებაში დაეხმარონ "მუდამ ხაზზე" მყოფ ადამიანებს. ისინი გვირჩევენ, სრული ეფექტისთვის მინიმუმ სამი დღე გავძლოთ.
ჯერ კიდევ ნიუბერის სადგურამდე არ ვიყავით მისულები, საიდანაც ტაქსით ჩვენს ქოხამდე უნდა მივსულიყავით, რომ ჩემმა შვილმა გაჩუმება მთხოვა. "ჩემს ტელეფონთან მარტო დარჩენა მჭირდება", — წარმოთქვა მან მკაცრად და რაღაც რიტუალი ჩაატარა, თითქოს ემშვიდობებოდა და იმედოვნებდა, რომ ტელეფონი უმისოდ გადარჩებოდა. ტექნიკას უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე მე.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ციფრულ დეტოქსს: ალბათ წარმოგიდგენიათ რეგისტრაციის პროცესი, სადაც ცოცხალი ადამიანი ჩამოგართმევთ თქვენს მოწყობილობებს, ან რაიმე მიმღები, სადაც თქვენს დეტოქს-ვალდებულებას გააკონტროლებენ? არავითარ შემთხვევაში. ქოხი სრულად თვითმომსახურებაზეა: კარის გასაღებად კოდს კრეფთ, შემდეგ კი შიგნით პატარა ხის ყუთს პოულობთ. ამ ხის ყუთიდან იღებთ ძველ, აგურისებრ Nokia-ს, რომელიც გადაუდებელი შემთხვევებისთვის დაგიტოვეს, და მის ნაცვლად საკუთარ ტელეფონებს დებთ. ყუთს პატარა გასაღებით კეტავთ, გასაღებს კი... სადმე სხვაგან დებთ ქოხში, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ერთი ოთახი და პაწაწინა აბაზანაა. სულ ეს არის. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენი ტელეფონი თქვენგან მაქსიმუმ 3 მეტრის დაშორებითაა: ნებისყოფა აუცილებელია. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავდება ეს ყველაფერი ჩვეულებრივი დასვენებისგან, გარდა იზოლაციისა. ამ ყველაფრის "ციფრული დეტოქსის გამოცდილებად" გასაღება, უბრალოდ იმის ჭკვიანურად თქმაა, რომ Wi-Fi არ აქვთ.
მალე ადგილზე აღმოვჩნდით, ფერმერების მინდვრებითა და ცხვრებით გარშემორტყმულები, სოფლის ვიწრო გზის ბოლოს. ჩემს შვილს კითხვა გაუჩნდა. "ანუ, ჩვენ დასავლეთ ლონდონში ვართ?" — მკითხა მან, ვარდისფერ თმას კი მზის სხივები უნათებდა.
მის მდგომარეობაზე შეშფოთებულმა შევხედე. "არა, ჩვენ ლონდონის დასავლეთით ვართ, როგორც ადრეც გითხარი", — ვუპასუხე მე. ის კი ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ ეს იმავეს ნიშნავდა, თითქოს დასავლეთ ლონდონში ვიყავით. მკითხველო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს სემანტიკური დავა მთელი სამი დღის განმავლობაში გაგვეგრძელებინა, რადგან აქ, გარეთ, სხვა საქმე უბრალოდ არ გვქონდა.
ჩემთვის ეს 1983 წელში დაბრუნებას ჰგავდა, როცა დღეები უსასრულოდ იწელებოდა და წუთები საათებად გვეჩვენებოდა. ეს სულაც არ მძულდა. როცა დრო არ გაჩქარებს, გამაღიზიანებელი წვრილმანებიც ნაკლებად გაწუხებს. იმეილების გარეშე, თითქოს სულელური კამათითაც კი ვიღებდი სიამოვნებას.
ჩვენი საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ საყვარელი ქოხი შეიცავს იმას, რასაც დასასვენებელი გასაქირავებელი ადგილები ყოველთვის შეიცავდნენ: რამდენიმე თამაშს, რამდენიმე წიგნს, ინფორმაციას მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილობრივ რუკას. ქოხში შიგნით შეშის ღუმელია, გარეთ კი — ცხელი აბაზანა, რომლის გასაცხელებლადაც ცეცხლის დანთებაა საჭირო (მაგრამ ამისთვის თავი არ შემიწუხებია). ლოკაცია მშვენიერია, ყველაზე საუცხოო კი ჩვენი ორადგილიანი საწოლის გვერდით არსებული უზარმაზარი შუშის ფანჯარაა. ჩემი შვილი ხატვაში გადაეშვა; სახატავი ნივთები მაინც წამოიღო, რომლებსაც მის პატარაობაში ყველგან თან ვატარებდით ხოლმე. მე კი მთელი დღეების განმავლობაში უბრალოდ ხედს მივშტერებოდი.
უბრალოდ სასიამოვნოა, ისეთი ვრცელი, მზის ჩასვლა და ამოსვლა კი ისეთი მიმზიდველი... იმდენ ხანს ვუყურებ საქონლის მცირე ჯგუფს, რომლებიც ხის ქვეშ, ნაკადულის მიღმა თავიანთ "დილის თათბირებს" მართავენ, რომ ისინი ჩემს მეგობრებად იწყებენ თავის მოჩვენებას. მოგვიანებით მეორე მინდორს გადავხედავ, რათა ვნახო საძოვრად მოსული ცხვრების გაცილებით დიდი ფარა. ჩვენს ქოხთან უფრო ახლოს, მაღალ ბალახში ბოცვრები ჩნდებიან, თუ კურდღლები არიან? Google-ის არარსებობის პირობებში, ვცდილობ გავიხსენო განსხვავება მათ შორის, რაღაც გრძელ ყურებზე იყო... გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში გარანტირებული პასუხების გარეშე ტვინის გამოყენება სასიამოვნოა. ქოხის უზარმაზარი შუშის ფანჯარა ჩემს ეკრანად იქცევა, სადაც ცხოველებს "ვსქროლავ". ეს ჩემს ყურადღებას უფრო დიდხანს აკავებს, ვიდრე სასაცილო კატების ვიდეოები ან ინსტაგრამზე მოგორავე პანდები.
ქოხის ყველაზე დიდი ფანჯარა ერთგვარი ეკრანის ფუნქციას ასრულებდა.
ღამით ვკითხულობდი, ნამდვილად ვკითხულობდი. ტელეფონი მაკლდა, როგორც ახლობელი ადამიანი. ეს არაა ტრაგიკული: ჩემი ტელეფონი არის ყველა ჩემი ახლობელი, რადგან მათთან კავშირი მხოლოდ იქ მაქვს. მათი ფოტოები, ხმები და შეტყობინებები იქაა. მაგრამ აი, იმეილები საერთოდ არ მომკლებია.
მეორე დღეს სირცხვილით გავაცნობიერე, რომ ეს, ალბათ, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ბოლო წლების განმავლობაში, რაც ტექნოლოგიების გარეშე გავატარეთ. ჩემს ქალიშვილს სმარტფონი მხოლოდ ერთი წელია აქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისიც კი სხვანაირად იწყებდა მოდუნებას. წუწუნით სავსე პირველი დღის შემდეგ, მთელი დილა იძინა და გასაოცრად კარგ განწყობაზე გაიღვიძა. ყველაფერი, რისი იმედიც მქონდა, ხდება! მდგომარეობის გაუმჯობესება იმდენადვეა სოფლად ყოფნის დამსახურება, რამდენადაც ეკრანების არქონის. ქალაქის ნაკლებობა ისევე გვამშვიდებს, როგორც ტექნიკის არქონა.
ჩვენ ვამზადებთ მარტივ ვახშამს იმ პროდუქტებით, რომლებიც სადგურიდან მოვზიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სეირნობაზე წამოსასვლელად ბევრი ხვეწნა მიწევს, ბუნებასთან საკმაოდ ახლოსაა ქოხის შიგნითაც კი, შაბათ-კვირის განმავლობაში სულ მცირე 30 ჭიანჭველა მაინც გავჭყლიტეთ და კიდევ უფრო მეტი დავახრჩვეთ. სამზარეულო საკმაოდ კარგადაა დაპროექტებული, მაგრამ ნამდვილად პრიმიტიულია, სიამოვნებით გამოვიყენებდი რაიმე საპურეს საკვების შესანახად. რაც შეეხება უწყლო ტუალეტს, რომლის ინსტრუქციაც ამბობს, რომ მასში ტუალეტის ქაღალდის ჩაგდება დასაშვებია, ნუ, ჰმმმ... ხშირად მიწევდა მასში ჩაიდნით წყლის ჩასხმა.
ბავშვი დროის მოსაკლავად თავის ბლოკნოტში ესკიზებს ხატავდა, როცა მოულოდნელად მკითხა, მესმოდა თუ არა პითაგორას თეორემა. ვაღიარე, რომ ბევრი არაფერი მახსოვდა, ამიტომ დაიწყო დიაგრამების ხატვა და ჩემი გამოცდა ჰიპოტენუზაზე, მოპირდაპირე და მიმდებარე კათეტებზე. შემდეგ მოინდომა, რომ კვადრატული ფესვების გაგებაზეც მემუშავა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც ოდესმე მათემატიკის მიმართ რაიმე ინტერესი გამოეხატა, მაგრამ უცებ თითქოს დიდი ვნება გაეღვიძა! ისეთი საინტერესო პიროვნებაა; ვერ ვიჯერებ, რომ მათემატიკის გაკვეთილზე ვზივარ? ამ პროცესში იმდენს ვიცინით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 48 საათია, რაც მოკვლით მემუქრება.
ჰიუუდი წერს, რომ მისმა შვილმა კიდევ ერთხელ მსგავსი დასვენების იდეა აბუჩად აიგდო, თუმცა დასძენს: "ამ მოჩვენებითი მედიდურობის მიღმა ვიცი, რომ მას ეს ყველაფერი ტკბილად ემახსოვრება"
ფოტო: ჯონ ლორენსი
მესამე დილას ორივემ გავიღვიძეთ იმის მოყოლით, როგორი ნათელი სიზმრები ვნახეთ. ჩემთვის ეს უჩვეულო არ არის, თუმცა იშვიათად ვყოფილვარ ფრენასთან ისე ახლოს, როგორც ამჯერად. ჩემს შვილს კი დიდი ხანია სურდა თავისი "სიზმრების სამყაროს" გაუმჯობესება. "ყოველ საღამოს გადავდებ ტელეფონს გვერდზე, თუ ასეთ სიზმრებს ვნახავ!" — თქვა მან. ლამის ტირილი დავიწყე.
მიუხედავად ამისა, აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ტელეფონებს ვრთავთ და სახლისკენ მივეშურებით; კვლავ ვუბრუნდებით ჩვენს ტექნიკას, რათა კიდევ ერთხელ დავტკბეთ ცხოვრების მშვენიერი წვრილმანებით (Instagram-ით და WhatsApp-ით). შინ დაბრუნებული, მეგობრებს ვეუბნები, რომ შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ამას თვეში ერთხელ, ერთ უქმეებზე გავაკეთებდი. ჩემი შვილი ამ იდეას აბუჩად იგდებს და ამბობს: "ოჰ, ღმერთო ჩემო, მეხუმრები? აღარასოდეს", მაგრამ ამ მოჩვენებითი სიყოჩაღის მიღმა ვიცი, რომ მასაც ტკბილად ემახსოვრება ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ სამუდამოდ დაგვრჩება პითაგორა და ჭიანჭველების მასობრივი ჟლეტა.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები