შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე პატრიარქის არჩევნებს ეხმაურება და ღონისძიებების სტუმრებზე წერს, რომ "პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური — რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი, კგბ-ს საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი, ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა, ასევე ბანდიტი ოლიგარქი პაპაშვილი და მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩრობს რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი".
"ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თუნდაც უსიამოვნოს შეიძლება, სამწუხაროდ, გაგებით შევხვდე,მაგრამ მე ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური — რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ასევე ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი, კგბ-ს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი,ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა,ასევე ბანდიტი ოლიგარქები, პაპაშვილი და სხვა ჩუმად,უკანა კარიდან შეპარულნი.მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩერობს ეროვნული ბოროტება, რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი,მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი. იქნებ პასუხი გაგვცენ — ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები? ნუ გადააქცევთ ამ დღეს მაინც პუტინის ბენეფისად,მით უფრო გუშინ ცხინვალის რეგიონი ამ დიქტატორმა პრაქტიკულად მიუერთა რუსეთის ფედერაციას", — წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
გაფართოებული კრება სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიონ, 13:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომლებიც 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე შეირჩნენ. ესენი არია: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს 39 ხმიდან ნახევარზე მეტი, 20 ხმა.
28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტებმა გრიგოლმა და იობმა 7-7 ხმა.
საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნეებს სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ. მათივე ცნობით, ეზოში დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.
- მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
- ლაშა პაპაშვილი: აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი
- დღეს საქართველოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს — ღონისძიების დეტალები
- 11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები