მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
მიანმაში მოზრდილი ზომის ძვირფასი ქვა — ლალი — აღმოაჩინეს, რომლის მასაც 11 000 კარატს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი მსგავსი მინერალია, რომელიც ამ ქვეყანაში ოდესმე უპოვიათ.
მიანმას ახალი პრეზიდენტი, მინ აუნ ჰლაინი, ძვირფასი ქვით ხელში გაზეთ Global New Light of Myanmar-ის გარეკანზეც გამოჩნდა. ლალი 2.2 კილოგრამს იწონის და მას მანდალაის რეგიონის ქალაქ მოგოკში მიაკვლიეს.
ასევე, იხილეთ: ტესტი: ხარ თუ არა ძვირფასი ქვების ექსპერტი?
"ეს ლალი განსაკუთრებულად დიდი და იშვიათია, რომლის მიგნებაც ძნელი იყო", — განაცხადეს მთავრობაში.
"გიგანტურ ლალის ქვას მოიისფრო-მოწითალო შეფერილობა აქვს, მოყვითალო ტონებით. ის მაღალი ხარისხის ფერის მქონედ მიიჩნევა", — აღნიშნავენ განცხადებაში.
1996 წელს იმავე რეგიონში უფრო დიდი ლალი აღმოაჩინეს, რომელიც 21 450-კარატიანი იყო. მართალია, ახალი ქვა შედარებით პატარაა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ის უფრო ღირებულია. ამის მიზეზად განსაკუთრებულ ფერს, ზოგად ხარისხსა და "სისუფთავეს" ასახელებენ.
მთავრობას მინერალის ზუსტი ფასი არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, მაგოკის ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად იმპერატორები, მეფეები და მხედართმთავრები ხშირად იბრძოდნენ. სწორედ ეს არეალია ლალით განსაკუთრებით მდიდარი, თანაც იქ მოპოვებული ქვები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია.

კომენტარები