ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?
ფოტო: iStock
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ცალკეულ მოქალაქეებსა და ქვეყნის კრიტიკული სისტემებზე — ბანკები, მედია, საავადმყოფოები — კიბერშეტევას ცდილობენ, შენ კი დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრა: ჰაკერები უნდა მოიგერიო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები შეგვინარჩუნო.
ცალკე საკითხია, რამდენად მოახერხებ, რადგან ამისათვის სპეციფიკური ცოდნა და უნარები გჭირდება... მაგრამ გაქვს კი? — გააკეთე ტესტი და გავიგოთ.
ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?
ტესტის დაწყება1 / 8 მოქალაქეები საეჭვო ზარებს იღებენ უცხოური ნომრებიდან. ზარზე პასუხისას მათ უცხო ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს. რას ურჩევდი?
- უპასუხონ ზარს და საკადრისი პასუხი გასცენ
- არ უპასუხონ შეკითხვებს, არ მიაწოდონ მონაცემები, არ გადარეკონ უკან
- შეუძლიათ ელაპარაკონ, თუმცა პირადი მონაცემები არ უნდა გასცენ
- არც არაფერს — მაგდენი თვითონაც უნდა იცოდნენ
2 / 8 უნივერსიტეტში სამეცნიერო არქივის მთლიანი ონლაინბაზა დაიბლოკა — წვდომა აღარავის აქვს. რას იზამ?
iStock
- დაველოდები, შეიძლება ინტერნეტის ხარვეზია და თავისითაც მოგვარდეს
- ყველას გავაგებინებ ამის შესახებ და არსებული მონაცემების ხელახლა შეგროვებას დავიწყებ
- მიზეზის დადგენასა და პრობლემის იზოლირებას ვეცდები, შემდეგ კი მონაცემების აღდგენაზე გადავალ
- ვიკითხავ, გამორთვა და ჩართვა თუ სცადეს...
3 / 8 On.ge-ს ვებსაიტზე DDoS შეტევა მიმდინარეობს და ქვიზებს ვეღარავინ ავსებს. როგორ დაეხმარები მედიას?
iStock
- ვებსაიტს უსაფრთხოებისთვის დროებით გავთიშავ
- ტრაფიკის გაფილტვრას დავიწყებ
- ახალი ვებსაიტის შექმნას დავიწყებ
- შტეფსელიდან გამორთვა და ჩართვა სცადეს..?
4 / 8 ბანკის მთავარ სერვერზე ღამით 47-ჯერ სცადეს შესვლა, თუმცა წარუმატებლად. რა უნდა ქნა?
cybersecurity.H
- IP-სა და ანგარიშს დავბლოკავ, ლოგებს გავაანალიზებ
- 47-ჯერ თუ ვერ შეიყვანეს, ვერც 48-ედ შეიყვანენ, ამიტომ შევეშვები
- პაროლს შევცვლი
- დავიძინებ, ღამით მუშაობისთვის კი არ მიხდიან
5 / 8 საავადმყოფოს ქსელში გამომძალველი პროგრამა (ransomware) შეიჭრა. ყველა კომპიუტერის ეკრანზე შემდეგი წარწერაა გამოსახული: "გადარიცხე 1 მლნ. და პაციენტების მონაცემებს დაიბრუნებ". ქვეშ ანგარიშის ნომერიცაა დატანილი. რას გააკეთებ?
iStock
- სისტემის დახსნა უკვე შეუძლებელია, ამიტომ საავადმყოფოს მენეჯმენტს თანხის მობილიზებაზე დაველაპარაკები
- სისტემას ოფლაინრეზერვებიდან დავაბრუნებ: დაინფიცირებულ მოწყობილობებს ქსელიდან გამოვრთავ, გავწმენდ, ოპერაციულ სისტემას თავიდან დავაყენებ და მონაცემებს აღვადგენ
- სისტემას ონლაინრეზერვებიდან დავაბრუნებ: დაინფიცირებულ მოწყობილობებს ქსელში შევაერთებ, გავწმენდ, ოპერაციულ სისტემას თავიდან დავაყენებ და მონაცემებს აღვადგენ
- ანგარიშის ნომერზე ლარს გადავრიცხავ და დანიშნულებაში ვთხოვ, რომ გამოსასყიდის თანხა შეამცირონ
6 / 8 შენი სამსახურის Wi-Fi ქსელზე man-in-the-middle კიბერშეტევაა: მასზე წვდომა უცხო პირს აქვს და შეიძლება ტრაფიკს აკვირდებოდეს. ყველა თანამშრომელი ამ ქსელზეა. რას მოიმოქმედებ?
BBS Technology
- მხოლოდ HTTPS დაშიფრულ საიტებზე შევალ და დანარჩენებსაც ამისკენ მოვუწოდებ
- პაროლს შევცვლი
- ანტივირუსს ჩავრთავ
- ქსელს გამოვეთიშები, VPN-ს ჩავრთავ და დანარჩენებსაც ამისკენ მოვუწოდებ
7 / 8 უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში ვიღაცამ სპეციალური კოდი შეიყვანა და ყველა სტუდენტის ნიშნებსა და პირად ინფორმაციაზე მოიპოვა წვდომა (SQL Injection). რა უნდა ქნა?
Kiuwan
- მონაცემთა ბაზას პაროლს შევუცვლი და უფრო რთულს დავაყენებ, უცხო პირს კი ბაზა ავტომატურად გამოაგდებს
- სისტემაში ე. წ. პარამეტრიზებულ მოთხოვნებს დავნერგავ, რომ მომხმარებლის შეტანილი კოდი პროგრამამ ტექსტად აღარ აღიქვას
- სისტემაში ე. წ. პარამეტრიზებულ მოთხოვნებს დავნერგავ, რომ მომხმარებლის შეტანილი ტექსტი პროგრამამ კოდად აღარ აღიქვას
- ბაზას დროებით გავთიშავ და ინფორმაციას ფურცლებზე გადავიტან
8 / 8 ყოფილი თანამშრომელი გწერს და გთხოვს, რომ ფეისბუკი შენი ტელეფონის ნომრით გააკეთოს. რას უპასუხებ?
Getty
- დავთანხმდები, ნომრის მიცემით რა უნდა დაშავდეს
- გადავამოწმებ, ხომ ნამდვილად ეგ ადამიანი მწერს და შემდეგ მივცემ ნომერსა და კოდებს
- მხოლოდ ნომერსა და ვერიფიკაციის კოდს მივცემ, შემდეგ კი ვთხოვ, რომ ანგარიშზე საკონტაქტო ინფორმაცია შეცვალოს
- არაფერსაც არ დავთანხმდები, ვის დაჰკარგვია...
ერთი წუთით...

კომენტარები