კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე: განცხადება გაავრცელა მაშინ, როცა საჭირო იყო
ფოტო:
Kakha Kaladze კახა კალაძე / Facebook
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებიდან მესამე დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება დაგვიანებული არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 30 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძემ თქვა, რომ კანდიდატმა განცხადება გაავრცელა მაშინ, როცა საჭირო იყო. იგი განმარტავს, რომ რთული წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ ხალხი გადაიღალა და დასვენება სჭირდებოდათ:
"ძალიან რთული იყო პირველი ტური, რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია. ელემენტარულია, რომ ადამიანი გადაიღალა, ხო? უამრავი შრომა ჩაიდო. დღეს გაკეთდა განცხადება, ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას".
დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ზურაბიშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს არ დაუთმობს ქვეყანას და თანამებრძოლებს არ მიატოვებს შუა გზაში.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მზადაა. მისივე თქმით, "კახელიცაა და მეგრელიც" და ამიტომ ბოლომდე წამსვლელია. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ პირველ ტურში პირველი ადგილიც გამარჯვებაა.
ზურაბიშვილის გზა მეორე ტურამდე
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად განიხილავდა დაუჭერდა, თუ არა მას მხარს ქართული ოცნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი გუნდში განხეთქილების მიზეზად იქცა, რაც რამდენიმე თვის შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა კიდეც. ეჭვების მიუხედავად, საბოლოოდ, ზურაბიშვილი ოცნების რჩეული კანდიდატი გახდა.
საარჩევნო კამპანიის დროს მისმა განცხადებებმა აგვისტოს ომზე, მარიხუანის ლეგალიზაციასა და ავლაბრის რეზიდენციაზე, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების და ეკლესიის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
ზურაბიშვილს აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა საპასუხოდ მათ კანდიდატის და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის მოგერიება მოუწიათ. პრეზიდენტობისთვის მებრძოლი კანდიდატი კრიტიკული და ცინიკური იყო მედიის მიმართაც.
მისი კამპანიის დროს აქტიურად განხილვადი იყო შემოწირულობებიც, რადგან მან კოკა-კოლის, არქი ჯგუფის, ანაგის, ღუდუშაურის კლინიკის, ქართუ ბანკის, თეგეტას, აისის და სხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებისგან მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობები მიიღო. ამას ერთვებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ირაკლი კობახიძის, ეკა ბესელიას, გია ვოსლკის, კახა კალაძის და სხვათა დიდი ოდენობის შემოწირულობები.
მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატი, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი პარტია დარწმუნებული იყო, რომ მას კონკურენტი არ ჰყავდა და არჩევნების მოგებას შეძლებდა. ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ მის წინააღმდეგ წარმართული კამპანია არაევროპული და არაჯანსაღი იყო, რადგან ქალ კანდიდატს ესხმოდნენ თავს.
კამპანიის დროს მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, იმასაც რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში მოიგებდა და მეორე ტურის ჩატარების ალბათობა მცირე იყო, მაგრამ იქაც კი ზურაბიშვილი იქნებოდა ლიდერი.
ამის დასტურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩევნების დღეს გამოქვეყნებული, მათ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც გამოიყენეს, სადაც ზურაბიშვილი 53%-ით ლიდერობდა. პარალელურად ჩატარებულ სხვა ეგზიტპოლებში ზურაბიშვილს საერთო ხმების 40 და 34 პროცენტი ჰქონდა.
თავად კანდიდატმა ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა "ფრთხილად". მისი თქმით, ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ იზეიმებდა.
თუმცა, ცესკოს პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან გამზადებული სცენა დაშალეს და კონცერტიც გადაიდო. თავად ზურაბიშვილმა კი ორი დღის განმავლობაში ამ საკითხზე არ ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე რას აპირებდა კანდიდატი, მან უპასუხა "როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ".
ამ დღეების განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკაც. მაგალითად, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა გადაჭარბებული თავდაჯერება და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები