ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
ქართული ოცნების მხარდამჭერი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის განცხადებას აკრიტიკებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში $51.5 მლნ-ად ვილის გაყიდვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.
მისი თქმით, ექსპრემიერებმა — "ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა".
შათირიშვილი ამას იმით ხსნის, რომ "ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია".
მისივე თქმით, "ბიძინა ივანიშვილის ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ ის არის, რომ ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს".
"გოცირიძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ კუთვნილი ქონების გაყიდვა და ფინანსების საკუთარ ანგარიშებზე განთავსება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან საფრთხეს არ მოელის, თუმცა, ამის გარანტიას რა აძლევს, უცნობია. მეორე მხრივ, ასევე უცნობია, რა აძლევს ბიძინა ივანიშვილს გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება და მისი "დანაშაულების" შესახებ არ ისაუბრებს.
აღნიშნული პროპაგანდისტული გზავნილის მტკიცებით გოცირიძე ცდილობს, მისი მცირეოდენი მკითხველებისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში გამოსჭვივის უიმედობაში გადაზრდილი მოლოდინი, რომ ერთ დღეს ვინმე, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა დროს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ახლო საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა, ოდესღაც ალაპარაკდება და მის "შავბნელ" საქმეებზე მოგვიყვება. ასეთი მიდგომა არამხოლოდ გოცირიძისთვის, არამედ მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის არის დამახასიათებელი, რადგან მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთ ისეთ პერსონასთან დაკავშირებით მოგვისმენია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობდა, დღეს კი მასთან ან დაპირისპირებაში იმყოფება, ან კავშირი აღარ აქვს.
ბაჩიაშვილის მხრიდან "ალაპარაკების" სურვილი და მოლოდინი რომ ფუჭია, ისიც ამტკიცებს, რომ ის თავის დროზე ღიად აკეთებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებს, შემდეგ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად პოლიტიკური ნიშნით დევნის სარჩულის შექმნას შეეცადა, ღიად ჩაერთო პროტესტში და გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მხარდაჭერისა და ოპოზიციური ფლანგზე აქტიურობისთვის ისჯებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდანაც გაიქცა. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობდა, ან ფაქტი გააჩნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ღიად და არგუმენტირებულად ესაუბრა, თუმცა, მყვირალა, უშინაარსო და მოკლევადიან პროპაგანდაზე გათვლილი განცხადებების გარდა მისგან არაფერი მოგვისმენია.
გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს. თავდაპირველად, ქართული ოცნების კოალიციის დაშლის შემდეგ, ხან თავისუფალი დემოკრატებისგან და ალასანიასგან, ხან რესპუბლიკელებისა და უსუფაშვილისგან თუ ბერძენიშვილებისგან მოელოდნენ საუბარს, გვესმოდა ხუხაშვილის გვარიც, ახლახან ოპოზიციური პარტია შექმნა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მისი საქმიანობის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა.
ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს და რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ბაჩიაშვილი არ ალაპარაკდება, ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია", — წერს შათირიშვილი.
რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, ის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ვილის გაყიდვას ივანიშვილთან მის დავას უკავშირებს, სვამს კითხვებს მათ შორის შესაძლო გარიგებაზე და ამ ისტორიას საქართველოში ჩამოყალიბებული "მაფიოზური სისტემის" მაგალითად მიიჩნევს.
"როგორც ჩანს, ივანიშვილმა პირადი ტყვე გაათავისუფლა და ის ახლა უცხოეთში იმყოფება. ქონების გაყიდვა და ამ თანხის მის ანგარიშებზე აკუმულირება იმაზე მიუთითებს, რომ ის ივანიშვილისგან საფრთხეს არ ელოდება. რა აძლევს მას ამის გარანტიას, უცნობია. ან რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, ესეც უცნობია.
ბაჩიაშვილის მიმართ არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის-მისი დუბაიდან გატაცება. მას სურს თუ არა, ამ საქმეზე სასამართლოში ბევრი რამის მოყოლა მოუწევს", — წერს რომან გოცირიძე.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ვილას, NYP-მა დაწერა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა $51.5 მლნ-ად გაყიდა და ეს გარიგება რეკორდულად ითვლება.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები