თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
ცხოველთა უფლებადამცველისა და ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებულიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია.
კუჭაშვილის ვერსიით, 30 აგვისტოს ელიზბარაშვილთან კონფლიქტი მოუვიდა, "ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში მასზე და მისი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი". კუჭაშვილის განმარტებით, შემთხვევა სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია და სიტუაციის განმუხტვისთვის მისი მეგობრებიც ჩაერთნენ. პროკურატურის და კუჭაშვილის ვერსიით, მუქარის შემდეგ ელიზბარაშვილი ნახევარ საათში რესტორანში დაბრუნდა და შეკრებილებს იარაღით დაემუქრა.
"30 აგვისტოს, რესტორან "სხვაში", თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი.
ინცინდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს — არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნობის გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.
თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა — "ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო" და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.
ამ ფაქტის შესახებ გაიგო მთელმა რესტორანმა, მათ შორის, რესტორნის დაცვის სამსახურმაც, რომელიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იარაღით მისულ ელიზბარაშვილს რესტორანში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა," — წერს კუჭაშვილი.
კუჭაშვილი ამტკიცებს, რომ ელიზბარაშვილი მათი საჩივრის საფუძველზე არ დაუკავებიათ და მათ მხოლოდ გამოძიებას მისცეს ჩვენება.
"წმინდა წყლის სიცრუეა ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, თითქოს ის ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და არც ინციდენტში მონაწილე ჩემს არც ერთ მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეგვიტანია. საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცავმა ორგანომ დაგვიკავშირდა და გამოკითხვაზე დაგვიბარა. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენება მივეცით გამოძიებას რესტორანში მომხდარის შესახებ.
სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი "ჩივილი" არ სჭირდება,"— წერს კუჭაშვილი.
პროკურატურის ვერსია
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ.
პროკურატურამ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის ბრალი წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, 30 აგვისტოს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, თამაზ ელიზბარაშვილს დაზარალებულათან ჰქონდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც დაემუქრა და გააფრთხილა, რომ დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდებოდა. ის მართლაც დაბრუნდა. პროკურატურის მტკიცებით, "ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები