პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის ბრალი წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, 30 აგვისტოს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.
"საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.
31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში," — წერს უწყება.
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ.
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
კომენტარები