3 სექტემბერს ბათუმში სწრაფად მოძრავი ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კატერზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ზღვაში ჩავარდა — ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.