წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
ფოტო: სილქნეტი
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა წლევანდელი სეზონის მასშტაბსა და სიახლეებზე ისაუბრეს.
ფესტივალის მე-8 სეზონი სტუმრებს 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს. ღონისძიებას ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, პანკავკასიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად, გახსნის. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება პიანისტი დავით ხრიკული. პანკავკასიურ ორკესტრს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი უდირიჟორებს.
წინანდლის ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი კომპანია "სილქნეტია". უკვე მე-8 სეზონია, კომპანია ხელს უწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას.
"მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. ტრადიციულად, ჩვენ გვერდითაა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა და არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს — ავი შოშანსა და მარტინ ენგსტრომს — ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის. მადლობა ასევე ჩვენს ყველა სპონსორს. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს არაერთი შესანიშნავი კონცერტი და შთამბეჭდავი ღონისძიება ელოდება. წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი; მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ თარიღს და ჩვენც მივუძღვნით განსაკუთრებულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, სტუმრები ფესტივალის თითოეული დღით ისიამოვნებენ.
ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც შევეხები: შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე მზადაა. ფესტივალის ტერიტორიაზე აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სასტუმროს უკან, ვენახების ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება," — განაცხადა "სილქნეტისა" და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
"ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მივიჩნევ წინანდლის ფესტივალს. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ყოველწლიურად ვითარდება პროექტი და უფრო და უფრო მაღალ დონეს აღწევს. გაიზარდა მუსიკოსების ჩართულობა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს მაესტრო კლაუდიო ვანდელის. იგი არჩევს საუკეთესოებს ორკესტრისთვის შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში. მათ მონაწილეობა აძლიერებს ფესტივალს. ყველას დიდი მადლობა, ვინც შემოუერთდა ამ მნიშვნელოვან იდეას, რასაც ახალგაზრდების ფრთების გაშლა ჰქვია," — განაცხადა ფესტივალის მუსიკალური დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.
პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც აერთიანებს დამწყებ, ნიჭიერ მუსიკოსებს 8 მეზობელი ქვეყნიდან, მათ შორის არიან ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოდან. ფესტივალის მე-8 სეზონზე ორკესტრი ოთხ კონცერტს გამართავს.
"სულ რამდენიმე საათი რჩება ფესტივალის დაწყებამდე. უკვე მერვე სეზონია, ძალიან დიდ სამუშაოს ატარებენ ფესტივალის სამხატვრო და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ხელმძღვანელები, მენეჯერები. ამ ხნის განმავლობაში წინანდლის ფესტივალს ბევრი მეგობარი შემოუერთდა. "სილქნეტი" იყო პირველი — "სილქნეტის" გარეშე წარმოუდგენელია წინანდლის ფესტივალი, სწორედ მისი დამსახურებითა და უწყვეტი მხარდაჭერით შეიძინა ფესტივალმა ამდენი გულშემატკივარი. მრავალწლიან მხარდამჭერებს შორის არიან "თიბისი ბანკი", Lexus, Mastercard-ის ქართული წარმომადგენლობა, "ანაგი", ასევე INVIA, "კოკა-კოლა". დიდი წვლილი შეაქვს Steinway & Sons Georgia-ს — მათი დამსახურებაა ვარსკვლავური შემსრულებლების მხარდაჭერა ჩვენს ფესტივალზე. წელს გენერალური სპონსორი შემოგვემატა "სილქ დეველოპმენტის" სახით. დიდი მადლობა მათ ყველას," — განაცხადა ფესტივალის გენერალური დირექტორმა დავით საყვარელიძემ.
წლევანდელი სეზონის საფესტივალო პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია და მასში 300-ზე მეტი მუსიკოსია ჩართული. სცენაზე ვიხილავთ თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს. ამფითეატრის სცენა ტრადიციულად დაეთმობა ნაციონალურ ბალეტ "სუხიშვილებს". ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჟორჟ ბიზეს "კარმენი". დმიტრი კრიმოვის დადგმაში ანიტა რაჭველიშვილი, ნიკა ლაგვილავა, მიხეილ შეშაბერიძე და ანა ფალავანდიშვილი მონაწილეობენ.
მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ემსახურება.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები