თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ფოტო: თიბისი ბანკი
წარმატებისთვის "სწორ დროსა და სწორ ადგილას" ყოფნა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაც თიბისი ტექსკოლაა.
გაიცანით რეზი გაფრინდაშვილი საჩხერედან, რომელმაც თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით თავის სკოლას საჩუქრად ვებგვერდი დამზადა.
"ადამიანები სწორ დროსა და სწორ ადგილს, ალბათ, თავად ქმნიან საკუთარი მონდომებითა და შესაძლებლობებით. საჩხერე ჩემთვის მშვიდი, საინტერესო და სწორი ადგილია როგორც საცხოვრებლად, ისე სწავლისთვისა და მუშაობისთვის. მომავალში ვგეგმავ, თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით შევქმნა თამაში, სადაც მთავარი მოქმედება ციხესიმაგრეში განვითარდება," — განაცხადა რეზი გაფრინდაშვილმა.
უკვე სამი წელია, თიბისი ტექსკოლა IX-XII კლასების მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში უკვე 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის მონაწილეები სწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ვებდეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, მობილური აპლიკაციების შექმნა, გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მარკეტინგი.
თიბისი ტექსკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ არის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინლექციების ფორმატში, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, ქმნიან პირველ ციფრულ პროექტებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში ისინი, ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად, დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა და ციფრული თანამშრომლობის უნარებსაც ივითარებენ.
ტექსკოლასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი კამპუსსა და IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე არ იყოს დამოკიდებული.
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები — ეს არის სწორი ადგილი განათლებისთვის!
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები