სალომე ზურაბიშვილი

12 Sep. 2018, 15:48

მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ. მე არაფერს სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე. ჩემი ხასიათით ვის მოწონს და ვის — არა. ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით.

მოვდივარ, ასევე, ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგარზდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავებას გმობს და ყველა…