2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 3,82 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 26,7%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ფოტო: საქსტატი

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 24,5%-ით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობა და 9 მილიარდ დოლარს უტოლდება.

შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) 5,18 მილაირდი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) 12,82 მილიარდი დოლარია.

საქსტატის ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 429,8 მილიონის (ზრდა 42,7%) საქონელი გავიდა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს (ზრდა 40,6%) გადააჭარბა.