ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
ოსკარიოსანმა მსახიობმა, ცოტა ხნის წინ, 1972 წლის ფილმის, ნაპოლეონი და სამანტას გადაღებებზე მომხდარი შემზარავი შემთხვევა გაიხსენა.
მსახიობმა ინტერვიუში თქვა, რომ ცხრა წლის ასაკში გადაღების მოედანზე ლომის თავდასხმის შედეგად დღემდე მრავალი იარა აქვს დარჩენილი.
ჯოდი ფოსტერი
ფოტო: Aurore Marechal/Getty Images
"ლომი დამესხა თავს, როცა რვანახევრის ან ცხრა წლის ვიყავი", — იხსენებს ფოსტერი — "მან ამიყვანა, შემანჯღრია, გვერდულად გადამატრიალა და მერე დამაგდო. ერთ მხარეს ორი იდეალურად სიმეტრიული ნაკბენი მქონდა, მეორე მხარეს თეძოს არეში, კიდევ ორი. ახლა, როცა გავიზარდე, წლების განმავლობაში ეს იარებიც თითქოს გადაადგილდნენ".
მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს საშიში მომენტი კამერაზე არ აღბეჭდილა, რადგან ყველაფერი კადრის დასრულების შემდეგ მოხდა.
ჯოდი ფოსტერი ფილმში ნაპოლეონი და სამანტა, 1972 წელი
ფოტო: Getty Images
"შოკში ვიყავი და ბევრი რამ არ მახსოვს", — ამბობს ფოსტერი — "მახსოვს თავად ფაქტი. დავინახე, როგორ წამოვიდა წინ მისი ფაფარი. ლომებთან მანამდეც მქონდა ნამუშევარი, მაგრამ როცა ამიყვანა და შემანჯღრია, მერე, როცა უკან შემაბრუნა და კამერების მიმართულებით მიმათრევდა, დავინახე, როგორ გაიქცა მთელი გადამღები ჯგუფი. ვხედავდი, როგორ გარბოდნენ, ყველანი აპარატურით ხელში, უბრალოდ ჩემგან შორს".
ჯოდი ფოსტერი ფილმში ნაპოლეონი და სამანტა, 1972 წელი
ფოტო: Getty Images
მსახიობმა თქვა, რომ საბოლოოდ ცხოველის მწვრთნელმა სიტუაცია გააკონტროლა, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოცდილება იყო მის კარიერაში.
"როგორც ჩანს, მწვრთნელმა უთხრა: 'დააგდე!' და ლომმაც პირი გამიშვა", — იხსენებს იგი — "ალბათ ეს იყო ყველაზე საშიში რამ, რაც კი ოდესმე გადაღებისას გადამხდომია".
გამოჯანმრთელების შემდეგ, თავიდასხმის მიუხედავად, ისევ იმავე ლომთან მოუწია მუშაობა, რამაც მოგვიანებით კიდევ უფრო საშიში სიტუაცია შექმნა.
"როცა საავადმყოფოდან გამოვედი და გადაწყვიტეს, რომ მუშაობა შემეძლო, გადასაღებად ისევ იმავე ლომთან დავბრუნდი, მაგრამ ამ დროს ხელში მამალი მეჭირა", — ამბობს ფოსტერი — "ეს მამალი არ იყო მიჩვეული კონკრეტულად ამ ლომთან მუშაობას. დავინახე, როგორ მოატრიალა ლომმა თავი და თითქოს ჩემკენ წამოსვლას აპირებდა. მაშინ მამალი ვისროლე და გავიქეცი. მგონია, აქ კიდევ უფრო მეტად შემეშინდა, ვიდრე პირველად."
ჯოდი ფოსტერი ფილმში ნაპოლეონი და სამანტა, 1972 წელი
ფოტო: Getty Images
ნაპოლეონი და სამანტაში ასევე მონაწილეობდნენ ჯონი ვიტაკერი და მაიკლ დაგლასი. ფილმი ორ ბავშვზე მოგვითხრობს, რომლებიც ოდესღაც ცირკის მსახიობ ლომთან ერთად მოგზაურობას იწყებენ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები