"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.
მედიის წარმომადგენლებთან პირველ კომენტარის გაკეთებისას მან თქვა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი რადგან სჯერა, რომ "აუცილებლად გავიმარჯვებთ".
"ძალიან შემართებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ისეთ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ განსხვავებული აზრის გამო. 7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით შვილებს, ცოლს, ოჯახს როცა შორდები, მაგრამ რწმენა, რომ გავიმარჯვებთ იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია ნამდვილად. მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა მათ, ვისგანაც ბევრ წერილებს ვიღებდი, განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, რომელთაგან ბევრ წერილს ვიღებდი. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება რომელსაც ციხიდან ასხივებენ ყველას გვაძლიერებს. დიდი მადლობა მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის მათგან. ყოველდღე ტელევიზორს რომ ვუყურებდი და ვხედავდი, ეს მაძლიერებდა", — განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის 12-ე დაწესებულების დატოვების შემდეგ.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის წარდგენილ ახალ ბრალზე ისაუბრა.
"რაც შეეხება ახალ საქმეს, ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე, რომელშიც არის ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი, მეტი არაფერი წერია. აი, საერთოდ არაფერია საქმეში.
მე უბრალოდ ვეუბნები საზოგადოებას, რომ ეს არის რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ. მე არ მინდა, რომ მარტო მე კი არა, არავინ იცხოვროს ამ რეალობაში და უკან დახევა კი არა, იქნება შემართება, მობილიზება, გვერდში დგომა, ერთმანეთის გამხნევება და წავალთ წინ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
არიან პატიმრები, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი და სხვები, რომლებსაც შვილებს არ ახვედრებენ. შვილმა რა უნდა დააშავოს რა საქმეც არ უნდა იყოს? ამიტომ, ეს საქმე არის არაფერი. მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება. ჩვენ ამ საქმეშიც გავიმარჯვებთ და ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ და მე მაქვს რწმენა იმის, რომ ყველა ერთად ძლიერად შევაბიჯებთ ევროკავშირში", — თქვა გიორგი ვაშაძემ (კომენტარს "პუბლიკა" ავრცელებს).
რუსთავის ციხესთან მას ოჯახის წევრები, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ის, "ოცნების" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას გამოუცხადებლობის გამო, 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე მან კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადა.
ვაშაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
კომენტარები