თეგეტა ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს — კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შემადგენლობაში ერთიანდება
ფოტო: თეგეტა
- ახალი მსხვილი გარიგება თეგეტა ჰოლდინგის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო მონიტორინგისა და ავტოპარკის მართვის ტექნოლოგიების გაძლიერებას ისახავს მიზნად;
- ინტეგრაციის შედეგად მომხმარებელი უფრო ეფექტიან, მონაცემებზე დაფუძნებულ კომპლექსურ სერვისს მიიღებს.
თეგეტა ჰოლდინგი თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრულ სერვისებს აფართოებს და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის ფლობას კიდევ უფრო ამარტივებს. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას GPS ოპერატორი, GeoGPS შეემატა. ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე, თეგეტასთან ერთად, ბიზნესს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას შესთავაზებს, რაც სისტემურ მიდგომასა და ფლიტის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას ნიშნავს. გარიგება უკვე ძალაშია. მხარეთა ჩართულობით დოკუმენტს ხელი თეგეტას გეზის ფილიალის ტერიტორიაზე მოეწერა.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “თეგეტას განვითარების სტრატეგია მომხმარებელზე ორიენტირებული და მონაცემებზე დამყარებული ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. მაღალი სანდოობით გამორჩეული ტელემატიკ სისტემის კომპანიის “თეგეტა ჰოლდინგში” ინტეგრაცია კი ამ მიდგომის ლოგიკური და თანმიმდევრული გაგრძელებაა. ჩნდება ახალი შესაძლებლობა, სატრანსპორტო მონიტორინგისა და ფლიტის მენეჯმენტის მიმართულებით მომხმარებელს უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. მიგვაჩნია, რომ ეს გაფართოება ჰოლდინგისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ნათლად ადასტურებს ჩვენს მიზანს - ვიყოთ ინოვაციური მიდგომების სათავეში და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი, მდგრადი ღირებულების შექმნა ბიზნესისა და პარტნიორებისათვის“.
მოლაპარაკებები კომპანიებს შორის გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდა. შეთანხმება ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, სანდოობასა და საერთო ხედვას — შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომელიც როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხებს. ეს არის ავტოპარკის მართვის ახალი თაობის სერვისი, რომელიც კლასიკურ GPS მონიტორინგს მნიშვნელოვნად სცდება. საუბარია ისეთ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა: ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, საწვავისა და ექსპლუატაციის ხარჯების ანალიზი, მძღოლის ქცევის შეფასება, უსაფრთხოების გაუმჯობესება და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა.
ნიკოლოზ ხიდურელი, თეგეტა ჰოლდინგის“მთავარი ფინანსური ოფიცერი: “GeoGPS-თან გარიგება თეგეტას ფინანსური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კაპიტალის ეფექტიან გადანაწილებასა და დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებებში ინვესტირებას გულისხმობს. GPS სერვისების ინტეგრაციით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაძლიერებთ განმეორებადი შემოსავლის წყაროებს და ფინანსურად მდგრად პლატფორმას ვქმნით, მეორე მხრივ კი, თანამედროვე, სისტემურად გამართული და კომპლექსური სერვისით ბაზარზე ლიდერის პოზიციას ვიმყარებთ.
ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ GeoGPS-თან, ვიცნობთ მათ პროდუქტს, ხარისხს, შესაძლებლობებსა და მართვის სტილს. შესაბამისად, ვფიქრობთ, საერთო ძალისხმევითა და სინერგიით დასახულ ამოცანებს წარმატებით შევასრულებთ და შევძლებთ, რომ ავტოპარკის ეფექტიანი მართვა მომხმარებლის ბიზნესის უწყვეტობის რეალურ გარანტად ვაქციოთ“.
კომპლექსური სერვისის ფარგლებში მომხმარებელი მონაცემებზე დაფუძნებული, ჭკვიანი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომლებიც მას სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება — როდის სჭირდება ავტომობილს სერვისი, როგორ შემცირდეს ხარჯები, როგორ გაიზარდოს უსაფრთხოება და პროდუქტიულობა. მიზანი სრულფასოვანი Fleet Management პლატფორმის შექმნაა, რომელიც ბიზნესებს რეალურ, გაზომვად ღირებულებას შესთავაზებს და ავტოპარკის მართვას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. მომსახურება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება. მსუბუქი, მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მფლობელები ტექნიკური მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, მონიტორინგისა და ბიზნესანალიტიკის სრულ პაკეტს მიიღებენ.
დავით მუმლაძე, GeoGPS-ის დამფუძნებელი და დირექტორი: „თეგეტასთან კომუნიკაციის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ ფინანსურ გარიგებას. პირველივე შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ ავტოპარკის მართვის მომავალს ორივე მხარე ერთნაირად უყურებდა. GeoGPS უკვე წლებია, საქართველოს ბაზრის ლიდერია ავტოპარკის მონიტორინგის სფეროში, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო იყო პარტნიორი, რომელსაც აქვს მასშტაბი, ინფრასტრუქტურა და ძლიერი ურთიერთობა კორპორაციულ მომხმარებლებთან. თეგეტა ჰოლდინგი ამ მხრივ უნიკალურ პოზიციაშია — ეს არის კომპანია, რომელსაც ენდობა ათასობით ბიზნესი და რომელიც აქტიურად ახორციელებს ინოვაციებს ავტომობილებისა და მობილობის მიმართულებით.
ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ GeoGPS შეინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას, გუნდსა და პროდუქტზე ფოკუსს, ხოლო თეგეტასთან ერთად შეძლებს ახალი, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებას — ისეთების, რომლებიც მანქანას, სერვისს, მონაცემებსა და ანალიტიკას ერთ სისტემაში აერთიანებს“.
შეთანხმება უკვე ამოქმედებულია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თეგეტას მომსახურების თანამედროვე მიდგომებით ისარგებლოს. უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას, იყოს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი სატრანსპორტო ინდუსტრიაში და ბიზნესებისთვის ავტოპარკის ფლობის ახალი მომავალი შექმნას.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები