ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ განათლების რეფორმის მსგავსად ჯანდაცვის სფეროშიც არის საჭირო რეფორმის გატარება.
[განათლების სისტემის] ანალოგიურად, მაგალითად ჯანდაცვაშიც არის საჭირო იგივე, — ციტირებს ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს.
კობახიძის თქვა, რომ "ყველა მიმართულებით სურთ, დადონ ისეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მისცემს არა ეტაპობრივი შედეგების, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას".
"რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული.
თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში", — თქვა კობახიძემ.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები