ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
გროზნოს ხელისუფლება მას შემდეგ დუმს, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების ხასიათისა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ ჭორები და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ამ დრომდე ვრცელდება.
ინციდენტზე ოფიციალური კომენტარი რესპუბლიკის ხელისუფლებას, საგამოძიებო კომიტეტს ან ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.
რამდენიმე ოპოზიციური და დამოუკიდებელი Telegram-ის არხისა და მედიასაშუალების ცნობით, ავარია 16 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე, გროზნოში, სტაროპრომისლოვსკოეს გზატკეცილზე, Safiya-ს საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა.
Telegram-ის არხი VChK-OGPU, რომელიც სავარაუდოდ ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) არის დაკავშირებული, ირწმუნება, რომ ადამ კადიროვი და მისი ახლო წრის წევრები რამზან კადიროვის ძმისშვილის, ხამზატ კადიროვის 29 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. შემდეგ მათ უცნობი მიმართულებით გამგზავრება გადაწყვიტეს.
არხის ერთ-ერთი ვერსიით, ავტოკოლონა, რომელსაც ადამ კადიროვის მიერ მართული მანქანა მიუძღოდა, დაახლოებით 160 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ის გზაზე მწვანე შუქნიშანზე შემოსულ ავტომობილს შეეჯახა.
სხვა ცნობების თანახმად, კადიროვის ავტომობილს სავარაუდოდ აპტი ირასხანოვი მართავდა, რომელიც მისი დაცვის უფროსი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან ირასხანოვის ძმისშვილია. წყაროები ირწმუნებიან, რომ ირასხანოვმა კისრის მალის მოტეხილობა მიიღო.
რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta Europe-ამ განაცხადა, რომ შეჯახების შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
RFE/RL-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კონტროლიდან გამოვიდა და გამყოფ ზოლს დაეჯახა.
VChK-OGPU-ს თანახმად, ავარიაზე პასუხისმგებლობა სავარაუდოდ საგზაო პოლიციის თანამშრომელს დაეკისრა, რომელმაც კოლონის გასავლელად "გზის გადაკეტვა ვერ შეძლო".
სხვადასხვა ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ან "დაახლოებით 18-20" ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპოზიციური წყაროები და რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემა იუწყება, რომ სამი ან ოთხი ადამიანი სერიოზულად დაშავდა, მათ შორის ადამ კადიროვი და მისი მცველები.
RFE/RL-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ადამ კადიროვი თავდაპირველად გროზნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამედიცინო თვითმფრინავით მოსკოვში გადააფრინეს — ამ განცხადებას ადასტურებს Flightradar24-ის მონაცემები, რომლებმაც იმავე ღამეს სამედიცინო რეისი გროზნოდან მოსკოვში აჩვენა.
ადამ კადიროვის მდგომარეობის შესახებ ცნობები განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის უგონო მდგომარეობაში იყო და ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, ზოგი კი ირწმუნება, რომ გონება აღიდგინა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
მაგალითად, რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Mozhem obyasnit ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს წარმომადგენელს ციტირებდა, რომელმაც პირველად განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ ადამ კადიროვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და "მისი ცნობა რთული".
Novaya Gazeta Europe-ის წყაროს მიერ ციტირებული ერთ-ერთი ექიმის თქმით, "კადიროვის ვაჟი და მისი მცველები უფრო მეტად დაზარალდნენ მათი ძვირადღირებული უცხოური მანქანების უსაფრთხოების ბალიშების გამო.
"თითოეულ ვერსიას ჰყავს თავისი მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქვთ შიდა ინფორმაცია კადიროვთან დაახლოებული ადამიანებისგან", — აღნიშნა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა თუმსო აბდურახმანოვმა.
მიუხედავად ამისა, რეგიონულმა ხელისუფლებამ, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვიტა ადამ კადიროვისა და მისი მცველების სასწრაფო ევაკუაცია მოსკოვში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რესპუბლიკური ფილიალის მიერ ექსპლუატირებული სპეციალიზებული სამედიცინო თვითმფრინავით. თვითმფრინავი აღწერილია, როგორც "მფრინავი სამედიცინო საავადმყოფო" და ჩვეულებრივ გამოიყენება კრიტიკულად დაავადებული პაციენტების გადასაყვანად, რომლებსაც სპეციალური მოვლა ესაჭიროებათ.
Flightradar24-ის მონაცემებით, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, რაც თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, იქ ჩეჩნეთის მეთაურის კუთვნილი თვითმფრინავიც დაეშვა.
ზოგიერთი ცნობით, დაშავებული პირები შესაძლოა ვერტმფრენით ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ულტრანაციონალისტმა ბლოგერმა და მოძრაობა "მამრობითი სახელმწიფოს" (Male State) დამფუძნებელმა ვლადისლავ პოზდნიაკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საავადმყოფოს სახურავზე ვერტმფრენის დაშვება ჩანს.
VChK-OGPU წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ადამ კადიროვი საავადმყოფოს მეცხრე ქირურგიულ შენობაში მოათავსეს, სადაც სასწრაფო ქირურგიის განყოფილებაა განთავსებული. ამ ცნობის თანახმად, კადიროვი სპეციალურ პალატაში მკურნალობს, სადაც პაციენტები მხოლოდ მოსკოვის მერიის ან ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით მიიღება.
RFE/RL-მა განაცხადა, რომ ჩეჩენმა უსაფრთხოების ოფიცრებმა შეამოწმეს გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ტელეფონები, სადაც დაშავებულები თავდაპირველად გადაიყვანეს და გააფრთხილეს პერსონალი, რომ თავი შეეკავებინათ ჟურნალისტებთან და ოპოზიციურ არხებთან კომუნიკაციისგან. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა დაიბარეს შეხვედრებზე და ურჩიეს, შეეზღუდათ პირადი მოწყობილობების გამოყენება.
სახელმწიფო კონტროლირებადი ჩეჩნური მედია ავარიის შემდეგ ან დუმდა, ან აქვეყნებდა მასალას, სადაც არ იყო ნახსენები ინციდენტი. ამავე დროს, რამზან კადიროვის Telegram-ის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს შეხვედრა, რომელსაც ადამ კადიროვი ესწრება. თუმცა, მეტამონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ვიდეო ჩაწერილი და დამუშავებული იყო ავარიამდე ერთი დღით ადრე.
კადრები Adobe Premiere Pro-ში 15 იანვარს, სავარაუდო ავარიამდე ერთი დღით ადრე დამუშავდა. მონახაზის ფაილს ერქვა "RAW\MEETING DUSTUM 15.01.2026". "Dustum" ადამ კადიროვის მეტსახელია.
უსაფრთხოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, რომელსაც ადამ კადიროვი თავად თავმჯდომარეობდა, კიდევ ერთი მედალი გადასცეს, "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისთვის", რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში მდებარეობს. არც მას, არც მამას და არც სხვა ჩეჩენ ოფიციალურ პირებს მანამდე არ განუცხადებიათ, რომ ადამ კადიროვი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ან რაიმე ფორმით უჭერდა მხარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინაში.
17 იანვრის დილისთვის, ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიას გროზნოს ავარია საერთოდ არ უხსენებია, აქ შედის — ChGTRK (ჩეჩნეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია) Grozny, GTRK (სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია) Vainakh და Grozny-Inform.
ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა — რომელიც ჩვეულებრივ სწრაფად უარყოფს რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ ჭორებს — არც დაადასტურა და არც უარყო ავარიის შესახებ ცნობები. მისი ბოლო პოსტი გამოქვეყნდა 16 იანვრის საღამოს, სავარაუდო ავარიამდე.
ერთადერთი ოფიციალური გამოცემა, რომელმაც ინციდენტი ახსენა, Chechnya Today იყო, რომელმაც UFC-ის მებრძოლ ხამზატ ჩიმაევის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობა უარყო. ის ადრე დასახელებული იყო ავარიის შესაძლო მსხვერპლთა შორის, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჩიმაევმა დუმილი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ დაარღვია. მან ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა შავ-თეთრი ფოტო ადამ კადიროვთან ერთად, მას "კოინახი" ("ღირსეული ადამიანი) უწოოდა.
"სანამ გვჯერა, არაფერი ცუდი არ დაგვემართებ", — ეწერა ფოტოზე.
ჩიმაევმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ ის აბუ-დაბიშია. მან გროზნოს ავარიაზე კომენტარი არ გააკეთა.
"ცოცხალი ვარ, მკვდარი არა, როგორც ზოგიერთს შესაძლოა სურდა. აბუ-დაბიში ვარ, ამინდი კარგია", — თქვა მან.
წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტმა ადამ კადიროვის მონაწილეობით მომხდარი ავარია ოფიციალური ინციდენტების ჟურნალში არც პარასკევ საღამოს და არც მეორე დღეს არ დაარეგისტრირა.
"სავარაუდოდ, როგორც ეს ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში ხდება, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ არ იქნება გამოძიება ან სასჯელი", — განუცხადა წყარომ Novaya Gazeta Europe-ს.
ამასობაში, სტაროპრომისლოვსკოეს გზატკეცილის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ ავარია მოხდა, კვლავ გადაკეტილია. ადგილიდან გადაღებულ ძველ კადრებში ჩანს ტერიტორია, რომელიც ბეტონის ბარიერებით არის გადაკეტილი, რაც ცენტრალურ გროზნოში სატრანსპორტო მოძრაობას აფერხებს
პარალელურად, სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ავტომაგისტრალის დახურვა სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის მეორე ფაზის დაწყებას უკავშირდება.
ჩეჩნეთში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით ავარიები რეგულარულად ხდება.
გასულ ზაფხულს გავრცელდა ინფორმაცია რამზან კადიროვის ძმისშვილის, ჩეჩნეთის აუდიტის პალატის ხელმძღვანელის, იასინ ზაქრიევის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შესახებ. იმ შემთხვევაში, ზაქრიევის ბრალით დაქორწინებული წყვილი დაიღუპა, ხოლო მათი ორი შვილი სერიოზულად დაშავდა. მიუხედავად საზოგადოების ყურადღებისა, მას არ დაეკისრა პასუხისმგებლობა და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ეს ბოლო ავარია პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კადიროვის შვილები ავტო საგზაო შემთხვევაში ხვდებიან.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 2021 წელს რამზან კადიროვის უფროსმა ვაჟმა, 16 წლის ახმატ კადიროვმა, თავისი Mercedes-Benz G-Class-ით მოხუცი მამაკაცი გაიტანა მშობლიურ სოფელ ცენტაროიში (გადაერქვა ახმატ-იურტი). ჩეჩნეთის ხელისუფლებამ, გავრცელებული ინფორმაციით, შერიგების ცერემონია ჩაატარა და ინფორმაციის გასასაიდუმლოებლად ნაბიჯები გადადგა.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში, 15 წლის ადამ კადიროვი კიდევ ერთ ავარიაში მოყვა, რომლის შედეგადაც მის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. ამის დასაფარად, ის, სავარაუდოდ, მცველის მანქანაში გადაიყვანეს. როდესაც ადამ კადიროვი ამ მანქანით მაღალი სიჩქარით შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელზე კიდევ ერთი ადამიანი გაიტანა და მოკლა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ChatGPT-ს მალე რეკლამები დაემატება — ვის ეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით ChatGPT-ს მალე რეკლამები დაემატება — ვის ეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით
გადახედვა
-
"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
გადახედვა
-
რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან?
-
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც
გადახედვა
-
მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
გადახედვა
-
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
გადახედვა
-
სუს: "გაზპრომის" დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სუს: "გაზპრომის" დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა
-
ტრამპი მაკრონისგან "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე უარის გამო, ფრანგულ ღვინოებზე 200%-იან ტარიფს განიხილავს ტრამპი მაკრონისგან "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე უარის გამო, ფრანგულ ღვინოებზე 200%-იან ტარიფს განიხილავს
გადახედვა
-
რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
გადახედვა
-
ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს
გადახედვა
-
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა მსოფლიო ისტორიად აქციეს არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა მსოფლიო ისტორიად აქციეს
-
გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?!
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
გადახედვა
კომენტარები