როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
ფოტო: Library/Reuters
ანტიკური იორდანია ეს იყო ადგილი, რამაც ცივილიზაციების განვითარებას დაუდო საფუძველი. მეტიც, სწორედ ეს ადგილი შეიძლება ყოფილიყო ის, საიდანაც პირველი პანდემიები გავრცელდა.
და, აი, ახლა სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის (University of South Florida) მკვლევრები ამ ადრეულ ეპოქაში იუსტინიანეს ჭირისა და მისი შედეგების უკეთ შესწავლას ცდილობენ. გუნდს ხელმძღვანელობს რეის ჰ. ი. ჯიანი. მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს აკადემიური ნაშრომების სერიის მესამე ნაწილი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუბონური ჭირის პირველ ცნობილ აფეთქებას ეძღვნება.
მათი ნაშრომი Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა და ის იუსტინიანეს ჭირის პერიოდს (541-750 წლები) მოიცავს. კვლავა ცდილობს შეისწავლოს ის ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია მომაკვდინებელი ეპიდემია. საბოლოოდ ამან ბიზანტიის იმპერიაში მცხოვრები მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
"ჩვენ გვინდოდა გავცდენოდით პათოგენის გამოვლენას და გაგვეგო, თუ ვინ იყვნენ მისი მსხვერპლები — როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა მათზე", — განაცხადა ჯიანმა.
როგორ დაეტყო ჭირი ძველ ჯერაშს
იუსტინიანეს ჭირის პერიოდში ადამიანები, რომლებზეც დაავადებამ იმოქმედა, ერთმანეთთან ნაკლებად იყვნენ დაკავშირებულნი — ჭირმა ისინი ერთმანეთს სიკვდილით დააკავშირა. დაღუპულებს ერთად კრძალავდნენ და ცოცხლები იმ ადგილს სამუდამოდ ეცლებოდნენ. სწორედ ეს ადგილი გახდა კვლევის მთავარი სამიზნე.
ჯიანი კვლევას ხელმძღვანელობდა, მისი კოლეგები კი მუშაობდნენ სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის (USF) გენომიკის, გლობალური ჯანმრთელობის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრში. კვლევაში ჩართული იყო ასევე არქეოლოგი კარენ ჰენდრიქსი სიდნეის უნივერსიტეტიდან.
მათი პირველი ორი ნაშრომი ძირითადად Yersinia pestis-ს სწავლობდა, პათოგენს, რომელიც ბუბონური ჭირის ფატალურ ფორმებს იწვევს. ახალი კვლევის აქცენტები მაშინდელ საზოგადოებაზე გაკეთდა და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს დღეს.
ჯერაში არის ძველი ქალაქი, რომელშიც ჭირის კვალი უძველესია და ის დასტურდება როგორც მასობრივი სასაფლაოებით, ისე გენეტიკური ანალიზით.
კბილი ჯერაშიდან.
ფოტო: Greg O'Corry Crowe FAU
საშინელი სტატისტიკა
კვლევის ავტორების თქმით, აქ აღმოჩენილი სასაფლაოები განსხვავდება ჩვეულებრივი სამარხებისგან. ჯერაშში ასობით ცხედარი ერთდროულად დაკრძალეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პანდემიის გამო რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა.
ეს ყველაფერი აისახა საზოგადოებების მიგრაციაზე. ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ადამიანების მიგრაციაზე მნიშვნელოვნად მსგავსი პანდემიებიც მოქმედებდა. მკვლევრები სწორედ ამ ფაქტორს სწავლობენ: როგორ შეცვალა იუსტინიანეს ჭირმა მაშინდელი საზოგადოება და რა ცვლილებები მოიტანა მან.
რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პანდემიისგან გაქცეულ ადამიანს დაავადება შეიძლება სხვა ქალაქებში ჩაეტანა.
"პანდემიები მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენები არ არის, ისინი სოციალური მოვლენებია. ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ არის დაკავშირებული დაავადებები ყოველდღიურ ცხოვრებასთან", — თქვა ჯიანგმა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იუსტინიანეს ჭირმა მთლიანობაში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. მაშინდელი მასშტაბებით ეს ძალიან ბევრი იყო და ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს უდრიდა.
კომენტარები