კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
ფოტო: რადიო თავისუფლება
"რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, 18 წლის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაშია. ოპოზიციასთან დაკავშირებულმა Telegram-ის არხმა NIYSO-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია სავარაუდო ავარიის შესახებ და დასძინა, რომ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ავარიაში მასთან ერთად შესაძლოა ჩეჩენი UFC-ის ჩემპიონი, ხამზათ ჩიმაევიც მოჰყვა.
"რადიო თავისუფლებას" ორმა წყარომ განუცხადა, რომ 18 წლის კადიროვი გროზნოს საავადმყოფოში მკურნალობს.
NIYSO-მ და სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ჩიმაევი შესაძლოა გარდაცვლილიყო, რაც უკვე გავრცელდა რუსულ მედიაში.
"საავადმყოფომდე მისასვლელი გზები დაკეტილია, რადგან ადამი იქ გადაიყვანეს. ის უგონო მდგომარეობაშია და რეანიმაციაშია, ამბობენ ისინი. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა მდგომარეობაშია კადიროვის ვაჟი", – განუცხადა წყარომ "რადიო თავისუფლებას".
თუმცა, NIYSO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩიმაევის ინციდენტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა და რომ დაშავებულებში შესაძლოა სხვა მაღალი რანგის ჩეჩენი ჩინოვნიკის შვილი იყოს. სხვა წყაროები, მათ შორის სახელმწიფო წყარო, აცხადებენ, რომ ჩიმაევი დუბაიში იმყოფება.
ავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება Chechnya Today-მ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.
მათ მის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ის "დუბაიში იმყოფება. თავს კარგად გრძნობს".
მათ არ უხსენებიათ ადამ კადიროვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციას.
ადამ კადიროვი 2025 წელს 18 წლის გახდა და მამის მემკვიდრეთა რიგებში სასურველ კანდიდატად ითვლება.
18 წლის ასაკში ადამს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი საჯარო და სამთავრობო თანამდებობა ეკავა. ის მამამისის უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს, ზედამხედველობს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტს, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბატალიონს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
- ადამ კადიროვი იმუქრება, რომ ზელენსკის დაიჭერს და გროზნოში ჩაიყვანს
- ხამზათ ჩიმაევმა UFC-ში გამარჯვება კადიროვის 17 წლის შვილს, ადამს მიუძღვნა
- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან კადიროვის ოჯახმა 150-მდე ჯილდო მიიღო — ყველაზე მეტი მედალი კადიროვს აქვს
- რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს — ამის პარალელურად მის 17 წლის ვაჟს ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებენ
- ყურანის დემონსტრაციულად დაწვის გამო, კადიროვის შვილმა ბრალდებულს სცემა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
კომენტარები