რა უნდა ვიცოდეთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ? — საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენაა მსოფლიოში. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობას აერთიანებს.
2026 წლის მოახლოებულ ოლიმპიადას მილანი და კორტინა-დ’ამპეცო (პატარა ქალაქი ჩრდ. იტალიაში) უმასპინძლებენ. ეს იქნება ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 2 ოფიციალური მასპინძელი ქალაქი ეყოლება. ტურნირი 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში 91 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოკლედ ტურნირის შესახებ
ზამთრის პირველი ოლიმპიადა 1924 წელს, საფრანგეთში, მონბლანის მთის ქვეშ გაშენებულ საკურორტო ქალაქ შამონიში ჩატარდა. თავდაპირველად მას ზამთრის სპორტის საერთაშორისო კვირეული ერქვა, თუმცა მოგვიანებით, პირველი ოლიმპიადის სტატუსი მიენიჭა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები გამორჩეული ესთეტიკისა და ექსტრემალური სანახაობის სინთეზია. ბობსლეისა თუ ტრამპლინიდან ხტომისას განვითარებული 130-150 კმ/სთ სიჩქარე იმდენად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის, რომ მაყურებელი თვალს ვერ წყვეტს, იმის მიუხედავად, რამდენად არის სპორტის ამ სახეობაში ჩართული.
სპორტსმენების უნიკალური უნარების, მათი მომზადებისა და გამძლეობის გარდა, ცალკე ყურადღების ღირსია სპორტის ტექნოლოგიური მხარე, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმჯობესდება. თხილამურების ზედაპირის დამუშავება, ციგების აეროდინამიკა ხშირად წამის მეასედებს განსაზღვრავს, რაც გამარჯვებისა თუ წარუმატებლობის განმაპირობებელი ხდება. მაგალითისთვის, თხილამურის ძირზე იჭრება მიკროსკოპული ღარები, რომლებიც თოვლთან ხახუნისას წარმოქმნილ წყლის თხელ ფენას ადრენაჟებს, რაც სპორტსმენს მაქსიმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.
სპორტის სახეობები
ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ახალი სახეობა, სათხილამურო ალპინიზმი დაემატება, სადაც სპორტსმენები ჯერ მთაზე ავლენ თხილამურებით, შემდეგ კი დაშვებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. სკი-ალპინიზმში მედლები 3 დისციპლინაში გათამაშდება — ქალთა და მამაკაცთა სპრინტში, ასევე შერეულ ესტაფეტაში.
თოვლის სახეობები შემდეგია:
- სამთო თხილამურობა: დიდი სიჩქარით დაშვება მთის ციცაბო ფერდობზე. მთავარი ამოცანაა, მოთხილამურემ ბოლო წერტილამდე უმოკლეს დროში მიაღწიოს;
- ბიატლონი: უნიკალური სახეობა, რომელიც აერთიანებს თხილამურებით რბოლასა და შაშხანიდან სროლას. აცილებული ტყვია დამატებით საჯარიმო წრეებს ნიშნავს;
- თხილამურებით რბოლა: ეს არის გამძლეობის გამოცდა დიდ დისტანციებზე, სადაც მოთხილამურეები დაღმართზე კი არ ეშვებიან, არამედ საკუთარი ძალით გადაადგილდებიან სწორ ან აღმართიან რელიეფზე;
- ფრისტაილი: აკრობატული სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ნახტომებს, ჰაერში შესრულებულ ტრიუკებსა და დაშვებას სპეციალურ დაბრკოლებებზე;
- ტრამპლინიდან ხტომა: საგანგებო პლატფორმიდან სწრაფი დაშვება, ნახტომი და ჰაერში ფრენა. ფასდება როგორც დაფარული მანძილი, ისე ფრენის სტილი და დახტომის უშეცდომოდ შესრულება;
- სნოუბორდი: სნოუბორდით დაშვება, რომელიც სისწრაფეზე შეჯიბრსა და აკრობატულ ილეთებს აერთიანებს;
- ჩრდილოური ორჭიდი: ორი განსხვავებული სახეობის — ტრამპლინიდან ხტომისა და თხილამურებით რბოლის კომბინაცია;
- სათხილამურო ალპინიზმი: ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ — სპორტსმენები ჯერ თხილამურებით ადიან მთის მწვერვალზე, შემდეგ კი დაბლა ეშვებიან.
ყინულის სახეობები
- ფიგურული სრიალი: ხელოვნებისა და სპორტის სინთეზი, დაუღალავი შრომით შექმნილი ესთეტიკა ყინულზე, სადაც ქულები უშეცდომოდ შესრულებულ რთულ ნახტომებსა და ქორეოგრაფიაში იწერება;
- ყინულის ჰოკეი: გუნდური სპორტი, სადაც მოთამაშეები მოწინააღმდეგის კარში შაიბას გატანას ცდილობენ;
- კერლინგი: საქართველოში სპორტის ამ სახეობას პატივს დიდად არ სცემენ. თუმცა ფაქტი ერთია: კერლინგში წარმატება სტრატეგიულ მოქმედებასა და დეტალებზე ფოკუსირებას მოითხოვს. გუნდები ქვებს სამიზნისკენ აცურებენ და შემდეგ მათ სასურველ პოზიციაში განთავსებას, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლას ცდილობენ;
- ჩქაროსნული ციგურაობა: რბოლა ყინულზე დიდ ოვალურ ტრასაზე, სადაც მთავარი მაქსიმალური სისწრაფის განვითარებაა;
- შორტ-ტრეკი: ჩქაროსნული რბოლა მცირე ზომის მოედანზე, სადაც სპორტსმენები ჯგუფურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.
ციგაობა და სწრაფი დაშვება
- ბობსლეი: სპორტის ამ სახეობაში 2 ან 4 კაცის გუნდურ დაშვებას ვადევნებთ თვალს. მათი მიზანია, დახურული, აეროდინამიკური ციგით მიზანს მაქსიმალურად მცირე დროში მიაღწიონ;
- სკელეტონი: ინდივიდუალური დაშვება პატარა ციგით. სპორტსმენი მუცელზე წევს, თავი კი წინ აქვს.
- ციგაობა: დაშვება ყინულის ტრასაზე, სადაც სპორტსმენი ციგაზე ზურგით წევს.
საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ქართველმა სპორტსმენებმა პირველად 1994 წლის ლილეჰამერის ოლიმპიადაზე იასპარეზეს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული სახეობა ფიგურული სრიალია.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
კომენტარები