როგორ გავუმკლავდეთ შინაური ცხოველის დაკარგვას
ფოტო: Monika Aichele / The New York Times
"დანაკარგის მიღებისა და შეგუების პროცესი გამძლეობის უნარს გვძენს, რაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვისას მნიშვნელოვანი თვისებაა", — მწერალი და The New York Times-ის კონტრიბუტორი, კერი ჰენონი შინაურ ცხოველთან გამომშვიდობების თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეგვიძლია, ეს მძიმე პერიოდი ღირებული გაკვეთილების სასწავლად გამოვიყენოთ.
სამი თვე გავიდა და ჯერ კიდევ მიჭირს ცრემლების შეკავება, როცა ჩემი ლაბრადორის, ზენას სიკვდილი მახსენდება. სამზარეულოს იატაკზე მწოლიარე ზენას კადრი შემზარავად გამიელვებს ხოლმე გონებაში: კრიჭაშეკრული და თვალებგახელილი — უსიცოცხლო, მაგრამ ჯერ კიდევ თბილი სხეული.
ის თითქმის 13 წლის იყო, თუმცა იმ დღეს, როცა 20 წუთით მარტო დავტოვე, არაფერი სჭირდა. ამის მიუხედავად, შინ დაბრუნებისას მაინც მკვდარი დამხვდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ რაღაცნაირად დავაღალატე — დასასრულისას მასთან ყოფნა ვერ შევძელი.
ზენა სულ რამდენიმე თვის იყო 88 წლის მამაჩემის საწოლზე რომ ამოცოცდა — სწორედ მაშინ, როცა მამამ, რომლის ხელსაც ჩავბღაუჭებოდი, უკანასკნელად ამოისუნთქა. ჯეკი, ჩემი უმცროსი ძმა, სამი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. საშველად კვლავ ზენას მივეწებე.
სიკვდილთან ჩემი პირველი შეხება ექვსი წლის ასაკში ჩემი კუების, ჩარლისა და ტინას, დაკარგვა იყო. ამის შემდეგ დავკარგე მეგობრები, ნათესავები, სხვა ძაღლები, კატები, ცხენები. ათწლეულების მერე კი ზენას გარდაცვალებამ მწარედ შემახსენა, თუ როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს გლოვა.
შინაური ცხოველები ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილები არიან — მათ ზოგჯერ იმაზე დიდი ადგილიც უკავიათ, ვიდრე ადამიანურ ურთიერთობებს. და როცა შენთვის ასე ახლო არსებას კარგავ, შენში რაღაც იცვლება.
შინაური ცხოველის დაკარგვა იმის შემახსენებელია, თუ როგორი ძვირფასი, წარმავალი და ცვალებადია ცხოვრება. ის, რაც სიცოცხლისუნარიანობას გვიბრუნებს და შემდგომში ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში გვეხმარება, დანაკარგის მიღებისა და შეგუების პროცესია. ჩვენ ასე იმ უნარს ვივითარებთ, რომელიც ყოფიერების წარმავლობას იმედითა და ღირსებით შეგვახვედრებს.
"დანაკარგი მთლიანად გარდაგვქმნის", — ამბობს ლი ჩეტიკი, კლინიკური ფსიქოლოგი, — "ის ჩვენ შინაგან ემოციურ რუკას ანახლებს და მასში დროებითობისა და სიკვდილის გააზრება შემოაქვს. ერთი დანაკარგი შეიძლება შემდგომში იმ სხვა სირთულეებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს, რომელსაც მომავალი გვიმზადებს. ასე ჩვენ ვაანალიზებთ, რომ თავიდან დაწყება, ახალი საზრისის შექმნა და მისი ახალ ოცნებებთან მიბმა კვლავ შეგვიძლია".
ქვემოთ გიზიარებთ, თუ როგორ შეიძლება გახდეს საყვარელი შინაური ცხოველის დაკარგვა ჩვენი პიროვნული ზრდის წინაპირობა.
დანაკარგის მიღება
ფოტო: Bee Johnson / Behance
"იმის გააზრება, რომ გლოვა სიყვარულის საფასურია, სიცოცხლისუნარიანობის აღდგენასა და გამძლეობის გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია", — ამბობს ფსიქოთერაპევტი ჯესიკა ჰარვი, — "თუ შინაური ცხოველის დაკარგვისას განცდილ ტკივილს იმას დავუკავშირებთ, თუ როგორ გვაბედნიერებდა მისი სახლში ყოლა, ნელ-ნელა წუხილისგან განკურნებას დავიწყებთ".
ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. "ისინი ჩვენი ოთახის მეზობლები, ჩვენი სახლის ნაწილები არიან და მათ, როგორც წესი, ყოველდღიურობაში ნამდვილი სითბო და დადებითი ემოციები შემოაქვთ", — აღნიშნავს ჰარვი, — "ხოლო მათი დაკარგვის შემთხვევაში ის, თუ როგორ შევძლებთ ჩვეული სიხარულისა და სითბოს ნაკლებობასთან გამკლავებას, გამძლეობისა და სიძლიერის გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება".
რა თქმა უნდა, ეს დანაკარგი შემზარავად ღრმაა. "20 და 30 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს იგივეა, რაც უმწიკვლობის და მიამიტობის სიმბოლო დაკარგო და რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდე", — გვიხსნის ვეტერინარი, დანი მაკვეტი, — "ეს კი იმით იხსნება, რომ ხშირად ამ ასაკის ხალხისთვის ეს პირველი შინაური ცხოველია, რომელიც უკვე ზრდასრულებმა გაიცნეს. შესაბამისად, ეს ცხოველი მათ ყველა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას შეესწრო: უნივერსიტეტს, შეყვარებულებს, ქორწინებას, ბავშვებს, კარიერულ წინსვლებს და სხვა. დიდი ცვლილებებისა და გარდაქმნის ფაზაში შინაური ცხოველი მათთვის ერთადერთი მუდმივი რამ იყო".
როგორც შინაური ცხოველების დაკარგვის სფეროში მრჩეველი, კალელ საკაკენი ამბობს, ის, თუ როგორ მივიღებთ ცხოველის სიკვდილს, "განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გავუმკლავდებით ემოციების იმ ნაზავს, რომელიც სიყვარულისა და დანაკარგის ერთად განცდისას გვეუფლება".
გლოვიდან გამძლეობამდე
ფოტო: Bestow
მაგრამ კონკრეტულად როგორ მივდივართ პიროვნულ ზრდამდე? პალო ალტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის წევრებმა, ვენდი პაკმანმა და მისმა კოლეგებმა, ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით, შინაური ცხოველის დაკარგვის შემდეგ პოსტტრავმული ზრდა. კვლევაში ბევრმა მონაწილემ განაცხადა, რომ ამ დანაკლისის შემდეგ კიდევ უფრო გაუძლიერდა ემპათიის უნარი როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავისადმი. ამის გარდა, მათ უფრო მეტად დააფასეს ცხოვრება და შინაგანი ძალების უფრო მძაფრად შეგრძნება შეძლეს.
ვირჯინიაში მცხოვრებმა ლინ ჰარინგტონმა თავისი 15 წლის ნორვიჩის ტერიერი, ჰაპი დაახლოებით ერთი წლის წინ დაკარგა. "უამრავი თვე სევდას ვერ ვიქრობდი", — ამბობს ჰარინგტონი, — "და ამ მწუხარების ჟამს, როგორც იქნა, გამახსენდა გაკვეთილი, რომელიც უამრავი წლის წინ ჩემი პირველი ძაღლის დაკარგვამ მასწავლა: ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში საჩუქრები არიან და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ის მაინც შესაძლებელია, რომ სახლში სხვა ცხოველი მოვიყვანოთ, რომელიც გატეხილი გულის შეკეთებაში დაგვეხმარება".
ამის გააზრებიდან ცოტა ხანში ლინს მეგობარმა ერთი ასაკოვანი ძაღლის შესახებ მოუყვა, რომელსაც სახლი სჭირდებოდა. ასე შედგა ახალი წყვილიც. "ერთი დღეც არ გავა, რომ ჰაპი არ გამახსენდეს — ფოტოებით, საერთო მოგონების გახსენებით ან ზოგჯერ იმ მანერებით, რომლებსაც ჩემს ახალ ძაღლს ვამჩნევ ხოლმე" ,— ამბობს ჰარინგტონი, — "ასეთ დროს მახსენდება, თუ როგორი მადლიერი ვარ, რომ შინაური ცხოველები ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან — ისინი სიყვარულს და რთულ, სევდიან პერიოდებში გამძლეობას მასწავლიან".
ფოტოებითა და საერთო ისტორიების გახსენებით მათი მოგონება, შესაძლოა, განკურნებაში დაგვეხმაროს. "მწუხარება უწყვეტი პროცესია", — ამბობს პაკმანი, — "შინაური ცხოველის დაკარგვის შემდეგ მისი მოგონებით კავშირის შენარჩუნება ავითარებს უნარს, რომ დანაკარგთან გამკლავება და ცხოვრებისეულ ცვლილებთან ფეხის აწყობა შევძლოთ. ჩვენი დაკვირვებით, პოსტტრავმულ ზრდას ის ადამიანები უფრო განიცდიან, რომლებიც ცხოველთან კავშირის გაგრძელებით ნუგეშს იღებენ — მაგალითად, მის მოსაგონებლად ნივთებს ინახავენ".
ცხოვრებისეული გაკვეთილები ბავშვებისთვის
ფოტო: Catherine Song / verywell
ბავშვებისთვის შინაური ცხოველის დაკარგვა "რეპეტიციაა იმ გამოცდილების, როცა მათ ოჯახის ადამიანი წევრის გარდაცვალებასთან მოუწევთ გამკლავება", — ამბობს ჩეტიკი, — "შინაური ცხოველის სიკვდილის შემდეგ ბავშვების გონებაში ახალი ეგზისტენციალური კრიზისი და სატკივარი იბადება: მათ ცნობიერებაში მოკვდაობისა და წარმავლობის ცნება ჩნდება. ისინი აანალიზებენ, რომ ის ყველაფერი, რაც გვიყვარს და რაზეც ვზრუნავთ, მუდმივად ჩვენ გარშემო არ იქნება. ჩვენ ვკარგავთ იმას, რაც გვიყვარს და ასეთ დროს სანუგეშოდ ვერ გავემართებით იქ, სადაც ჩვეულებრივ მივდიოდით ხოლმე — ჩვენს შინაურ ცხოველთან".
ბავშვებისთვის ამ მოვლენის გადახარშვა რთულია. მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მკვლევრებმა ერთ-ერთი ახალი კვლევით დაადგინეს, რომ შინაური ცხოველის სიკვდილი ბავშვზე იმდენად ძლიერ და ღრმა კვალს ტოვებს, რომ ამან, შეიძლება, შემდგომში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
"ამგვარი ტრაგედიის გავლენა ტრავმულია", — წერს კვლევის მთავარი ავტორი კატერინ ქროუფორდი, — "ჩვენ დავადგინეთ, რომ შინაური ცხოველის სიკვდილი ხშირად უკავშირდება ბავშვებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. სწორედ ამიტომ, მშობლებისა და ექიმების ვალია, რომ შესაბამისი სიმპტომები შეამჩნიონ და შემდეგ სერიოზულად მიუდგნენ მათ".
ამაზე ჩეტიკი ამატებს: "აუცილებელია, რომ ბავშვმა სრულყოფილად გაიაზროს დანაკარგი. ის ყურადღება, მხარდაჭერა, გულახდილობა და ურთიერთგაგება, რასაც ბავშვი ამ რთულ პერიოდში მიიღებს, შექმნის ერთგვარ ემოციურ თარგს იმ ადამიანური დანაკარგებისთვის, რომლებთანაც გამკლავება მას მომავალში მოუწევს".
შინაური ცხოველის დაკარგვის შემდეგ მშობლისა და გარშემომყოფებისგან მხარდაჭერა ბავშვს ტკივილის დაძლევასა და წინსვლაში დაეხმარება. "ბავშვებისთვის გამომშვიდობების სწავლება და იმის ჩვენება, რომ მწუხარების თანმდევი რთული ემოციების განცდა ნორმალურია, მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია", — ამბობს ჰარვი, — "ასე ისინი სწავლობენ, რომ დროის გასვლასთან ერთად ეს ტკივილი ნელ-ნელა შემცირდება და ასე მოხდება იმ სხვა კრიზისულ სიტუაციებშიც, რომლებშიც მომავალში აღმოჩნდებიან".
… და ცხოვრებისეული გაკვეთილები ზრდასრულებისთვის
ფოტო: Leonardo Santamaria / The New York Times
ბოლო თვეებია, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ განკურნების პროცესი არ უნდა დავაჩქარო. მწუხარება გულს თავის დროზე ტოვებს. ზენას ჯერ კიდევ ველაპარაკები და როცა ვიღვიძებ, მაშინვე უნებურად თვალებით კვლავ მის ძებნას ვიწყებ. ამის მიუხედავად, ვიცი, მალე მე და ჩემი ქმარი მზად ვიქნებით, რომ ახალი თავის წერა დავიწყოთ ჩვენს ახალ თანამგზავრთან ერთად.
ზენა მეორე ძაღლია, რომელიც ჩვენი ქორწინების პერიოდში დავკარგეთ. ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ძლიერმა სევდამ მოგვიცვა, მაგრამ საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ის სიყვარული და ხალისი, რაც შინაურ ცხოველს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს, ამ ყველაფრად ღირს.
როგორც ჰარინგტონმა თქვა, "იმის ცოდნა, რომ ამგვარ ტკივილთან გამკლავება და მეორე მხარეს მოხვედრა შემიძლია, ნამდვილად გარდაიქმნება ღირებულ გაკვეთილად. კერძოდ, ეს გამოცდილება მასწავლის, რომ როცა ჩემი ცხოვრება ბნელად მეჩვენება, უბრალოდ უნდა განვაგრძო წინსვლა და ბოლოს მოულოდნელი რამ მოხდება, რასაც სიხარული და ახალი შესაძლებლობები მოჰყვება".
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები