რას (არ) ნიშნავს თანხმობა — 7 კომიქსი ნების მნიშვნელობაზე
ადამიანების ურთიერთობაში თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უბრალო ფორმალობა არაა. ეს არის ადამიანის უმთავრესი უფლების — თავისუფლების — დაცვის საშუალება.
თავისუფალი ნება კი უზენაესია, თუმცა, ხანდახან მისი გამოყენება შეუძლებელია. მაგალითად, როცა ამისთვის შესაფერისი ასაკი არაა — არასრულწლოვანი ვერც სამუშაო კონტრაქტს გააფორმებს და ვერც იმის სწორად განსაზღვრას შეძლებს, ვისთან ერთად ცხოვრება სურს სამომავლოდ.
ადამიანს რომ დამოუკიდებლობა თანდათანობით ენიჭება, ამას ბავშვთა უფლებათა კონვენციაც ადასტურებს. მისი მე-12 მუხლი ბავშვის ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამის გათვალისწინება პირის "ასაკისა და მოწიფულობის" შესაბამისად ხდება.
აღსანიშნავია, ეს დოკუმენტი, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, გამორიცხავს არასრულწლოვნის მიერ ნების გამოჩენის შესაძლებლობას სექსუალურ ურთიერთობაში. კონვენციის მიხედვით, ამის განხორციელების ორივე შესაძლო გზა — ცდუნება და დაყოლიება — აღკვეთილი უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან.
თუმცა, თანხმობის ცნება არც ზრდასრულ ასაკში ნიშნავს ძალადობის შესაძლებლობას. არ არსებობს ჩარჩო, რომელიც ყველა სურათს მოერგება. ამის მტკიცებულებაა ის 7 შემთხვევა, რომელსაც ამ სტატიაში კომიქსის ფორმით წარმოგიდგენთ.
კომენტარები