მამუკა ხაზარაძე: ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს თეა წულუკიანი
ფოტო: ძლიერი საქართველო
ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტ თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", — ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.
მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა მურუსიძის კლანი, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით".
"ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში. ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა, მურუსიძის კლანი, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით, შესაბამისად, ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი.
რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად ჩვენ მივიღეთ დასანქცირებული ქართული ოცნების ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, აშშ-თან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა. ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება რომ არჩევნებს არ აღიარებენ და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიღებთ დასანქცირებულ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ასევე, რამდენიმე საათში დაიწყება "მეგობარი აქტის" განხილვა ამერიკაში, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ "ფანჩატურს", ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. შექმნა ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი.
ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს- თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ", — განაცხადა ხაზარაძემ.
ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში არ გამოცხადების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ხაზარაძის ე.წ. საქმე პროკურატურას გადასცა, რის შემდეგაც ის სასამართლოში დაიბარეს.
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
კომენტარები