შესაძლებლობები ღიაა, არ გაჩერდე განათლების გზაზე — საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთათვისაც განათლება პრიორიტეტია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები
ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტსა და გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივები მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს სასურველი მიმართულებით მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიის მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი.
ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაწყებულია. შეავსეთ განაცხადი ბმულზე.
გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღეთ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
UniGrant სტუდენტებისთვის
სტუდენტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი და MAC Georgia ერთობლივ პროექტ — UniGrant სტუდენტებისთვის ახორციელებენ. ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში
საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით.
CHEVENING: საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის ზაფხულიდან განახლდება.
Fulbright: საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს, რომელსაც აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში: საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის (MASE) ინიციატივით, 2019 წელს შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში ერთწლიან ჰიბრიდულ პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებსაც უფინანსებს.
ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკმა და MASE-მ უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები