3 მიზეზი, რატომ უნდა ნახონ მშობლებმა ახალი სერიალი Adolescence — ფსიქოლოგის აზრით
თუ თქვენ მშობელი ხართ, ეს მხოლოდ სამი მიზეზია იმ მრავალიდან, რის გამოც უნდა ნახოთ Adolescence — სერიალი, რომელიც გვიყვება უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს.
ფოტო: Netflix
გაფრთხილება - სტატია შეიცავს სპოილერებს Netflix-ის ახალი სერიალიდან Adolescence.
ჰკითხეთ ნებისმიერ მშობელს, რა არის მათი ყველაზე დიდი კოშმარი, და ყველა პასუხი თითქმის ერთნაირი იქნება: შვილის დაკარგვა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ბევრად იშვიათი, მაგრამ შესაძლოა არანაკლებ საშინელი ბედი—როცა თქვენი შვილი სხვას სიცოცხლეს უსწრაფებს.
ეს სწორედ ის შემაძრწუნებელი წინაპირობაა, რაზეც დაფუძნებულია ნეტფლიქსის ახალი ყველაზე პოპულარული მინი-სერიალი, Adolescence (ქართულად - მოზარდობა).
სერიალი მოგვითხრობს 13 წლის ჯეიმი მილერისა და მისი ოჯახის ისტორიას მას შემდეგ, რაც მას თანაკლასელი გოგოს სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებენ — დანაშაულში, რომელსაც საბოლოოდ აღიარებს. ახალ მინი-სერიალს უკვე მრავალი მიზეზით აქებენ: შესანიშნავი სცენარის, მსახიობებისა და კინემატოგრაფიის გამო (ოთხივე სერია ერთსაათიანი უწყვეტი კადრით არის გადაღებული), მაგრამ ყველაზე მეტად — მისი მძიმე, ემოციურად დამთრგუნველი და თვალის ამხელი სიუჟეტის გამო.
Adolescence (მოზარდობა)
ფოტო: Netflix
მიუხედავად იმისა, რომ Adolescence არ არის ერთი კონკრეტული „ნამდვილი ამბის“ ადაპტაცია, სერიალის ავტორები ამბობენ, რომ მისი შექმნა ბრიტანეთის რეალობამ გადააწყვეტინათ. House of Commons Library-ის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წლის მარტში, ბრიტანეთში დანის ფლობისთვის 18,500 ადამიანი დააკავეს ან გააფრთხილეს, აქედან 17.3% 10-დან 17 წლამდე მოზარდი იყო.
სერიალი ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა გენდერული ძალადობა, ახალგაზრდების საშიში რადიკალიზაცია და ინსელ კულტურა. Incel ანუ involuntary celibate – „იძულებით უბიწო“ არის ონლაინ სუბკულტურა, რომლის წევრები თავს იძულებით უბიწოებად მიიჩნევენ და სურვილის მიუხედავად, არ აქვთ რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობები. ხშირად გამოხატავენ აგრესიას ქალების მიმართ.
თუ თქვენ მშობელი ხართ, ეს მხოლოდ სამი მიზეზია იმ მრავალიდან, რის გამოც უნდა ნახოთ Adolescence — სერიალი, რომელიც გვიყვება უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს.
1. ბულინგი ისევ აქტუალურია, მაგრამ უფრო ფარულად მიმდინარეობს
ბოლო წლებში საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროგრესისკენ. ახალგაზრდებში გავრცელებული სოციალური პრობლემები—როგორიცაა ბულინგი, სექსიზმი, რასიზმი და ჰომოფობია—განათლების და პრევენციული პროგრამებისა წყალობით, შედარებით ნაკლებად შესამჩნევი გახდა, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ. თუმცა, ბოლო წლებში სამწუხარო უკუსვლაც დაფიქსირდა.
2015 წელს ბულინგზე ჩატარებული კვლევის შედეგები იმედისმომცემი იყო; სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2005 წლის შემდეგ მისი მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დავიდა. სამწუხაროდ, ხუთი წლის შემდეგ, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო შეაჩერა. Scientific Reports-ის 2022 წლის კვლევის მიხედვით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილი შექმნა, რამაც კიბერბულინგის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ახალი თაობა ტექნოლოგიაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. ტელეფონები მოზარდებისთვის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ სოციალურ სამყაროსთან კავშირის ძირითადი ხაზი. თუ ადრე მშობლები ტექნოლოგიას იმ მიზეზით უფრთხოდნენ, რომ ბავშვები მათზე უკეთ ერკვეოდნენ მასში, ახლა ბევრად უფრო შემწყნარებლები გახდნენ, რადგან აცნობიერებენ, რამდენადაა ტექნოლოგია მათი და მათი შვილების ცხოვრებაში ინტეგრირებული.
თუმცა, ამ დამოკიდებულების შეცვლამ ბულინგისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა—ისეთი, რომელთა გაკონტროლება და რეგულირება სულ უფრო რთული ხდება. ბავშვის პირადი სივრცის დაცვასა და ონლაინ ურთიერთობების გამოწვევებს შორის ბალანსის პოვნა რთულია, რის გამოც ბევრ მშობელს უჩნდება უძლურების განცდა, რადგან არ იციან, როგორ დაიცვან ბავშვები ზიანისგან, ან შესაძლოა ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი შვილი თავადაა მოძალადე.
Adolescence ამ საკითხს მკაფიოდ აჩვენებს. სერიალში ვხედავთ, რომ გამომძიებლებს, რომლებსაც ჯეიმის ინსტაგრამზე აქვთ წვდომა, უჭირთ გაარჩიონ კომენტარები მეგობრულია თუ დამცინავი. ბულინგის ფორმები ახლა უფრო ჩუმი, დაშიფრული და ორაზროვანი გახდა—სარკასტული ფორმულირებებისა და ემოჯების გამოყენებით—რის გამოც გაუწვრთნელი თვალისთვის მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.
2. სექსიზმი ახალგაზრდა ბიჭებში უფრო მეტად ნორმალიზდება
ახალგაზრდებში მხოლოდ ბულინგი არ აღორძინდა — სექსიზმმაც ახალი ძალით იფეთქა. 2025 წლის თებერვალში დიდ ბრიტანეთში ჩატარებული PLOS One-ის კვლევა აჩვენებს სკოლების მასწავლებელთა მზარდ შეშფოთებას მოზარდ ბიჭებზე ონლაინ მიზოგინიის გავლენაზე. 200 მასწავლებლიდან 76%-მა (მაღალი კლასების მასწავლებლები) და 60%-მა (დაწყებითი კლასების მასწავლებლები) გამოხატეს ამ საკითხზე სერიოზული შეშფოთება.
კვლევაში მასწავლებლები ხშირად ახსენებდნენ ენდრიუ ტეიტს—სოციალური ქსელის ინფლუენსერს, რომელიც მოზარდ ბიჭებში საგანგაშოდ პოპულარულია და რომლის კონტენტი ღიად სექსისტური და ქალთმოძულეა.
ერთი მასწავლებლის თქმით, მისი მოსწავლე ბიჭი საჯაროდ აცხადებდა, რომ „ქალებისთვის ზიანის მიყენება ნორმალურია, რადგან ენდრიუ ტეიტიც ასე აკეთებს.“ სხვა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მოსწავლე ბიჭმა თანაკლასელ გოგოს უთხრა: „სამზარეულოშია შენი ადგილი.“ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ერთ-ერთი მასწავლებლის დაკვირვება, რომლის მიხედვითაც მისი მოსწავლეები „გოგონებს ნებართვის გარეშე ეხებიან“ და „ვერ ხვდებიან, რატომ არის ეს მიუღებელი.“
რა თქმა უნდა, ასეთი კომენტარები და ქცევები მხოლოდ იმ მასწავლებლებს არ აზარალებს, ვინც ამას შეესწრება. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით: „ჩემი კლასის გოგონების უმეტესობას ეშინია სკოლაში მოსვლა—იმის გამო, რაც ბიჭებმა შეიძლება უთხრან ან გაუკეთონ.“
Adolescence ამ შემაშფოთებელ და მზარდ ნორმას შემაძრწუნებელი სიზუსტით ასახავს. სერიალში მოზარდი ბიჭები — ზოგი მხოლოდ 12-13 წლის — კარგად იცნობენ მიზოგინიურ რიტორიკას, მათ შორის ისეთ ცნებებს, როგორიცაა „80-20-ის წესი,“ „წითელი აბის“ კონტენტი და ინსელ კულტურა. ეს არ არის გამოგონილი ელემენტები შოუსთვის; ისინი რეალური და ძალიან საშიში იდეებია, რომლებიც ინტერნეტში ფართოდ ვრცელდება.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ქალთმოძულე თეორიის მიხედვით, მხოლოდ კაცების 20%-ა საკმარისად მიმზიდველი ქალებისთვის, ხოლო დანარჩენი 80% მიტოვებულ და გამწარებულ მდგომარეობაში რჩება. ასეთი დამახინჯებული შეხედულებები ქალების მიმართ სიძულვილს აღვივებს და, როგორც Studies in Conflict & Terrorism-ის 2020 წლის კვლევა აჩვენებს, შეიძლება ძალადობრივი ფანტაზიებისა და ქმედებებისკენაც კი უბიძგოს.
სწორედ ეს იდეები გახდა ჯეიმის დანაშაულის მთავარი მიზეზი.
Adolescence / მოზარდობა
ფოტო: Netflix
სერიალის მე-2 და მე-3 ეპიზოდებში ვიგებთ, რომ გოგოს მხრიდან უარყოფა გახდა ჯეიმის საშინელი დანაშაულის მთავარი მოტივატორი. „მამაკაცთა სამყაროს“ სხვა წევრებმა, მეგობრებმა, რომლებიც ამ იდეოლოგიას იზიარებდნენ, მას მკვლელობის იარაღი მიაწოდეს.
3. მშობლები ყოველთვის უნდა იყვნენ ფხიზლად
როცა ბავშვი მძიმე დანაშაულს ჩადის, საზოგადოება პირველ რიგში მშობლებს აკრიტიკებს - რა ხდებოდა სახლში? ვინ გაზარდა ასე?
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით, არსებობს კავშირი ძალადობრივ გარემოში აღზრდასა და კრიმინალს შორის, ყველა ბავშვი, რომელიც რადიკალურ გზას ადგას, არ მოდის პრობლემური ოჯახიდან.
Adolescence-ში ჯეიმისაც ჩვეულებრივი ბავშვობა აქვს. მისი მშობლები, ედი და მანდა, არასდროს ყოფილან მოძალადე ან უყურადღებო მშობლები, არც ისეთი ოჯახური პრობლემები ჰქონიათ, რაც შვილებზე უარყოფითად აისახებოდა. წყვილს სკოლის დროიდან უყვარს ერთმანეთი და ათწლეულების შემდეგაც ინარჩუნებენ ამ სიყვარულს. ბუნებრივია, ჯეიმის დანაშაულმა ისინი გაანადგურა და თავს ეკითხებიან: „როგორ გავზარდეთ ასეთი შვილი?“
ედი და მანდა მუდმივად აკონტროლებდნენ, რომ ჯეიმის არ გაემეორებინა ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს ახალგაზრდობაში — პატარა ასაკში ალკოჰოლის სმა, მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება ან სექსუალური ურთიერთობები. როცა ჯეიმი გარეთ იყო, მშობლებმა ყოველთვის იცოდნენ, სად იყო და რას აკეთებდა. ხოლო როცა მეგობრებთან არ იყო, სახლში რჩებოდა.
მაგრამ როცა სახლში იყო, თითქმის ყოველთვის საკუთარ ოთახში იკეტებოდა — ჩუმად ათვალიერებდა ინტერნეტს დილამდე.
სერიალის ფინალურ ეპიზოდში ედი ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ დაკვირვებას გვიზიარებს. ის ხვდება, რომ იმის გამო, რომ ჯეიმი თითქმის ყოველთვის სახლში იყო — მის თვალწინ და არა გარეთ, უბედურებაში გახვეული — ედის ეგონა, რომ მას იცავდა. მისი წარმოდგენით, შვილის ფიზიკური სიახლოვე აუცილებლად ნიშნავდა, რომ ჯეიმი ჯანსაღი და ბედნიერი ბავშვი გაიზრდებოდა.
ედი აღნიშნავს, რომ მან შეგნებულად სცადა ყოფილიყო უკეთესი მამა, ვიდრე თავად ჰყავდა და მაგალითად, არასოდეს აუწევია ხელი ბავშვზე, ხოლო მანდა განიცდის და ვერ ხვდება რა მოხდა, როცა ჯეიმი და მისი და ნამდვილად „ერთნაირად“ იყვნენ შექმნილი — „სიყვარულით“. თუმცა, სამწუხაროდ, ჯეიმის, თითქოს ჩვეულებრივმა, ჯანსაღმა ბავშვობამ ვერ შეაჩერა მისი შემზარავი დანაშაული.
Adolescence / მოზარდობა
ფოტო: Netflix
მშობლებმა დღეს უნდა გაიაზრონ, რომ სიძულვილი, ფანატიზმი და ძალადობა არ არის მხოლოდ ის, რასაც ბავშვები უშუალოდ აღზრდის პროცესში სწავლობენ. ინტერნეტი სავსეა საშიში და სიძულვილით სავსე რიტორიკით, და კვლევები აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ ძლიერდება. ერთ ვიდეოს, ერთ კომენტარს, გუგლის ერთ საძიებო პასუხს ან ერთ საუბარსაც კი შეუძლია შვილის ცნობიერებაში ამ საშიში იდეების ჩანერგვა.
თუ ეს მესიჯები თანატოლებისგან ან ონლაინ საზოგადოებებისგან განმტკიცდა, თავდაპირველად გაწონასწორებული და გონებამახვილი ბავშვი შეიძლება საგანგაშოდ სწრაფად რადიკალიზდეს. ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ მშობლობის ერთი ნაწილია — ასევე აუცილებელია სახიფათო იდეოლოგიებისგან მათი გონების დაცვაც. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მშობლებს უწევთ, რომ მეტად ფხიზლად და ყურადღებით დააკვირდნენ, რა შინაარსს მოიხმარენ ონლაინ მათი შვილები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა იდეები იდგამს მათში ფესვებს.
-
რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე
გადახედვა
-
ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გადახედვა
- "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა
-
იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში
-
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო. ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
გადახედვა
-
ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა
გადახედვა
-
შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში
გადახედვა
-
ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით
გადახედვა
-
ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
თანამედროვე ირანული კინო, მუსიკა და ლიტერატურა თანამედროვე ირანული კინო, მუსიკა და ლიტერატურა
გადახედვა
-
17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს 17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს
-
5 ნიშანი, რომ ბავშვს არასწორ საფენს ახმართ — როგორ ამოვიცნოთ დისკომფორტი? 5 ნიშანი, რომ ბავშვს არასწორ საფენს ახმართ — როგორ ამოვიცნოთ დისკომფორტი?
-
სებ: თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს განიხილავს სებ: თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს განიხილავს
გადახედვა
-
"ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება
გადახედვა
კომენტარები