წულუკიანის კომისია 2008 წლის ომზე, ხაინდრავას "შუა თითი", დაკავებული "ანწუხელიძე უკვდავია"-ს ბანერით — 28 მარტის პროტესტის ქრონიკა
28 მარტს, 16:00-ზე პარლამენტის უკან მოქალაქეები შეიკრიბნენ — აქციის მონაწილეები ენმ-ს ხელისუფლების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ, რასაც რიგი მოვლენები მოჰყვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 28 მარტს აქციაზე 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათ შორის აქტივისტი თაკო კურატიშვილი, რომელსაც დაკავების მომენტში ხელში ეჭირა ბანერი — "ანწუხელიძე უკვდავია" და კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია.
"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — წულუკიანი 2008 წლის ომის გენერალს
28 მარტს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.
დღევანდელ სხდომაზე დაბარებულმა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განმარტა, რომ ის ამ საკითხზე ჰააგაშიც მოწმის სახით არის დაკითხული. მიუხედავად ამისა, მზად არის კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.
"მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება — არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას!" — განაცხადა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გენერალს "აფრთხილებს": "ახლა დავჭკვიანდეთ, ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობრძანდით მუნდირით — პირველ რიგში, პატივი ეცით მუნდირს. გასაგებია?".
“ნუ მაწყვეტინებთ! გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე, “ტო’-ების ძახილი გავატარე! ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ, მოდი, ახლა დავჭკვიანდეთ, ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ.თუ მობრძანდით მუნდირით — პირველ რიგში, პატივი ეცით მუნდირს. გასაგებია?", – მიმართა თეა წულუკიანმა 2008 წლის ომის გენერალ მამუკა ყურაშვილს. (სტილი დაცულია)
ასევე, წულუკიანი გენერალ ყურაშვილს 2008 წლის 7 აგვისტოს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა, აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდგომ, უსაყვედურა თუ არა მას ვინმემ, რაზეც ყურაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
ყურაშვილი: "კი, რა თქმა უნდა. გოგავას არ უსაყვედურია, მაგრამ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ "ბრიყვული განცხადება" იყოო, თუ რაღაც".
წულუკიანი: "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?"
ყურაშვილი: "არა, ნამდვილად არ ვარ".
გოგა ხაინდრავას შუა თითი სტუდენტებს
კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დეტალი — აქციის მონაწილეების დაკავებამდე, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიიდან გამოსულმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც ამავე კომისიაზე იყო დაბარებული, აქციის მონაწილე სტუდენტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შუა თითი უჩვენა.
"მას შემდეგ, რაც ე.წ საგამოძიებო კომისიიდან გოგა ხაინდრავა გამოვიდა, ჯერ დაიწყო უწმაწური სიტყვების მომართვა ჩვენთვის, გვაგინა, და შემდეგ უკვე შუა თითები გვაჩვენა, რაც ძალიან უხერხულია. ჩვენ ახალგაზრდები ვართ და გოგა ხაინდრავაზე უმცროსები ვართ და ეს ადამიანი შუა თითების ჩვენებით გველაპარაკება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოხატავს დღეს რეალურად ვინ არის ქოცი ამ ქვეყანაში. აი, გოგა ხაინდრავა არის კოლექტიური სახე ამ ადამიანების" — განაცხადა ხალიბეგ მაგამედოვმა NEWS.on.ge-სთან საუბრისას, ახალგაზრდამ, ვისაც გოგა ხაინდრავამ შუა თითი უჩვენა.
"ანწუხელიძე უკვდავია" — აქციაზე დაკავებულის ბანერი
ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავებმა შეკრებილებს პარლამენტის უკანა ტერიტორია დაატოვებინეს და მათ ტროტუარზე დგომის საშუალებასაც არ აძლევდნენ.
თამარ კურატიშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი "ანწუხელიძე უკვდავია", პარლამენტის წინ ტროტუარზე გადავიდა. პოლიციამ პირველ ჯერზე ის გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, თუმცა კურატიშვილი ტროტუარზე ისევ დაბრუნდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. კურატიშვილთან ერთად დააკავეს ლილუ შაველაშვილი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.
ამ დროისთვის, ნიკა კვიტატიანის ინფორმაციით, პარლამენტთან დაკავებული ქალები, თამარ კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
პოლიციის კორდონით პარლამენტის დატოვება და დაკავებების სერიები
მას შემდეგ, რაც პოლიციამ 9 აპრილის ქუჩა ძალის გამოყენებით მოქალაქეებისგან გაათავისუფლა, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრებმა პარლამენტი აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვეს.
მოგვიანებით, პოლიციამ პარლამენტთან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა. დაკავებამდე ელენე ხოშტარია 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში ზებრაზე გადაადგილებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.
პუბლიკას ინფორმაციით, ხოშტარია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა უცნობია, რომელი მუხლით მიმდინარეობს სამართალწარმოება. ის ამ დროისთვის დიღმის სამმართველოში რჩება.
ელენე ხოშტარიას დაკავების შემდგომ, მოქალაქეებმა რუსთაველის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაპირისპირებისას ჩაიმტვრა პოლიციის მანქანის შუშა. დააკავეს კიდევ ერთი კაცი. მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია.
უწყვეტი სახალხო პროტესტის 121-ეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები