ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება 27 მარტს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საზმაუს მცველების", სავარაუდო, უკანონო შემოსავლებს მიაკვლიეს — მათი მთავარი დამფინანსებელი სოროსის ფონდია და ნინო ზაუტაშვილს თანხები ვასილ ვანოვ-ჩიქოვანის ცოლის სარეკლამო კომპანიიდან ერიცხებოდა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი NEWS.On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ "მათ ["იმედმა"] ბოდიში უნდა მოიხადონ და აუცილებლად უნდა უარყონ ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეცდება, სამართლებრივად მიაღწიოს ამას".
"იმედმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ და აუცილებლად უნდა უარყონ ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეცდები, ეს სამართლებრივად გავაკეთებინო," — განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ნინო ზაუტაშვილის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უკანონო შემოსავლების ბრალდებაზე "იმედს" პასუხის გება მოუწევს, რადგან ადვოკატებს უკვე მიმართა და ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივის.
"მეორე თემაა, რომ ჩემს შესახებ ინფორმაციის მოპოვება როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა და ჩემი საბანკო ანგარიშებზე წვდომა როგორ ჰქონდათ" მათ ამაზე უსათუოდ მექნება ბანკებთან ურთიერთობა.
ტყუილად გააქრო [იმედმა რეპორტაჟი] "სქრინი" შენახული მაქვს, ადვოკატებთან უკვე დავიწყე მუშაობა. "იმედის" დირექტორს უკვე მივწერე წერილი. შესაბამისად, მათ ამ ბრალდებაზე მოუწევთ პასუხის გება და როგორც მათმა მეპატრონემ [ირაკლი რუხაძემ] უკვე წააგო ერთი 170 მილიონიანი სასამართლო პროცესი, იგივე მოუწევს აქაც საკუთარ სამშობლოში და აგენტურულ ქსელს ვინ არის მიბმული, ესეც გამოჩნდება აუცილებლად და კონკრეტულად რომელ აგენტურულ ქსელს. ყველა ცილისწამებაზე მოუწევთ პასუხი აგონ", — განაცხადა ჟურნალისტმა.
რა ინფორმაცია გაავრცელა იმედმა?
"ქრონიკამ" მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავლებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. მცველებად წარმოაჩენენ თავს. მათ შორის არიან ნინო ზაუტაშვილი, ლაშა ტუღუში... ყველაზე მსხვილი დონორი კი "სოროსის ფონდია" — ამ სათაურით სტატია ტელეკომპანია "იმედის" ვებგვერდზე 27 მარტს გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით წაიშალა და შემდეგ "ჩასწორებებით" კვლავ გამოაქვეყნეს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით "მაუწყებლის მცველებისთვის" ყველაზე მსხვილი დონაცია ე.წ "სოროსის ფონდს აქვს გაკეთებული და ნინო ზაუტაშვილს "მოამბის" ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლის, მაია ბოკერიას სარეკლამო კომპანიიდან ერიცხებოდათ თანხა.
"წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დონაციები „სოროსის ფონდს“ აქვს გაკეთებული. „რეალური სივრცის“ წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს 2020-2024 წლებში, ხელფასის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 152 407 ლარი და 960 დოლარი. "რეალური სივრცის" თანამშრომელმა, გურანდა გოგოჩაშვილმა 2024 წელს მიიღო 71 899 ლარი, 2022-24 წლებში მან ასევე მის თანამშრომელს, ტუხა კვინიკაძეს, რომელიც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, 69 312 ლარამდე თანხა გადაურიცხა", — განაცხადა იმედმა.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მის მეუღლეს, მაკა ბოკერიას სარეკლამო კომპანია საერთოდ არ აქვს.
მომხდარს ფეისბუქზე მაია ბოკერიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, "იმედს" ისიც კი არ აქვს ნახსენები რომელ სარეკლამო კომპანიაზეა საუბარი.
ამის შემდეგ, "იმედის" ვებგვერდზე ინფორმაცია რამდენიმე საათით გაქრა. მოგვიანებით კი კვლავ გამოჩნდა სტატია, სადაც ტელეკომპანია არც ბოდიშს იხდის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და არც იმას წერს, რომ სტატიაში ჩასწორება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სტატიის განახლებულ ვარიანტში დამატებულია აბზაცი, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ცდილობდნენ ყველა ნახსენებ პირთან დაკავშირებას, მაგრამ მაკა ბოკერიამ არ უპასუხათ, ხოლო ნინო ზაუტაშვილი "ქრონიკის" ზარმა გააღიზიანა.
რაც შეეხება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლის სარეკლამო კომპანიას, "ტვ იმედი" აცხადებს, რომ ისინი დაუკავშირდნენ ჟურნალისტს (ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს) და აღმოჩნდა, რომ "სარეკლამო კომპანიაში 25%-იანი წილის მფლობელი იმავე სახელის და გვარის მქონე სხვა მაია ბოკერიაა.
"წყაროს მიერ მიღებულ ინფორმაციას "ქრონიკა" ამ დრომდე ამოწმებს და ცდილობს ყველა დასახელებულ პირთან დაკავშირებას. მათ შორის არის მაია ბოკერია, რომელმაც დილიდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა კი თქვა, რომ მის მეუღლეს სარეკლამო კომპანია არ აქვს. გადამოწმების შედეგად "ქრონიკამ" დაადგინა, რომ სარეკლამო კომპანიაში 25 პროცენტიანი წილის მფლობელი იმავე სახელის და გვარის მქონე სხვა მაია ბოკერიაა და ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მეუღლეს კავშირი არ აქვს სარეკლამო კომპანიასთან.
"ქრონიკა" დაუკავშირდა ნინო ზაუტაშვილსაც. ის "ქრონიკის" ზარმა გააღიზიანა." — ვკითხულობთ ტვ იმედის სტატიაში.
რა მოხდა რეალურად?
NEWS.on.ge "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს ესაუბრა. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ინფორმაციის გავრცელებამდე მათ ტელეკომპანიიდან არავინ დაჰკავშირებია. მხოლოდ მას შემდეგ დაურეკეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, რაც მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და "იმედი" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"ვერავინ მოიძიებს ისეთ დოკუმენტს, რომ მე ან ჩემს მეუღლეს ოდესმე გვქონია სარეკლამო კომპანია და რაიმე თანხებს, განსაკუთრებით უკანონოს, ვურიცხავდით ნინო ზაუტაშვილს ან ვინმეს. ეს არის წმინდა ტყუილი, რომელიც ამ მედია ორგანიზაციამ ["იმედი"], რომელსაც აქვს პრეტენზია ეწოდოს მედიაორგანიზაცია, მოიგონა. ის გახლავთ პირდაპირი მნიშვნელობით პროპაგანდისტული იარაღი. აი, ასე უტიფრად გაავრცელა ისე, რომ არც კი გადაამოწმა და ვიღაცისგან მიღებული ინფორმაცია ასე საქვეყნოდ გაასაჯაროვა.
მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაავრცელეს ინფორმაცია და ნახეს სოციალურ ქსელში ჩემი პოსტი, დამიკავშირდა გოგონა, რომელიც გამეცნო, რომ იყო ტელეკომპანია "იმედიდან" და მთხოვა კომენტარი და შეეცადა დაეზუსტებინა — ჩემს მეუღლეს ჰქონდა თუ არა სარეკლამო კომპანია. როდესაც ადამიანი, თუ მედია ორგანიზაცია თავს ჟურნალისტს უწოდებს ჯერ უნდა შეამოწმო ინფორმაციას და მერე გაავრცელო", — განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა NEWS.on.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით ისედაც საჯაროა და ამ ნაბიჯით პროპაგანდისტულ მედიის მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თითქოს "საზმაუს მცველები" უკანონოდ და საეჭვოდ იღებდნენ დაფინანსებას სხვადასხვა ფონდებისგან.
"ზოგადად, ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა "იმედმა", მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა. გრაფიკას რომ შევხედოთ, ეს არის თეთრი ფურცელი, რომელზეც ჩამოწერილია რაღაცა კომპანიები და ამ კომპანიების მხრიდან გადახდილი თანხები. შესაბამისად, ყველაფერი არის საჯარო, არაფერი იმალება. იმის გარკვევა კანონიერია, თუ არა და ეჭვქვეშ დაყენება, თითქოს ეს ყოფილიყო უკანონო შემოსავლები, მიმართული ჩვენი დისკრედიტაციისკენ.
ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ არის ისევ და ისევ სიმართლე და ეს სიმართლე ისე არ უნდათ რომ გაჟღერდეს, რომ მაქსიმალურად ყველა ხერხით ცდილობენ ჩვენ დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების თვალში წარმოჩინდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები ფინანსდებიან ვიღაცისგან და საიდანღაც," — განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან სამი საათის შემდეგ დაუკავშირდნენ "იმედიდან", რაც ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის დარღვევაა.
"ეს აბსოლუტური ტყუილია, თავისთავად ცხადია… რაც შეეხება სოროსის ფონდიდან დაფინანსებას, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი. არც ერთი კაპიკი მე სოროსის ფონდიდან არ ამიღია. ჯერ ეს ერთი, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი დაირღვა იმიტომ, რომ ადამიანებმა სიუჟეტი გაუშვეს ეთერში 11 საათზე და მე დამირეკეს პირველ საათზე ამის გადასამოწმებლად," — განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა NEWS.on.ge-სთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენებ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა "პირველი არხის" ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული და მათ ამაზე პრობლემა არ ჰქონიათ.
"რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან და ჩემს უშუალო უფროსთან და მათ არანაირი პრობლემა ჩემს თანამშრომლობასთან სხვადასხვა ორგანიზაციებთან არ ჰქონიათ," — განაცხადა ჟურნალისტმა.
ზაუტაშვილის თქმით, მას თანამშრომლობა ჰქონდა გარემოს დაცვის და მედიის კვლევით ორგანიზაციებთან, რაც მის ჟურნალისტური მოვალეობაა.
ფოტო "იმედის" რეპორტაჟიდან
"გარემოს დაცვითი ორგანიზაციასთან, სამთავრობო ორგანიზაციებთან, გარემოს დაცვითი სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობას ვიღებდი, ეს ჩემს მოვალეობადაც მიმაჩნია და შემოსავალი, რომელიც სამუშაოშია გაწეული 4 წლის განმავლობაში, კარგად დაითვალონ რა თანხაა და თუ ეს ის არის, რაზედაც მე შეიძლება რაიმე პრობლემა შემქმნოდა, ვერ წარმომიდგენია" — განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.
"იმედს" ამ დროისთვისაც არ გაუკეთებია კომენტარი "საზმაუს მცველების" დაფინანსების დეზინფორმაციაზე და ჟურნალისტებისთვის საჯაროდ ბოდიში არ მოუხადა.
ასევე იხილეთ:
-
ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
-
ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას
-
ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს
გადახედვა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
-
TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს
გადახედვა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
"საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
-
თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ
გადახედვა
კომენტარები