NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აქციის დაშლისას დაშავებულები დაზარალებულებად ცნონ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით ხელისუფლებას მოუწოდებს, 8 ნოემბრის აქციისას ძალის გამოყენების პროპორციულობის დასადგენად გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება უზრუნველყონ, მათ შორის დაშავებული აქტივისტების დაზარალებულად ცნობა და მათთვის საჭირო ფიზიკური, მორალური ზიანის ანაზღაურება.
"მაშინ როდესაც 2019 წლის 20 ივნისის და 18 ნოემბრის აქციებზე ძალის გამოყენების პროპორციულობისა და გადაცდენების ეფექტიანი გამოძიება ჯერ კიდევ არ მომხდარა, განსაკუთრებით საგანგაშოა მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა. შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას უზრუნველყონ საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები შესრულება და გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვა", — აცხადებენ არასამთავრობოები.
მათი განცხადებით, პრობლემები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას იყო და პარალელური დათვლის შედეგად უბნების 8%-ის ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა.
" 8 ნოემბრის აქციაზე ცესკოსთან თავდაპირველად მიმდინარე აქცია მეტწილად არ სცდებოდა მშვიდობიანი შეკრების კანონის ფარგლებს. ამასთანავე, სამართალდამცავებს უნდა მიეცათ გონივრული ვადა აქციის მონაწილეებისთვის მათი მოთხოვნების შესასრულებლად - ამის შესაძლებლობა არსებობდა, რადგან ცესკოს შენობასთან შეკრებილი იყო მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი და მობილიზებული სამართალდამცავების დიდ რაოდენობას შესაძლებლობა ჰქონდა აერიდებინა ნებისმიერი სახის მძიმე შედეგი", — ამბობენ ორგანიზაციები.
არასამთავრობოების განცხადებით, სამართალდამცავების მიერ პირველადად წყლის ჭავლის გამოყენებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და არც პროპორციულად იქნა გამოყენებული, ასევე, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ აქტივისტები.
"წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა ნოემბრის ღამეს, დაბალი ტემპერატურის პირობებში. კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული კრიზისული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვალდებული იყო, არ გამოეყენებინა ისეთი სპეციალური ძალა, რომელიც პოტენციურად კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის ჯანმრთელობის პრობლემას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ძალის გამოყენების შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა — ადამიანებს დაუზიანდათ თვალი, ერთმა აქტივისტმა მოიტეხა ხელი", —აღნიშნავენ ორგანიზაციები.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- უფლებები საქართველო;
- მედიის ინსტიტუტი;
- საფარი;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები