მამუკა მდინარაძე

23 Apr. 2024, 18:07

შარშან ჩვენ, წლის ბოლოს – ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური თემაა. არ შევალ სიღრმეებში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებისკენ არ წავსულვართ ჯერ. ერთის მხრივ არის სამედიცინო მანიპულაციად მიჩნეული, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მეორეს მხრივ არის სამედიცინო ჩვენება, რაც დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს.

…მაგალითად აბორტთან დაკავშირებით სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში და ა.შ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ პათოსში ზოგადად გეთანხმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაცა შედეგამდე მივალთ… მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ, გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით. ახლა ვერ გეუბნებით, უკაცრავად, ცოტა რთული კითხვაა, სად იქნება ეს ზღვარი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ უშვილო წყვილის ინტერესები დავიცვათ, მეორეს მხრივ, ზედმეტი მანიპულაციებისგანაც დავიცვათ.

მეორეს მხრივ იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება.

მერე იყო, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი — აი, მაგალითად —"არ ვარ დაოჯახებული" – ქალი ამბობს და "მინდა, რომ მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა. მერე ეს გახდა საკამათო თემა. "ჩემი რაღაცა ფაქტორების გამო არ გავთხოვილვარ" — ამბობენ და "რატომ მართმევ დედობის უფლებას”. ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის, ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ჩვენების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ.

თქვა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში დღეს, 23 აპრილს გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე, როდესაც პარტიის წევრებს შეკითხვა აბორტის შესახებაც დაუსვეს.
მდინარაძის კომენტარს პუბლიკა აქვეყნებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
  2. რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე?
  3. ლიცენზიის ვერ მოპოვების გამო, საზმაუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს
  4. ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები
  5. სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილ იმ მშობლებს შეხვდა, რომლებიც თითქმის…