ირაკლი კობახიძე

26 Apr. 2024, 16:15

ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის, დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.

მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე — საზღვრები არის გახსნილი.

ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 245 064 ადამიანი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის…