ლელო

26 Apr. 2024, 15:34

ლელო ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.

ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას და არა რუსულ კანონს!

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში.

ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და სხვა რაშისტი კულტურის მუშაკების მონაწილეობით.

მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რაც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩება თავისი თავის ერთგული თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.

ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი.

ლელო, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის.

ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!

განაცხადა ოპოზიციურმა პარტია ლელომ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 აპრილს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია დააანონსეს, ხოლო 29 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია დააანონსა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…