20 შეუცვლელი მსახიობი, რომელიც უნაკლოდ შეარჩიეს როლზე
ზოგჯერ ფილმებში როლისთვის შესაფერისი მსახიობის შერჩევას უბრალოდ იდეალურად ახერხებენ. ზოგი მსახიობი იმდენად უნაკლოდ ერგება როლს, რომ პერსონაჟსა და შემსრულებელს შორის ზღვარიც კი იშლება და ისეთი განცდა გვრჩება, თითქოს ის ზუსტად ამ როლისთვის გაჩნდა. ასეთ დროს ხშირად იმის გაგონებაც კი არ გვინდა, რომ ფილმის გაგრძელებასა თუ რიმეიქში იმავე პერსონაჟს ვინმე სხვა განასახიერებს.
წარმოგიდგენთ ასე უნაკლოდ შერჩეულ 20 მსახიობს:
1. რაულ ხულია და ანჯელიკა ჰიუსტონი გომესისა და მორტიციას როლში, ადამსების ოჯახი
ისინი ცალ-ცალკეც იდეალურები იყვნენ ამ როლებისთვის, მაგრამ ერთად ყოფნისას მათი ქიმია ამ სანახაობას კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა.
2. რასელ ქროუ მაქსიმუსის როლში, გლადიატორი
მარტო ჩაფხუტის მოხსნის შემდეგ მისი წარმოთქმული სიტყვა რად ღირს — რთულია, ამ დროს ჟრუანტელმა არ დაგიაროს ტანში.
3. კრის ტაკერი რუბი როდის როლში, მეხუთე ელემენტი
თავიდან ამ როლისთვის პრინსი უნდოდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, ის კრისს დარჩა და უნაკლოდაც შეასრულა.
4. რობი კოლტრეინი ჰაგრიდის როლში, ჰარი პოტერი
ჯოან როულინგს ის ძალიან უნდოდა ჰაგრიდის როლზე. ინტერვიუებში მან განაცხადა, რომ როდესაც წიგნების ადაპტირება დაიწყებს, ის პირველი იყო, ვისაც როლისთვის მიაკითხეს. ნამდვილად ვერ დავიწუნებთ ამ არჩევანს — რობის ჰაგრიდი ერთადერთი და განუმეორებელია.
5. კრისტიან ბეილი პატრიკ ბეიტმანის როლში, ამერიკელი ფსიქოპათი
ეს დაცარიელებული ინტენსიურობა და ადუღებული ზიზღი, რომელიც ბეილმა ამ პერსონაჟის განსახიერებისას გამოავლინა, წარმოუდგენელია, ვინმე სხვას მოეხერხებინა.
6. როზამუნდ პაიკი ემი დანის როლში, გაუჩინარებული ქალი
პაიკმა იდეალურად შეასხა ხორცი ამ პერსონაჟს კიდევ უფრო მეტი შრეც შესძინა მას.
7. კრისტოფ ვალცი ჰანს ლანდას როლში, უსახელო ნაბიჭვრები
თავიდან კვენტინ ტარანტინოს ამ პერსონაჟისთვის ლეონარდო დიკაპრიო უნდოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა — ახლა ამ როლზე კრისტოფის გარდა ვინმე სხვა ძალიან რთული წარმოსადგენია, მისი შესრულება უნაკლო იყო.
8. ევან მაკგრეგორი ობი-ვან კენობის როლში, ვარსკვლავური ომები
მაკგრეგორი ძალიან კარგად მოერგო ობი-ვანის როლს და, საბედნიეროდ, ის მას მალე Disney Plus-ის სერიალში კვლავ დაუბრუნდება.
9. ჰენრი კავილი სუპერმენის როლში, ფოლადის კაცი
მართალია, DC-ის ფილმების ფრენჩაიზს ბევრი კრიტიკა ხვდა წილად, მაგრამ სუპერმენის როლისთვის ჰენრი კავილი უბრალოდ ზედგამოჭრილია.
10. ჯიმ კერი სტენლი იპკისის როლში, ნიღაბი
უამრავი უცნაური და სახალისო მიმიკისთვის სპეციალური ეფექტების დადებაც კი არ იყო საჭირო — ჯიმი ამ ყველაფერს სახით აკეთებდა.
11. ჯ. კ. სიმონსი ჯეი ჯონა ჯეიმსონის როლში, ადამიანი-ობობა
სიმონსის ჯეი ჯონა ჯეიმსონი იმდენად საკულტო გახდა, რომ ის იმავე პერსონაჟს ადამიანი-ობობას სრულიად სხვა ფრენჩაიზშიც კი დაუბრუნდა — ამით ყველაფერი ნათქვამია.
12. მეთიუ ლილარდი შეგის როლში, სკუბი-დუ
მარტივად — ბრავო მეთიუს და ბრავო მას, ვინც ის ამ როლზე შეარჩია.
13. რობერ დაუნი უმცროსი ტონი სტარკის როლში, რკინის კაცი
იშვიათია, ვინმეს ასე ძლიერად ჰქონდეს პერსონაჟი სისხლში გამჯდარი — რობერტ დაუნი ტონი სტარკია და ტონი სტარკი რობერტ დაუნია. მარველის ფილმები სხვა რკინის კაცით წარმოგიდგენიათ?
14. მაიკლ კლარკ დანკანი ჯონ კოფის როლში, მწვანე მილი
ამ ბუმბერაზ სისპეტაკეს სხვა ვინ იტვირთავდა?
15. ჰიტ ლეჯერი ჯოკერის როლში, ბნელი რაინდი
როდესაც ლეჯერი ჯოკერის როლზე დაამტკიცეს, ბევრი გაოცებული იყო. ის კარგი მსახიობი იყო, მაგრამ ამ როლამდე ვერავის წარმოედგინა, რომ მას რამე მსგავსის შესრულება შეეძლო. ახლა უკვე ყველამ ვიცით, რა შესძინა მან ჯოკერს და რაოდენ უნაკლოდ გააცოცხლა ეს პერსონაჟი.
16. რაიან რეინოლდსი უეიდ უილსონის როლში, დედპული
მადლობა ღმერთს, რომელიმე ისეთ პარალელურ სამყაროში არ ვართ, სადაც დედპულის როლს ვინმე სხვა ასრულებს — რაიანი დედპულია, მორჩა.
17. ჰიუ ჯეკმანი ვოლვერინის როლში, X-Men
უკომენტაროდ.
18. ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსის როლში, ინდიანა ჯონსი
მაყურებელთა საყვარელ ფრენჩაიზებში ფორდს საკულტო როლების შესრულება ნამდვილად არ ეშლება.
19. მეგი სმიტი მინერვა მაკგონაგელის როლში, ჰარი პოტერი
მეგი სმიტის მაკგონაგელი პირდაპირ წიგნიდან გადმოსულს ჰგავს — ის ამ როლს შეუცვლელად ასრულებს.
20. მაიკლ ჯ. ფოქსი და კრისტოფერ ლოიდი მარტი მაკფლაისა და დოკ ბრაუნის როლში, უკან მომავალში
საკულტო და ხელშეუხებელი წყვილი. წერტილი.
ბონუსი: ნებისმიერი მსახიობი ბეჭდების მბრძანებლიდან
ორიგინალური ტრილოგიის თითოეული — ყველა მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟის — როლის შემსრულებელი უბრალოდ იდეალურადაა შერჩეული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები