NDI: მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ 5G კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულია
ფოტო: Mikhail Pochuyev \ TASS / Getty Images
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს სჯერა, რომ 5G-ის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
მოსახლეობის 45 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30-მა პროცენტმა არ იცის. 16 პროცენტი ამბობს, რომ არ სმენია 5G-ის შესახებ.
- რამდენად აბსურდულია აზრი, რომ კორონავირუსს 5G ქსელი იწვევს? — უსაზღვროდ
- 5G ქსელს არანაირი კავშირი არ აქვს COVID-19-თან — როგორ მუშაობს პროპაგანდის მანქანა
ამავე კვლევაში საუბარია მოსახლეობის შეხედულებებზე დეზინფორმაციასა და კორონავირუსს შორის კავშირზე.
მოსახლეობის 35 პროცენტი არ ფიქრობს, რომელიმე უცხო ქვეყანა კორონავირუსის შესახებ საქართველოში დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს. 29 პროცენტს კი მიაჩნია, რომ უცხო ქვეყანა შეგნებულად დეზინფორმაციას ავრცელებს.
ფოტო: NDI
იმ მოქალაქეებიდან, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში უცხო ქვეყანა ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს, 33 პროცენტი ამის წყაროდ რუსეთს ასახელებს. ამასთან, 36-მა პროცენტმა არ იცის რომელი ქვეყანაა დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გამავრცელებელი.
ფოტო: NDI
NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.
რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი. თითოეულ ქალაქში 2 ფოკუს ჯგუფი იყო: შერეული ასაკი, სქესი და დასაქმების სტატუსი. მონაწილეები შეარჩიეს ორი მეთოდით: CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და "თოვლის გუნდის" მეთოდი. ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
კომენტარები