"ევროპული სტრუქტურებისთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება" — ირაკლი კობახიძე "იმედისთვის" ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედისთვის" მუშაობის აკრძალვას და მოლდოვის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების, "რუსთავი 2"-სა და "პოსტვი"-სთვის აკრედიტაციის გაუქმებას ეხმაურება. ის აკრიტიკებთ ევროსტრუქტურებს და ამბობს, რომ "მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება".
"თქვენ ხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. არის სრულიად სამარცხვინო, რა თქმა უნდა, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს.
მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ძალიან ემსგავსება, უკვე დაემსგავსა, უფრო სწორად, ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა რასაც ჩვენ ვხედავთ.
აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, საეჭვო წარსული აქვთ. აბსოლუტური გასაკვირი არ არის. ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტში.
რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია ფეხქვეშაა გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ 2 ტელევიზია — საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. სინამდვილეში ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე. თუმცა იცით, რომ მოლდოვას არავინ ამისთვის არ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როცა ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვის ხელისუფლება თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიას. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" ევროპარლამენტში საქმიანობა ერთი წლით აეკრძალა, ხოლო მოლდოვამ — "იმედს", "რუსთავი ორსა" და "პოსტივის", ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები