KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
ფოტო: Glovo
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი, KFC, საქართველოს ბაზარზე მიწოდების მოდელს ცვლის. დღეიდან KFC-ის გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ Glovo-ზე, მულტიკატეგორიული მიწოდების პლატფორმაზე, რომელიც ბრენდმა საქართველოში ერთადერთ პარტნიორად აირჩია. გადაწყვეტილება უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მიწოდების ხარისხის ზრდასა და პროცესის გამარტივებას.
გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილება
რამდენიმე პლატფორმაზე პარალელურად მუშაობის ნაცვლად, KFC ირჩევს ერთ პარტნიორთან სრულად ინტეგრირებულ თანამშრომლობას. ეს მოდელი განაპირობებს უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად და ხარისხიან სერვისს. მსოფლიოში მსგავსი მიდგომა ხშირად გამოიყენება, როდესაც მთავარი პრიორიტეტი არის არა მიწოდების პლატფორმების რაოდენობა, არამედ მომსახურების ხარისხი. Glovo-სთვის ეს პარტნიორობა პლატფორმის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის კიდევ ერთი დასტურია.
რა იცვლება მომხმარებლისთვის?
ახლა KFC-ის გამოძახება კიდევ უფრო კომფორტული ხდება. თანამშრომლობა მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს ყველა ეტაპზე — შეკვეთიდან მიწოდებამდე. მომხმარებლებს ელით:
- უფრო სწრაფი მიწოდება Glovo-ს დაფარვის ზონებში;
- სისწრაფესთან ერთად, კიდევ უფრო ხარისხიანი და გემრიელი შეკვეთის მიღება;
- მენიუს განახლებები, რომლებიც პირველად Glovo-ზე გამოჩნდება;
- სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები მხოლოდ Glovo-ზე;
- მარტივი და კომფორტული შეკვეთის პროცესი.
თამთა ქაქუჩაია, Glovo-ს პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
“KFC-თან პარტნიორობა ჩვენთვის გააზრებული ბიზნეს გადაწყვეტილებაა. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც იქნება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული. როცა ყველაფერი ერთ პლატფორმაზე ერთიანდება, ბევრად იოლია თითოეული ეტაპის გაუმჯობესება — შეკვეთიდან მიწოდებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა KFC-ის საყვარელი პროდუქტები სწრაფად, კომფორტულად და შეუფერხებლად მიიღონ”.
სანდრო დარსაველიძე, KFC-ის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი:
“KFC-ის მომხმარებლებისთვის ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მიწოდების სერვისი მაქსიმალურად მიუახლოვდება იმ გამოცდილებასა და ხარისხს, რომელსაც ის უშუალოდ რესტორანში იღებს. სერვისი გახდება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ხოლო ყველა სიახლე და შეთავაზება ერთ სივრცეში — Glovo-ზე გაერთიანდება, რათა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო მიზანმიმართულად ვიზრუნოთ”.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
KFC-ის შესახებ
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ქეი ეფ სი-ის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჟამად წარმოდგენილია 20 რესტორნით ქვეყნის 6 ქალაქში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები