ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აქტიური მოქალაქის კურსს იწყებს
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აქტიური მოქალაქის კურსს იწყებს. ამის შესახებ ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!", "რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას?", "მაინც გააყალბებენ...", "არც-ერთი არ ვარგა" — რამდენჯერ გვითქვამს, გვიფიქრია ან უბრალოდ გვიმოქმედია ამ სიტყვებთან შესაბამისობაში? ყოველ დღე ტელევიზორსა თუ სოციალურ ქსელებში უშინაარსო, უემოციო პოლიტიკოსებს ვუყურებთ, რომლებიც პათეtიკურად მსჯელობენ იმაზე, რაც არ ესმით, არ იციან, ან უბრალოდ — კიდიათ.
თითქმის ყოველ წამს ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვის საბაბით სულ უფრო და უფრო დიდ სისულელეებს ამბობენ და ხშირად აკეთებენ კიდეც.
თან, ეს ყველაფერი ხომ ყოველდღიურობის ნაწილია? იცი, ამ ყველაფერში ბევრი სიმართლეა — მაგრამ ეს ასევე დარჩება, თუ არ ჩაერთვები შენ. კი, ზუსტად შენ, რომელიც ვერ იტან პოლიტიკოსებს და ისინი უპრინციპო, უშინაარსო და უემოციო მატყუარები გგონია. საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები ხომ ისეთები გვყავს, ვისაც ჩვენთან გასდის.
ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში — არაა აუცილებელი, პარტიაში გაწევრიანდე ან მორიგ ახალ ბელადს დაუჭირო მხარი. დაინტერესდი, მოდი არჩევნებზე, უბრალოდ — შემოხაზე ის, ვინც ნაკლები ბოროტება ან უბრალოდ, ნაკლებად იდიოტი გგონია, დაიცავი ის, რისიც გჯერა — და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, ან დაიწყე გარკვევა, იმაში, რისიც გინდა, რომ გჯეროდეს.
პოლიტიკური კლასის განახლებას და ციდან პატიოსანი, იდეალების ერთგული და უბრალოდ კარგი ტიპების გაჩენას დღესვე ვერ დაგპირდებით, მაგრამ საკუთარ თავში გარკვევას და საინტერესო ადამიანების გაცნობას — კი.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, SILC-იდან ჩვენს შვედ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ აქტიური მოქალაქის კურსს. ჩვეულებრივი ტრენინგები ახლა ბევრი ტარდება — ამით ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ წლევანდელი კურსი, პანდემიის მიუხედავად, განსაკუთრებით საინტერესო გამოგვივიდა, რადგანაც წელს განსაკუთრებით საინტერესო სპიკერები გვყავს.
წელს აქტიური მოქალაქის კურსი პირველი ეტაპის სპიკერები არიან — სულხან სალაძე, გია ჯაფარიძე, გია ხუხაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, თამარ გურჩიანი, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი აბაშიშვილი, ირაკლი ქორქია, ნათია ჩანკვეტაძე, ნათია წიქარაძე. მეორე ეტაპზეც არანაკლებ საინტერესო სპიკერები გვეყოლება.
ამ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური, ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოცდილება და ცოდნა. რაც მთავარია, ისინი მოქმედებენ და ცვლიან საქართველოს. იმედია — უკეთესობისკენ. შენ კი ამ გამოცდილების გაზიარება შეგიძლია. ისწავლე, თუ როგორ შეიტანო წვლილი ნორმალური, თანამედროვე საქართველოს შექმნაში. ხო, სანამ იკითხავ — ცხოვრებაში "უფასო" არაფერი არ არის, მაგრამ ამ კურსში შენ ფული გადახდაც კი არ მოგიწევს — EGI და SILC დაფარავს ყველა ხარჯს.
საქმე მარტივადაა — ან დაიწყე მოქმედება, გაიგე მეტი აქტიური მოქალაქის კურსის შესახებ, დარეგისტრირდი და ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ, ან შეგიძლია გააგრძელო წუწუნი და მორიგ მხსნელს დაელოდო. ბოლო-ბოლო XXI საუკუნეა — ახალი პოლიტიკისა და ახალი პოლიტიკოსების დრო დადგა.
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები