ირაკლი კობახიძე

10 May. 2024, 23:17

მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახლა არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით.

ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თავად არ წერს ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ და შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, წარმოადგინონ კონკრეტული შენიშვნები და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. იცით, რომ როდესაც ვეტო შემოდის, ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის ძალიან კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ აქამდე იყო ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტულ განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული "გიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ეს კომპანია…