რადიაციული უდაბნოდან ფაუნის სამოთხემდე — ჩერნობილში ცხოველები ბრუნდებიან
HBO-ს მინისერიალი, "ჩერნობილი" ატომური აფეთქების შემზარავ ამბავს გვიყვება. თუმცა ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ რადიოაქტიური, ადამიანებისგან თავისუფალი ლანდშაფტი ახლა მცენარეებისა და ცხოველების იდილიურ თავშესაფრადაა ქცეული.
მეცხრამეტე საუკუნემდე უკრაინის და ბელარუსიის საზღვართან მდებარე პრიპიატის მდინარის აუზი ტყითა და ჭარბტენიანი ტერიტორიებით იყო შემოფარგლული. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ადამიანები მოვიდნენ და იქაურობა, ფაქტობრივად, გაანადგურეს. მათ ტყე საძოვრებისთვის გადაწვეს, ხეები კი სამშენებლო მასალების ან მინის და არყის დასამზადებლად საჭირო საწვავისთვის გაკაფეს. მეოცე საუკუნის შუა პერიოდისთვის ეს ინდუსტრია დიდწილად აღარ არსებობდა და ადამიანების მიერ მართულმა გატყიანების მცდელობებმა პრიპიატის რეგიონს ახალი სიცოცხლე შესძინა. და სწორედ მაშინ, 1986 წლის 26 აპრილს, პრიპიატის მდინარეზე, კიევიდან 113 კილომეტრის მოშორებით, აფეთქდა ატომური ელექტროსადგური, სახელად ჩერნობილი. აფეთქების შედეგად გაჩნდა ცეცხლი და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთელ სივრცეზე რადიაცია გადმოიფქრვა.
დიახ, ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია.
საბჭოელებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, დაახლოებით 3,200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიიდან ევაკუაციის შედეგად 300,000 ადამიანი გამოიყვანეს. ამ არეალს დღეს ჩერნობილის აკრძალულ ზონად მოიხსენიებენ. ძველი ატომური ელექტროსადგური კი ახლა უზარმაზარ, ბეტონის სარკოფაგშია ჩასამარებული. თუმცა ის, თუ რა მოხდა აკრძალულ ზონაში მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ეს ადგილი მიატოვეს, მეცნიერთა წრეებში დიდ უთანხმოებას იწვევს. ათწლეულების განმავლობაში ამ ადგილზე ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ მცენარეების და ცხოველების უმეტესობა გაქრა, ხოლო შემორჩენილი სიცოცხლე მუტირებული და დაავადებულია. ახალი კვლევები კი საპირისპიროსკენ მიგვითითებს - ფლორა ხელახლა აღმოცენდა, ხოლო ცხოველთა სამყარო ახლა ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე კატასტროფამდე იყო. აკრძალული ზონა უფრო მეტად განადამიანდა ვიდრე გაველურდა. იგი ცოცხალი ექსპერიმენტია, რომელიც გვანახებს, როგორი გახდება მსოფლიო, თუ ადამიანები გაქრებიან და მემკვიდრეობად გაჩანაგებულ პლანეტას დატოვებენ.
ადვილია იმის დაშვება, რომ რადიოაქტიური სტრონციუმით, იოდით, ცეზიუმითა და პლუტონიუმით გაჟღენთილი ღრუბლების ქვეშ 3 მილიარდი ადამიანის მოხვედრა ისეთივე დიდი უბედურების მომტანი იქნებოდა, როგორიც - თანოსის თითის გატკაცუნება. სადგურის მახლობლად არსებული სასწრაფო რეაგირების სამსახურთა დაახლოებით 134 თანამშრომელი მწვავე რადიაციით დაავადდა. მაგრამ, ამასთან, აღდგენით სამუშაოებზე გამოძახებულმა 530,000-მა ადამიანმაც მიიღო დასხივების სარისკო დოზები. ის, თუ რა დამართა მათ სხეულებს რადიაციამ, დღემდე შესწავლის საგანია.
თუმცა ერთ ეფექტზე არავინ დაობს: რაც უფრო მეტხანს მოექცევით რადიოაქტიური იოდის დასხივების ქვეშ, მით უფრო მაღალია იმის შანსები, რომ მოგვიანებით, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ. გამწმენდი ბრიგადის წევრებში დღეს ლეიკემიის, სხვა სახის სიმსივნეების და, ასევე, კატარაქტას არაპროპორციულად მაღალი შემთხვევები აღინიშნება. საბედნიეროდ, რადიოაქტიური I-131 ატმოსფეროში დიდხანს არ რჩება. "მას იმდენად მოკლე ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს, რომ ძალიან სწრაფად - უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღესა თუ კვირაში გაუჩინარდა", - ამბობს ჯიმ ბისლი, ჯორჯიის უნივერსიტეტის ეკოლოგი, რომელიც აკრძალულ ზონაში არსებულ სიცოცხლეს შეისწავლის, - "დღესდღეისობით ჩერნობილის ცხოველები დასხივების ქვეშ აღარ არიან".
(რადიაციის ეფექტები უფრო უცნაურიც შეიძლება იყოს. ამ ათწლეულის დასაწყისში მოხუცი ნიუ-იორკელების მცირერიცხოვან ჯგუფს თვალის და მხედველობითი ნერვის უიშვიათესი კიბო, ვიტრეო-რეტინალური ლიმფომა, დაუდგინდათ. აღმოჩნდა, რომ ათი მათგანი უბედური შემთხვევის პერიოდში ან ჩერნობილის ახლომახლო, ან რადიაციის გავრცელების ზონაში ცხოვრობდა).
დიახ, დიახ, თქვენ აქ აკრძალული ზონის შესახებ წასაკითხად მოხვედით. ახლავე მოგახსენებთ: ძირითადად წიწვოვანი ტყე, რომელიც სადგურის დასავლეთით, ანუ იქ მდებარეობდა, სადაც რადიაციის დონე ყველაზე მაღალი იყო, გაწითლდა და მერე მოკვდა; მას დღესაც წითელ ტყედ მოიხსენიებენ. მაგრამ რა ხდება სხვაგან? ფრინველებისა და მწერთა მსგავს უხერხემლო ცხოველების შესახებ ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა პოპულაციათა კლება აჩვენა. და მომდევნო დაკვირვებებმაც, ამჯერად მოზრდილ ძუძუმწოვრებზე, იგივე შედეგები გამოიღო. "თუ გაზაფხულზე ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს, მაგალითად წითელი ტყის ზოგიერთ ნაწილს, ესტუმრებით, შესაძლოა, ჩიტის ერთ დაჭიკჭკებასაც კი ვერ მოჰკრათ ყური", - ამბობს ანდერს მიოლერი, პარიზ-სუდის უნივერსიტეტის ეკოლოგი, რომელიც ჩერნობილს 1991 წლიდან იკვლევს, - "დაგენაძლევებით, რომ თუ ერთად წავალთ აკრძალულ ზონაში, რადიაციის დონეს ჩიტების ვოკალური აქტივობის მიხედვით გამოვიცნობ".
უკვე დიდი ხანია, რაც მიოლერი, თავის თანამშრომელ, ტიმოთი მუსოსთან ერთად, ეკოსისტემაზე რადიაციის უარყოფითი ეფექტების შესახებ გვაფრთხილებს. მაგალითად, მისმა გუნდმა აკრძალულ ზონაში სოფლის მერცხლებში მუტაციის გაცილებით მეტი შემთხვევა აღმოაჩინა, ვიდრე - იტალიის ან უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე. ამასთან ერთად, სხვა უამრავი მცენარის და ცხოველის ჯიშშიც დაადგინეს გენეტიკური დაზიანებები. ამბობენ, რომ რადიაციული დაზიანების ისეთი ნიშნები, როგორიცაა ალბინიზმი ჩიტებში, ჩერნობილის ახლოს უფრო ხშირია. ასევე, დიდი რაოდენობით აღირიცხება სპერმის პათოლოგიები ჩიტებსა და მღრღნელებში (როგორც ჩანს, რაც უფრო გრძელია ცხოველის სპერმა, მით უფრო მაღალია რადიაციული ზიანის მიღების რისკი).
შესაძლოა, ყველაზე შემაცბუნებელი ისაა, რომ, როდესაც მიოლერმა და მუსომ აკრძალული ზონის გარშემო და მის შიგნით უხერხემლოების პოპულაციები დათვალეს, მათი რაოდენობა შიგნით უფრო მცირე აღმოჩნდა. როგორც ისინი ამბობენ, იგივე შეიძლება ითქვას ჩიტებსა და ძუძუმწოვრებზეც, თუმცა ცვლილებები ყველა სახეობაში თანმიმდრევრული არ არის. "თავისუფლად მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე იონიზებული რადიაციის უარყოფითი გავლენები აშკარაა. ეს ეხება ძუძუმწოვრებს, მწერებს, ობობებს, პეპლებს, ნებისმიერ ცოცხალ არსებას", - ამბობს მიოლერი, - "მეორე საკითხი კი ისაა, შედგება თუ არა დიდი ძუძუმწოვრების პოპულაციები ჯანსაღი ინდივიდებისგან? თუ დაავადებული, სახეშეცვლილი ან რადიაციისგან რაიმე სხვა მხრივ დაშავებული ინდივიდები არიან? ეს გამოკვლეული არაა და ამიტომ არის გამოკიდებული დიდი კითხვის ნიშანი აკრძალული ზონის თავზე".
სხვა მკვლევარებმა, რომლებიც განსხავებულ მეთოდებს იყენებენ, საპირისპირო აღმოჩენები გააკეთეს. 1990-იან წლებში მღრღნელების შესასწავლად ჩატარებულ მოთელვით კვლევაში გამოჩნდა, რომ მათ პოპულაციაზე რადიაციას არანაირი ეფექტი არ ჰქონია. ოცი წლის შემდეგ საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფმა ვერტმფრენებიდან ცხოველები დათვალა. შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავს, მაგრამ დაუბინძურებულ ნაკრძალებთან შედარებით, ზონაში ცხენირმების, ირმების და გარეული ტახების პოპულაციებს ცვლილება არ განუცდია, ხოლო მგლების რაოდენობა კი შვიდჯერ გაიზარდა. ამასთან, აფეთქებიდან პირველი ათწლეულის შემდეგ ყველა ამ პოპულაციაში ინდივიდთა მატებაა დაფიქსირებული.
რამ გამოიწვია ასეთი სხვაობა? შესაძლოა, იმან, რომ ამ ცხოველთა გამრავლების ტემპი რადიაციისგან დაღუპვის ტემპს აღემატება. "თუ პოპულაციის 10 პროცენტი რაღაცისგან ავადდება, - და არ ვამბობ, რომ ეს დანამდვილებით ასეა, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, - ეს პოპულაციის კლების გამოსაწვევად საკმარისი არ არის ხოლმე", - ამბობს ბისლი, ზემოთ ნახსენები 2015 წლის კვლევის ავტორი, - "სიკვდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ პოპულაციის დონეზე მოეხდინა ცვლილებები".
ასევე, ისიცაა შესაძლებელი, რომ ცხოველები მანამ იხოცებიან, სანამ მათ მუტაციის თუ კიბოს მსგავსი რამ მოკლავს. "ცხოველების უმეტესობა ცხოვრების პირველ თვეებში იღუპება, ხოლო ზრდასრულობამდე მიღწეულთა უმეტესობა რამდენიმე წელიწადზე მეტს ვერ ცხოვრობს", - ამბობს ბისლი, - "კიბოს განვითარებას კი ხშირად დიდი დრო სჭირდება". თუმცა, როგორც მიოლერი ამბობს, მსგავსი მიდგომა არ ითვალისწინებს სიცოცხლის ხარისხს ან ინდივიდების ჯანმრთელობას. ცხოველები, შეიძლება, არ კვდებოდნენ ტოქსიკური რადიაციისგან, მაგრამ ჰქონდეთ კატარაქტა ან სიმსივნეები. შესაძლოა, მათი სიცოცხლე არ მოკლდებოდეს, მაგრამ იკლებდეს ხარისხში.
შეიცვალა მეთოდოლოგიაც. ბისლის ჯგუფი ახლა ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებულ სურნელოვან სადგურებს იყენებს, რომელთა ყნოსვაც ცხოველებს ძალიან უყვართ. და როდესაც ამას აკეთებენ, მათი იქ ყოფნა კამერების რეაგირებას იწვევს. ეს კი ბისლის ჯგუფს პოპულაციის ზოგადი მოცულობის ფოტოგრაფიულ საბუთს აწვდის. ამ გზით მათ მგლები, ენოტისმსგავსი ძაღლები, გარეული ტახები და მელიები იმ რაოდენობით იპოვეს, რა რაოდენობითაც ისეთ რეგიონებში არიან ხოლმე, სადაც ადამიანები არ ცდილობენ მათ მოკვლას. წავებისა და წაულების საპოვნელად კი მეცნიერებმა აკრძალული ზონის მდინარეებისა და არხების გასწვრივ მოთავსებულ სადგურებში სატყუარებად მკვდარი თევზები გამოიყენეს. "ფოტოაპარატები იმიტომ მიყვარს, რომ სურათები არ ტყუიან", - ამბობს ბისლი.
აფეთქების შემდეგ აკრძალულ ზონაში ყავისფერი დათვები დაბინავდნენ - ან, უფრო სწორად თუ ვიტყით, ხელახლა დაბინავდნენ. გვიანდელ 1990-იან წლებში ევროპელმა მკვლევარებმა ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი პრჟევალსკის ცხენები გაუშვეს. აქ ბიზონებიც კარგად გრძნობენ თავს. როგორც ჩანს, ადამიანების არყოფნამ ამ პოპულაციებს თავისუფლად ზრდის საშუალება მისცა.
ეს ბალანსის, ან თუნდაც მოქიშპე სიცოცხლეების თანაარსებობის საკითხია - ადამიანების მხრიდან ზეწოლის არარსებობა მრავალფეროვანი ეკოსისტემის აყვავებას ნიშნავს, მაგრამ რადიაციას შეუძლია, ამ ეკოსისტემის შიგნით სიცოცხლის დუღილი მიანავლოს. ერთ-ერთი მეთოდოლოგიური პრობლემა კი ის არის, რომ არავინ იცის, ტერიტორიაზე ზუსტად რა რაოდენობის რადიაციაა. ზოგი თვლის, რომ მიწაზე დატოვებული რადიოაქტიური იზოტოპები ნიადაგშია გამომწყვდეული; ზოგი კი ფიქრობს, რომ ამ რადიაციულ ნაწილაკებს ტყეებში მოხეტიალე ცხოველები დაატარებენ და ერთი ადგილიდან მეორეში გადააქვთ. რადიაციის დონის დადგენაც კი პრობლემაა. ბრისტოლის უნივერსიტეტის მკლევარებმა კვადკოპტერი დრონების გამოყენებით სცადეს ნიშნულების რუკაზე გადმოტანა; ბისლის გუნდი ცხოველებისთვის GPS-იან საყელოებს ამზადებს, რომლებსაც დოზიმეტრები (დოზირების გასაზომი ხელსაწყოები) აქვს ჩაშენებული, რათა საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმას, თუ რადიაციის ზუსტად რა დოზას იღებენ იქ მყოფი ცოცხალი არსებები.
ეს განსხვავებული მონაცემები იმის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ რატომ არის ეს ადგილი ასეთი რთული შესასწავლი. მაგალითად, წითელ ტყეში წიწვოვანი ხეები ფოთლოვანმა ხეებმა ჩაანაცვლა, რომლებიც რადიაციას ბევრად უკეთ იტანენ. თუმცა, მათი დაცვენილი ფოთლები ნაკლებად მჟავიანია, რაც მასში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს ცვლის. "ეკოსისტემაა შეცვლილი", - ამბობს ბისლი, - "ეს არ არის მხოლოდ რადიაცია. ერთმანეთში აზელილი ფაქტორები მოქმედებენ".
ეს ყველაფერი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აკრძალული ზონა მართლაც უნიკალურია. დედამიწაზე სულ რამდენიმე ისეთი ადგილია, სადაც ადამიანები ადრე ბინადრობნენ და ახლა აღარ არიან. ეს ტერიტორიები განსხვავებული მსოფლიოს მოდელებს წარმოადგენენ; იმ დროსაც კი - ან თუნდაც, ამის გამო მეტადაც - როცა ამ ადგილებს, ჩერნობილისა და ფუკუშიმას შემთხვევაში, რადიოაქტიურობაც ემატება. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. თუ გჯერათ, რომ ბირთვული ძალა ერთ-ერთი მთავარი გზაა დედამიწის კლიმატური კრიზისის გამწვავების გარეშე ენერგიის საწარმოებლად, მაშინ მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, თუ რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთ-ერთ ასეთ სადგურზე მომხდარ უბედურ შემთხვევას. ბირთვული ენერგია მწვანე ან თითქმის მწვანე ენერგიის წყაროა - ის ცივ წყალს საჭიროებს (რომელიც შემდეგ ხურდება). ეს პროცესი გარკვეული რაოდენობის ნარჩენებს კი ტოვებს, მაგრამ ეს მარტივი ასატანი იქნება, თუ თქვენ ჩერნობილის ან ფუკუშიმას მსგავსი აფეთქების რისკის არსებობას დასთანხმდებით; ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ვინმე ამ სისტემების უფრო უსაფრთხოდ მუშაობის გზას არ მოიფიქრებს.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვფიქრობდეთ კლიმატურ ცვლილებებსა და ჩერნობილზე. 2015 წელს აკრძალულ ზონაში მომხდარი ორი ხანძრის შედეგად კვამლში ხელახლა მოხდა რადიოაქტიური ნაწილაკების აეროზოლიზაცია და ეს ნაწილაკები სხვა ტერიტორიებზე გავრცელდნენ. ამ დროს დაახლოებით სამედიცინო რენტგენის ოდენობის რადიაცია ხელახლა მოხვდა ევროპის კონტინენტზე. სინამდვილეში, მიოლერის თანახმად, აკრძალულ ზონაში ხანძრები მუდმივად ჩნდება. კლიმატურმა ცვლილებებმა კი ევროპის მიტოვებულ ურბანულ და მათ მოსაზღვრე არეალებში ხანძრების გაჩენის შანსები უკვე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ აკრძალული ზონის მემკვიდრეობა, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული რადიოაქტიური ხანძრების ხარჯზე, მისსავე საზღვრებს სცდება.
ამავე თემაზე:
- ჩერნობილის სრული ისტორია ფოტოებში: აშენებიდან დღემდე
- 50 ფოტო Chernobyl-ის გადასაღები მოედნიდან
- 9,7 რეიტინგით ჩერნობილი IMDb-ზე ყველაზე რეიტინგული შოუა
- ჩერნობილი: უგუნური ბიუროკრატია ცოდნის პირისპირ
- ცხოვრება პრიპიატში და დილა ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ
- Chernobyl-ის ვასილი იგნატენკო რეალურად არსებობდა – ეს მისი ისტორიაა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები