წელიწადში ძალიან ცოტა დაბადების დღეა, რომელიც პირადად გეხება და დიდი ხნის ნანატრი სურვილების ასრულების შესაძლებლობას გაძლევს. ერთ-ერთი ასეთი თარიღი 5 ივლისია — PLUS-ის დაბადების დღე — შესაძლებლობა შენთვის, ჩემთვის და ყველასთვის, რომ საკუთარ თავებსა და საყვარელ ადამიანებს შოპინგის სასიამოვნო გამოცდილება მოვუწყოთ.

წელს PLUS 8 წლის ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 5 ივლისს, PLUS ქულებით გადახდისას, პარტნიორ ობიექტებში სასურველ ნივთებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენ.

დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, დროში შეზღუდული ხარ, როგორც ყოველთვის. ამიტომ, მოდი, ადრე გაიღვიძე და დავიწყოთ!

1. შესაძლოა, სტრატეგად გაიღვიძო

ამოწმებ, რამდენი PLUS ქულა გაქვს? რომელ საათზე უნდა გახვიდე, რომ ყველა სასურველი მაღაზიის შემოვლა მოასწრო? ყველაზე მეტად რომელი ნივთები დაგჭირდება ამ ზაფხულს, შვებულებისას? საიდან სჯობს დაწყება და ვისთან ერთად? რისთვის ღირს მთელი წლის ნაგროვები ქულების დახარჯვა?

2. შენში მიძინებულ მათემატიკოსს აღმოაჩენ

არ აქვს მნიშვნელობა, მათემატიკა გძულდა თუ ამ საგანში მაღალ ქულებს იღებდი. ახალგაღვიძებულ სტრატეგს გამოთვლები სჭირდება! და თუ დილიდანვე აღმოაჩენ, რომ ყველა სურვილისთვის, რომლის ასრულებაც 5 ივლისისთვის გადადე, დაგროვილი ქულები და 50%-იანი ფასდაკლება არ გყოფნის, უკან არ უნდა დაიხიო. მაღაზიებში შეგიძლია ნივთის საფასურის ნაწილი PLUS ქულებით გადაიხადო, დარჩენილის დასაფარად კი ნაღდი ფული, ბარათი ან "ნაწილ-ნაწილ" გადახდის მეთოდი გამოიყენო.

აქვე, არც იმის გათვალისწინება უნდა გამოგრჩეს, რომ 50%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ ქულებით გადახდილ ნაწილზე მოქმედებს. მაგალითად, თუ ნივთის ღირებულება 200 ლარია და შენ 50 ლარის PLUS ქულები გაქვს, ქულების ღირებულება გაორმაგდება, 100 ლარს პლუს ქულებით დაფარავ, ხოლო დარჩენილ 100 ლარს — სხვა ფორმით.

3. მეგობრების ჩატი სავაჭრო შტაბად გადაიქცევა

"აუ, მაჩვენე რა იყიდე... სად ხარ? ისევ აქვთ ის შარვლები?" — 5 ივლისი მეგობრების საერთო ჩატების აფეთქების დღეცაა.

დღის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის მეგობარიც აიყოლიეთ, ვინც ყველა მიმოწერა "დასინა" და საპასუხოდ არაფერი მოუწერია; ერთი "რეაქთიც" კი ვერ დააცდევინეთ, მაგრამ თურმე ონლაინ მაღაზიებში დაძვრებოდა და შოპინგის საკუთარი რეკორდებიც კი მოუხსნია.

4. ონლაინ შოპინგისას საკუთარ თავს "ფეხზე წამოუდგები"

თუ ფიზიკურ მაღაზიებში სიარულს ონლაინ შოპინგს არჩევ, ეს დღე შენიცაა. PLUS-ის დაბადების დღეზე სახლიდან გაუსვლელადაც აღმოჩნდები!

ნელ-ნელა ტექნოლოგიურ აზარტში შედიხარ — რა ფილტრები უნდა გამოიყენო, რომ სასურველი ნივთი სწრაფად იპოვო? ხომ არ სჯობს, ყოველი შემთხვევისთვის, ბევრი რამ ჩაყარო კალათაში და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომელი ნივთები დაიტოვო? მარაგები როგორია — ვინმემ არ დაგასწროს სასურველი ნივთის შეძენა! იმ ნივთებსაც შეავლე თვალი, რომელსაც მაღაზია გირჩევს — იქნებ სარეკომენდაციო სისტემებმა უკეთ იცოდეს, რა გჭირდება...

რაც მთავარია, არ იფიქრო, რომ თუ სახლში დარჩი, რაიმეს გამოაკლდი — 5 ივლისის უპირატესობებით შენც ისევე ისარგებლებ, როგორც — ფიზიკური მაღაზიების სტუმრები. მთავარია არ დაგავიწყდეს, მიუთითო, რომ PLUS ქულებით იხდი

5. ქულების ხარჯვისას სიფრთხილის ჯერ არნახულ ნიშნულს მიაღწევ

თუ PLUS ქულებს მთელი წელი ამ დღისთვის აგროვებდი, ბუნებრივია, გინდა, ისინი დასამახსოვრებელ ნივთებში დახარჯო. იქნებ საკუთარ თავზე მეტად სხვისი გახარება გინდა? ვისთვის ან რისთვის გაიმეტებ რეზერვს შენი "საგანძურიდან"?

რაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ონლაინ შოპინგს არჩევ თუ ფიზიკურ მაღაზიებს, კარგი სტრატეგი ხარ თუ მათემატიკაში მოიკოჭლებ, PLUS-ის დაბადების დღეზე ფასდაკლება 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში დაგხვდება. შენ უბრალოდ, უნდა მოიფიქრო, რაში გიღირს დაგროვილი PLUS ქულების დახარჯვა.

მეტი გაინტერესებს? ყველა შეკითხვაზე პასუხს საქართველოს ბანკის ვებგვერდზე იპოვი.

ამ ვიდეოში კი იმას აღმოაჩენ, თუ რისთვის გვამზადებდა ამდენი ხნის განმავლობაში ბუდუ თავისი საფირმო ჟესტით: