გახარია აცხადებს, რომ ჩორჩანაში რისკები სუს-ს და მის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს უნდა გაეთვალა
2 ივლისს, ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ-დაკითხვაზე მყოფმა ყოფილმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩორჩანას ეპიზოდზე საუბრისასა განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაციის რისკები სუს-ს უნდა გაეთვალა და კომისიამ ეს კითხვები ვახტანგ გომელაურს უნდა დაუსვას.
გახარიამ ისიც თქვა, რომ ვახტანგ გომელაური "გააგდეს" და ხვალ შეიძლება დასაჭერი გაუხდეთ“.
"მე წინაზე გთხოვეთ, ვახოს თავი დაანებეთ, თავის გაჭირვება ეყოფა-თქო, მაგრამ არ დაანებეთ თავი. ის კაცი ისე გააგდეთ, ხვალ დასაჭერი არ გაგიხდეთ", — განაცხადა გახარიამ.
ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გირაო გახარიას ჰკითხა გათვალა თუ არა რისკები, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს ხსნიდა.
"რა რისკებზე იფიქრეთ და რა მოლოდინი გქონდათ, რუსეთის საპასუხო რეაქცია რა იქნებოდა იმ "კეთილშობილურ" ნაბიჯზე, რომ წაღვლელებს, ჩორჩანელებს და ყველას ამოუშანთეთ ფეხი იმ ქართული ტერიტორიიდან, სადაც ისინი შედიოდნენ? თქვენ თვლით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, "კეთილშობილურ" ნაბიჯს რომ დგამდით, გათვალეთ თუ არა რუსების რეაქცია და რა გათვალეთ?" — ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.
გახარიამ უპასუხა, რომ საგუშაგოს გახსნით კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდებოდა.
"ზუსტად ისე გავთვალეთ, როგორც მოხდა — ის, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდებოდა და არც მოხდა.
რა გინდათ, რომ ომის რისკი... აგერ ვახო გომელაური იყო და ინტერვიუ მისცა, ეგ რისკი გავთვალეთო და 10%-იო...", — უპასუხა გახარიამ წულუკიანს.
"დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას თავი", — მიმართა წულუკიანმა.
"თვითონ არ დამანება და ახლა მოითმინოს. ამიტომ, ეგ კითხვა დაუსვით სუს-ს, რომელსაც ეგ რისკები უნდა გაეთვალა", — უთხრა გახარიამ კომისიის წევრებს.
"სუს-ს, რომელსაც არაფერი არ შეატყობინეთ", — მიმართა წულუკიანმა.
"ყველაფერი იცოდა სუს-მა, სუს-ი გაურბის თავის პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ თუ ის, რასაც სუს-ი ამბობს, ეს იყო სიმართლე და ისინი მართლა ასე ფიქრობდნენ, მაშინ არანაირი ახსნა არ აქვს, უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთ კვირაში რომ ადამიანს, რომელსაც ასეთ რისკებში შეჰყავდა ქვეყანა, პრემიერად ნიშნავენ და ხმას არ იღებს, ეს არის ქვეყნის ღალატი და თუ "დიფ სტეიტმა" დაურეკა და დაუჯერეს ამას, ეს კიდევ ორმაგი ღალატია, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს, მანდ გასასვლელი არ გაქვთ თქვენ იმიტომ, რომ იტყუებით, ყველა ნაბიჯზე იტყუებით", — განაცხადა გახარია კომისიის სხდომაზე (კომენტარებს IPN ავრცელებს)
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით განმეორებით გამოსაკითხად 23 ივნისს დაიბარეს. უცხოეთში ვიზიტის გამო გახარიამ კომისიას ჩართვა ონლაინ-ფორმატში შესთავაზა, რაზეც წულუკიანის კომისიამ უარი უთხრა და სხდომაზე განმეორებით 2 ივლისს დაიბარეს, შემდეგ კი მის ონლაინ-რეჟიმში ჩართვასაც დასთანხმდნენ. პირველად გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 14 აპრილს წარსდგა. მაშინ სხვა საკითხებთან ერთად ჩორჩანას ეპიზოდზეც მოუწია გახარიას პასუხების გაცემა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
მეტი ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ:
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- ბერდია სიჭინავა: გიორგი გახარია მზადაა, 2 ივლისსაც ონლაინ ჩაერთოს "ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
- გახარია საქართველოსთვის: გიორგი გახარიამ გამოთქვა მზაობა, საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად
- ირაკლი კობახიძე: მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის
- გიორგი ჭოლაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე სპეც-საშუალებების გამოყენების გადაწყვეტილება გახარიამ მამუკა ბახტაძისგან დამოუკიდებლად მიიღო
- ირაკლი კობახიძე: ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი
- რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო ძალიან დიდი პრობლემაა — ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოზე
- კახა კახიშვილის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც იქ მდგომარეობა დაიძაბა
- ბექა ლილუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარება პოლიტიკური დევნაა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხე იყო"
- კახა კახიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს
- დიმიტრი ცქიტიშვილი: კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი
- ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გახარიამ არ გამორიცხა ის, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე შესაძლოა იყო "ივანიშვილის ჩარევა ანზორ ჩუბუნიძის ხელით"
- [გიორგი გახარია] როგორც ამ პრემიერი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მინიჭებული მანდატით, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით
- გიორგი გახარია "ოცნების" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
კომენტარები