24 ყველაზე ლამაზი ნაგებობა მსოფლიოში
ფოტო: Shutterstock
დედამიწაზე საკმაოდ ბევრ გამაოგნებელ ბუნებრივ სანახაობას შეხვდებით — მაღალი ჩანჩქერები, უზარმაზარი მთათა სისტემები თუ შთამბეჭდავი სანაპიროები მათი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, თუმცა არც ჩვენი, ადამიანების წვლილი არ უნდა დავივიწყოთ — ისტორიის მანძილზე კაცობრიობასაც არაერთი დიდებული სანახაობა შეუქმნია.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მომნუსხველი და შთამბეჭდავი შენობების სიას:
1. ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი
ფოტო: Shutterstock
აიგო 1632-1653 წლებში
ალბათ ისტორიის მანძილზე ცოტაა ისეთი სიყვარულის გამოვლინება, რომელიც შაჰ ჯაჰანის ქმედებას შეედრება. მისი ცოლის, მუმთაზ მაჰალის გარდაცვალების შემდეგ, მუგალის იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ მისთვის მავზოლეუმი აეშენებინა — 22 წლის შემდეგ კი ტაჯ-მაჰალი მივიღეთ. მიიჩნევა, რომ ამ შენობის სილამაზე სწორედ მუმთაზის მშვენიერებით იყო შთაგონებული. ინგლისელმა პოეტმა, სერ ედვინ არნოლდმა, ტაჯ მაჰალი ასე შეაფასა: "ეს არ არის სხვა შენობების მსგავსად მხოლოდ არქიტექტურის ნიმუში — ეს არის იმპერატორის სიყვარულის ამაყი ვნება, ცოცხალი ქვით ნაგები".
2. ჰალგრიმსკირკია, ისლანდია
ფოტო: Shutterstock
აიგო 1945-1986 წლებში
რეკიავიკის ჰალგრიმსკირკია შეიძლება რაკეტას ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს შთამბეჭდავი ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია და უდიდესი სამლოცველო ნაგებობაა ისლანდიაში. მისი ფასადი მოდერნისტულ და ექსპრესიონისტულ არქიტექტურულ სტილებს აერთიანებს. მთავარი არქიტექტორი, გუდიონ სამუელსონი, ნაგებობის შექმნისას ქვეყნის უხეში ლანდშაფტით იყო შთაგონებული.
3. გიზის პირამიდები, ეგვიპტე
ფოტო: BBC
აიგო ძვ.წ. 2550-2490 წლებში
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი შენობების ვერც ერთი სია ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მასში კაცობრიობის ეს უძველესი ნაგებობები არ მოხვდება. გიზის პირამიდები სავარაუდოდ კამეჩების, მარხილების, თოკებისა და ბერკეტების გამოყენებით აშენდა. ნაგებობები ეგვიპტის ძველი სამეფოს ეპოქაში ფარაონების სამარხებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მათ სიკვდილის შემდეგ ღვთაებრივი ცხოვრებისთვის მომზადებაში ეხმარებოდათ.
4. Fallingwater, აშშ
ფოტო: Frank Lloyd Wright's Fallingwater
აიგო 1936-1939 წლებში
Fallingwater სახლია, რომელიც არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაიტმა კაუფმანების ოჯახის შაბათ-კვირის რეზიდენციისთვის დააპროექტა. შენობა დაკიდული ტერასებით გამოირჩევა, რომლებიც Bear Run-ის ნაკრძალის სილამაზესა და მწვანე ბუნებას ერწყმის. ის უშუალოდ ჩანჩქერზეა აშენებული და სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. სახლში მუდმივად ჩანჩქრიდან მომავალი წყლის ხმა ისმის.
5. პეტრას ად-დეირი, იორდანია
ფოტო: Visit Petra
აიგო ახ. წ. პირველ საუკუნეში
პეტრა, რომელსაც მის გარშემო მდებარე ქვიშაქვის ვარდისფერი შეფერილობის გამო ხშირად "ვარდისფერ ქალაქს" უწოდებენ, გამოირჩევა სილამაზითა და უნიკალური არქიტექტურით — შენობები ნახევრად ნაგებია, ნახევრად კი — კლდეში გამოკვეთილი, რომლებში დასახლებაც ადამიანებმა ინოვაციური წყლის მართვის სისტემის წყალობით შეძლეს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა ად-დეირი — მონასტერი, რომელიც 48 მეტრი სიმაღლისაა და პეტრას ყველაზე დიდ ქვის ფასადს წარმოადგენს.
6. Luis Vuitton-ის ფონდი, საფრანგეთი
ფოტო: Fondation Louis Vuitton
აიგო 2007-2014 წლებში
ერთი შეხედვით შეიძლება ასე არ მოგეჩვენოთ, თუმცა ფრენკ გერის 2014 წლის არქიტექტურული შედევრი მე-19 საუკუნის კლასიკური სათბურების სტილითაა შთაგონებული — ისეთით, რომელსაც ამ სიაში კიდევ შეხვდებით. შენობის ფორმა მომავლის გემს წააგავს, რომელსაც თორმეტი მინის იარუსი ამშვენებს — კონსტრუქცია, როგორც თავად გერიმ აღწერა, წარმოადგენს "დიდებულ ხომალდს, რომელიც საფრანგეთის კულტურულ მისიას განასახიერებს".
7. Trinity College-ის ბიბლიოთეკა, ირლანდია
ფოტო: Tripadvisor
აიგო 1712-1732 წლებში
ირლანდიის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელშიც დაახლოებით 65 მილიონი ბეჭდური ტომეული ინახება, ბევრად მეტია, ვიდრე წიგნების უზარმაზარი კოლექცია. მისი 65-მეტრიანი მთავარი დარბაზი — Long Room — შთამბეჭდავი და ელეგანტური სივრცეა, რომელიც წლების განმავლობაში თანდათანობით გაფართოვდა, რათა უფრო და უფრო მეტი წიგნისთვის დაეთმო ადგილი. შენობა თავდაპირველად ერთსართულიანი დარბაზი იყო, თუმცა შემდეგ დაემატა ზედა გალერეა, რის შედეგადაც იქცა ამ ცნობილ, მუქი ატმოსფეროს მქონე, გოთიკურ საკითხ დარბაზად.
8. ჯენეს დიდი მეჩეთი, მალი
ფოტო: Shutterstock
აიგო მე-13 საუკუნეში, ხელახლა აშენდა 1907 წელს
თუ არასდროს გინახავს შენობა, რომელიც თიხის აგურითაა აშენებული, სწორედ ამ გრანდიოზული მეჩეთით უნდა დაიწყო — ეს ამ არქიტექტურული სტილის ყველაზე მასშტაბური ნიმუშია მსოფლიოში და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიცაა შეყვანილი. მეჩეთი აგებულია მზეზე გამომშრალი მიწის აგურით, რომელიც ქვიშით, მიწის ხსნარითა და თიხის შრის მსგავსი თაბაშირით არის დაფარული. თუმცა მალის კლიმატი ამ მასალისთვის მეტად არახელსაყრელია, ამიტომ ყოველ წელს იმართება Crépissage de la Grand Mosquée — ღონისძიება, რომლის დროსაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთიანდება მეჩეთის ხელახლა შესალესად.
9. ნასირ ალ-მულქის მეჩეთი, ირანი
ფოტო: Tripadvisor
აიგო 1876-1888 წლებში
თუ სილამაზეს პატარა დეტალებში ეძებთ, მაშინ შირაზის ნასირ ალ-მულქის მეჩეთი, რომელსაც მეტსახელად "ვარდისფერი მეჩეთი" ჰქვია, თქვენთვის იდეალური ადგილია. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა სალოცავი დარბაზია, რომელიც მზის ამოსვლისას ფერების ნამდვილ სპექტაკლად იქცევა — სარკმლიდან შემოსული სხივები მოზაიკურ ორნამენტებს ულამაზეს ელფერს სძენს. შენობის გარე ფასადიც არანაკლებ შთამბეჭდავია.
10. The Twist, ნორვეგია
ფოტო: Kim Erlandsen
აიგო 2016-2019 წლებში
ყოფილხართ ოდესმე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ამავდროულად ხიდიცაა? თუ პასუხია არა, მაშინ ნორვეგიაში მდებარე Kistefos-ის ქანდაკებების პარკში უნდა გაემართოთ. აქ თვენ შეძლებთ დაათვალიეროთ არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული ნაგებობა სახელად The Twist — მბრუნავი შენობა, რომელიც 90 გრადუსით იხრება და რანსელვას მდინარის ორ ნაპირს აერთებს.
11. საგრადა ფამილია, ესპანეთი
ფოტო: The Explorer
იგება 1882 წლიდან დღემდე (მშენებლობის დასრულება 2026 წელსაა დაგეგმილი)
ამბობენ, რომ კარგ რაღაცებს დრო სჭირდება — მას შემდეგ, რაც ანტონი გაუდიმ საგრადა ფამილიას მშენებლობა დაიწყო, 140 წელზე მეტი გავიდა და ამ არქიტექტურული შედევრის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება. ეს დიდი მოვლენა 2026 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი — გაუდის გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე. ხანგრძლივი მოლოდინი, როგორც ჩანს, ნამდვილად ღირდა: ტაძრის უცნაური, გოთიკურ და არტ ნუვოს სტილს შორის მერყევი არქიტექტურა, მკვეთრი ფერებით გაბრწყინებული ვიტრაჟები და ხის ტოტებს მიმსგავსებული სვეტები — ყველაფერი ერთად ქმნის ტექსტურების, ფერების, სინათლისა და დეტალების უნიკალურ სინთეზს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
12. ბანგლადეშის ეროვნული პარლამენტი, ბანგლადეში
ფოტო: Saiful Aopu & Nahid Sultan
აიგო 1961-1982 წლებში
ბანგლადეშის ეროვნული პარლამენტის შენობა შეიძლება არ ჯდებოდეს კლასიკური, რომანტიკული ან დელიკატური სილამაზის ჩარჩოებში, თუმცა ის ნამდვილად მომნუსხველია. ეს მასშტაბური ნაგებობა ცნობილმა არქიტექტორმა, ლუის კანმა დააპროექტა. თავდაპირველად იგი აღმოსავლეთ პაკისტანის მთავრობისთვის იყო გათვლილი, თუმცა 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ შენობის ისტორია რადიკალურად შეცვალა. დღეს იგი დემოკრატიის სიმბოლოს წარმოადგენს.
13. პანთეონი, იტალია
ფოტო: Shutterstock
აიგო 118-128 წლებში
არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად ფიქრობთ რომის იმპერიაზე თუ იშვიათად — პანთეონი მაინც უძველესი სამყაროს ინჟინერული და არქიტექტურული ოსტატობის გამორჩეულ მაგალითად რჩება. მისი სახელი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც "ყველა ღმერთის პატივსაცემი ადგილი" და პანთეონის დატვირთვაც სწორედ ასეთივეა. შენობის გუმბათი დღემდე ყველაზე დიდია მსოფლიოში — მისი დიამეტრი 43.3 მეტრია, რაც ზუსტად შეესაბამება იატაკიდან ჭერამდე სიმაღლესაც. ეს სიმეტრია არქიტექტურულად იდეალურ პროპორციას ქმნის.
14. პალმენჰაუსი შონბრუნის სასახლეში, ავსტრია
ფოტო: Shutterstock
აიგო 1880-1882 წლებში
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ფოლადი და მინა მთლად ელეგანტურობის ელექსირი არაა, თუმცა ვენაში სწორედ ამ ორმა მასალამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სათბური, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. პალმენჰაუსი მდებარეობს შონბრუნის სასახლის ტერიტორიაზე, ჰოლანდიურ ბოტანიკურ ბაღში და უზარმაზარ ეკოსისტემას იტევს.
შენობა სამ კლიმატურ ზონად იყოფა:
- ცენტრალური პავილიონი ხმელთაშუაზღვისეული კლიმატისთვისაა განკუთვნილი;
- ჩრდილოეთ ნაწილში ცივი ამინდის მცენარეებია;
- სამხრეთ ფრთაში კი — ტროპიკული გარემოა.
სივრცეები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება, რისი წყალობითაც შესაძლებელი ხდება, რომ 4500-ზე მეტი სხვადასხვა მცენარე იდეალურად შეეგუოს საკუთარ კლიმატურ ზონას.
15. Bát Tràng-ის საზოგადოებრივი სახლი, ვიეტნამი
ფოტო: Shutterstock
აიგო 2021 წელს
Bát Tràng — უძველესი სოფელი ჰანოის გია ლამის რაიონში, ისტორიულად მუდამ ასოცირდებოდა კერამიკასთან — მისი სახელი პირდაპირ ითარგმნება, როგორც "თასების სახელოსნო". სოფელი მე-11 საუკუნიდან არსებობს, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა მხოლოდ ახლახან აშენდა. მისი დიზაინი ადგილობრივებმა და კერამიკის სპეციალისტებმა შექმნეს. შენობის თანამედროვე სტრუქტურა ტრადიციების გაგრძელებაა — სივრცე, სადაც სოფლის კერამიკული მემკვიდრეობა ცოცხლდება.
16. ელდრიჯის ქუჩის მუზეუმი, აშშ
ფოტო: Museum at Eldridge Street
აიგო 1887 წელს
ეს შენობა არა მხოლოდ თავისი გოთიკური და რომანული დეტალებით, თვალშისაცემი ვიტრაჟებითა და გრანდიოზული ფასადითაა გამორჩეული, არამედ ღრმა ისტორიული დატვირთვითაც. სინაგოგა 1887 წელს აშენდა, იმ პერიოდში, როდესაც აშშ მასობრივ მიგრაციას განიცდიდა და ნიუ-იორკის ქვემო ისტ-საიდი მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ებრაულ უბნად იქცა. ეს იყო პირველი სინაგოგა ამერიკაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპელი ემიგრანტების ინიციატივით აშენდა. შენობა თავისი არქიტექტურით მალევე იქცა თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც თემის ახალმოპოვებულ რელიგიურ თავისუფლებას გამოხატავდა. დროთა განმავლობაში მისმა ფუნქციურმა მნიშვნელობამ იკლო, თუმცა მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ ის ელდრიჯის ქუჩის მუზეუმად გარდაიქმნა და თავისი დიდებულება დაიბრუნა.
17. ლას ლახასის წმინდა ტაძარი, კოლუმბია
ფოტო: Shutterstock
აიგო 1916-1949 წლებში
ნაგებობათა უმრავლესობას ადამიანები საჭიროების გამო აშენებდნენ, მაგრამ არსებობენ ისეთი შენობებიც, რომლებიც მოგონებისა და პატივისცემის ნიშნად იგება — სწორედ ასეთი მოტივით გაჩნდა ეს შთამბეჭდავი ბაზილიკა კოლუმბიაში. იგი აღმართულია გუაიტარას მდინარის 40-მეტრიან ხიდზე და მე-18 საუკუნიდან მომლოცვეთათვის სასურველ დანიშნულების ადგილად ითვლება. გადმოცემით, სწორედ ამ ადგილას, დედას, თავის ქალიშვილთან ერთად, ღვთისმშობლის ხილვა ჰქონდა, რაც წმინდა ტრადიციის საფუძვლად იქცა.
18. ძველი და ახალი ხელოვნების მუზეუმი, ავსტრალია
ფოტო: Courtesy of MONA - Moorilla Gallery
აიგო 2011 წელს
ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი ავსტრალიაში, ჰობარტიდან დაახლოებით 40 წუთის გზაზე მდებარეობს და ქვიშაქვის კლდეებშია ჩაშენებული. მისი არქიტექტურა უცხო, მაგრამ შთამბეჭდავია — იდეა ის იყო, რომ შენობას არ შეეწუხებინა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტები, ამიტომ ექსპოზიციების უმეტესობა განთავსებულია სუსტად განათებულ მიწისქვეშა სივრცეებში. ადგილზე ასევე შეხვდებით ხელოვნების კონსერვაციის ცენტრსა და თეატრს. შენობის უახლესი ნაწილი — Pharos — 2017 წელს გაიხსნა და მასთან მიღწევა 2 განსხვავებული გვირაბითაა შესაძლებელი.
19. მეგის ცენტრი, წმინდა ჯეიმსის საავადმყოფო, დიდი ბრიტანეთი
ფოტო: The Guardian
ფოტო: The Guardian
აიგო 2020 წელს
სავადმყოფოები, როგორც წესი, არაკომფორტული ადგილებია — ხასიათდებიან ზედმეტად მკვეთრი განათებით და შემაწუხებლად ჭრაჭუნა ზედაპირებით, თუმცა მეგის ცენტრი განსხვავებულია. საქველმოქმედო ორგანიზაციას სურდა ისეთი პერსონალური გარემოს შექმნა, რომელიც სიმსივნის პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის კომფორტის მომტანი იქნებოდა. ეს სივრცე ერთდროულად დამამშვიდებელიცაა და შთამბეჭდავიც. იატაკიდან ამოზრდილი უზარმაზარი, სოკოს ფორმის სტრუქტურები ქმნის საფეხურებიან სახურავებს, ხოლო ღეროები იმდენად ღრმაა, რომ მათში საპირფარეშოები და ლიფტებია განთავსებული.
20. სამხრეთ ამერიკის ბაჰაის ტაძარი, ჩილე
ფოტო: Hariri Pontarini Architects
აიგო 2007-2016 წლებში
დაივიწყე ყველაფერი, რაც ტაძრების შესახებ იცი — ჩილეში მდებარე ეს უჩვეულო საკულტო ნაგებობა ტრადიციული ტაძრებისგან სრულიად განსხვავებულია. ბაჰაის რელიგიის მთავარი იდეა ადამიანთა ერთიანობაა და ეს არქიტექტურულად შთამბეჭდავი ტაძარიც სწორედ ამ ღირებულების მატარებელია — ის მოიაზრება, როგორც ღია სამლოცველო სივრცე ყველასთვის, სადაც ერთროულად 600 ადამიანი ეტევა. რბილი ხაზებით, გამჭვირვალე ზედაპირებითა და სინათლის ოსტატურად გამოყენებული ელემენტებით, ტაძარი არა მხოლოდ სულიერების, არამედ სიმშვიდისა და თანასწორობის სიმბოლოდ იქცა.
21. ფუტუნას სამლოცველო, ახალი ზელანდია
ფოტო: Dulux
აიგო 1959-1961 წლებში
ველინგტონის გარეუბანში, კარორიში, ჩამალულია შენობა, რომელსაც არქიტექტურის სფეროში უმნიშვნელოვანეს ქმნილებად მიიჩნევენ. თავდაპირველად კათოლიკურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, მარისტთა საზოგადოებამ, მცირე ზომის სამლოცველოს აგება შეუკვეთა, თუმცა დღეს ის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
22. კომერას ლიდერობის ცენტრი, რუანდა
ფოტო: Komera
აიგო 2022 წელს
რუანდას აღმოსავლეთ ნაწილში, იჰემას ტბასთან ახლოს მდებარეობს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. შენობის სახელწოდება "მყარად დგომას და გამბედაობას" ნიშნავს. მის დიზაინში გამოყენებულია მოქსოვილი ევკალიპტის ეკრანები და აგურის ორნამენტები, შთაგონებული ადგილობრივი იმიგონგოს ხელოვნებით — სტილით, რომელიც რუანდაში საუკუნეების წინ წარმოიშვა. შენობა თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი განსახიერებაა.
23. ჰოლოკოსტის ეროვნული ძეგლი, კანადა
ფოტო: Business Insider
აიგო 2017 წელს
წარსულისგან სწავლა ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, ასეთი რეფლექსიისთვის კი მნიშვნელოვანია მისი ყველაზე ბნელი მომენტების გახსენებაც. კანადის ჰოლოკოსტის ეროვნული მემორიალი, სახელწოდებით "დანაკარგის, ხსოვნისა და გადარჩენის ლანდშაფტი", სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი არქიტექტურული სტრუქტურა ექვს სამკუთხედს ეფუძნება, რომლებიც დავითის ვარსკვლავის ფორმას ქმნიან.
24. ენრიაკუ-ჯი, იაპონია
ფოტო: Kansai Travel Guide
აიგო 788 წელს
კიოტოში უამრავ ტაძარს შეხვდებით, თუმცა ენრიაკუ-ჯი მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესია. ის აღმოსავლეთ მთიანეთში, ჰიეიზანის მთაზე მდებარეობს. წარსულში ამ კომპლექსში თითქმის 3,000-მდე ტაძარი შედიოდა. შენობა 788 წელს დააარსა ბერმა საიჩომ — სწორედ მან შეიტანა ტენდაის ბუდიზმი იაპონიაში. თუმცა 1571 წელს, იაპონელი დაიმიოს, ოდა ნობუნაგას მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, თავდაპირველი შენობების უმრავლესობა განადგურდა. დღეს შენობათა დიდი ნაწილი ედოს ეპოქას მიეკუთვნება და სამი ძირითადი ზონის ირგვლივ არის დაჯგუფებული: ტოდო, საიტო და ტოკავა.
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით ჯენი ჩეპმენი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა" პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა"
გადახედვა
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
-
შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი შალვა პაპუაშვილი: EU-მ, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი
გადახედვა
კომენტარები