თიბისის ახალი წამოწყება — Crash კურსები გოგოებისთვის
როგორ აქცია თიბისიმ მაკიაჟის ვიდეოები Make-app ინსტრუქციებად?
თიბისის ახალი იდეა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი იყო, ახალგაზრდების განვითარების მრავალწლიანი პრაქტიკის გაგრძელება, რაც კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
“თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტექნოლოგიური განათლების კუთხით ახალი თაობისთვის შესაძლებლობების მიცემა. გარდა არსებული კურსებისა, გადავწყვიტეთ გოგოები კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ და მათი ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ მეტად გავზარდოთ, ამისთვის თიბისი ტექსკოლაში 9-12 კლასის მოსწავლე გოგოებისთვის შევქმენით საზაფხულო, ინტენსიური Crash კურსები.“ — მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
და, მაინც რა ხდება ხოლმე, როცა ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სტერეოტიპებს ეჯახება?
ტექსკოლის ორ წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გოგოები კლასიკურ ტექკურსებს ნაკლებად ირჩევდნენ, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებს, როგორებიცაა Front-End, Back-End პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი და მობილური აპლიკაციების შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად თიბისიში ტექპროფესიონალებს შორის ქალების წილი 36%-ია (რაც გლობალურ მაჩვენებელზე 8%-ით მეტია), სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოზარდ გოგოებში ტექნოლოგიური ინტერესები დიზაინით, მარკეტინგითა და UX/UI-თ შემოიფარგლება.
შედეგად, კურსებზე გოგოების წილი ამ კონკრეტულ ტექ-მიმართულებებში მხოლოდ 18% იყო.
პრობლემა ნათელი იყო, ახლა უკვე საჭირო გახდა მისი კრეატიულად გადაწყვეტა.
თიბისიმ Playmakers-ის სააგენტოს მიმართა.
“პირველ რიგში დავიწყეთ ძებნა, რაზე იყო ამ ასაკის გოგოების ყურადღება კონცენტრირებული. მივედით ტიკტოკამდე. მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ყველაზე მეტად მათ ინფლუენსერების გვერდები აინტერესებდათ, კერძოდ GRWM და Make-up ვიდეოები. სწორედ აქ გაიელვა კრეაიტიულმა იდეამ: Make-up სასწავლო ვიდეოები Make-app ინსტრუქციად გადაგვექცია. იმავდროულად, გვინდოდა, დაგვერღვია სტერეოტიპი, რომელიც კაცების შემთხვევაში არ არსებობს, თითქოს, თავის მოვლა და საინტერესო კარიერაზე ზრუნვა ურთიერთგამომრიცხავია.“ — ნუკა შევარდნაძე, Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.
ეს ნაბიჯი არ იყო მხოლოდ ფორმის ცვლილება — ეს იყო კომუნიკაციის არხის სრული რედიზაინი. თიბისიმ გადაწყვიტა, ტექნოლოგიური განათლების მიღება გოგოებისთვის არ ყოფილიყო მხოლოდ სერიოზული ტონისა და სამეცნიერო ლექსიკის საქმე.
როგორ იმუშავა ახალმა წამოწყებამ?
“ჩვენ მივიღეთ ინფლუენსერების ვიდეოები, სადაც ისინი მაკიაჟის კეთების პარალელურად გვიყვებიან ტექსკოლის შესაძლებლობებისა და ზოგადად ქალების ტექნოლოგიებში დასაქმების მნიშვნელობის შესახებ. ბევრი მათგანი თავად ეუფლება მსგავს პროფესიებს და განიხილეს, რამდენად სტერეოტიპულია საზოგადოება პროფესიების გენდერული ნიშნით დაყოფის დროს.“ — ნუკა შევარდნაძე.
როგორი იყო შედეგები?
აღმოჩნდა, რომ 9-12 კლასის გოგონებისთვის ინფლუენსერების უშუალო და მეგობრული კომუნიკაცია უფრო მისაღები, საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა.
“ინფლუანსერების გამოჩენამ რეგისტრაციის რიცხვი მართლაც საგრძნობლად გაზარდა და ამ დროისთვის უკვე 400-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგოააა ჩვენს Crash კურსებზე. გარდა მიღებული ცოდნისა ვფიქრობთ, რომ გოგოებს ამ კურსების გავლის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობაც შეემატებათ, ადამიანის თვითრწმენას კი ძალიან დიდი ძალა აქვს და ბევრი ბარიერის გადალახვა შეუძლია. ამიტომ ჩვენ ახალ თაობას ვეუბნებით, ყველაფერი
გამოუვათ მთავარია, სჯეროდეთ.“ — მაკუნა თავბერიძე.
მოსწავლე გოგოებისთვის, რომლებსაც ტექნოლოგიების სფერო იზიდავს და განათლების საშუალებით თავიანთი ამბების გადმოცემა სურთ, თიბისის საზაფხულო სკოლა იდეალური არჩევანია. აქ ისინი შეძლებენ უფასოდ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, დაეუფლონ მომავალ პროფესიას.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
კომენტარები