საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები — ინტერვიუ ნანა ზაალიშვილთან
ფოტო: Sovietbusstops.ge
ბოლო ათი წელიწადია ქართველი არქიტექტორი, ნანუკა (ნანა) ზაალიშვილი, საბჭოთა ავტობუსების გაჩერებებს აკვირდება. ნანუკა გვიყვება, როგორი გავლენა იქონია საბჭოთა არქიტექტურამ მის ნამუშევრებზე.
ნანა ზაალიშვილი
ფოტო: OC Media
ბავშვობაში არასდროს უფიქრია, რომ არქიტექტორი გახდებოდა, რადგან ადრეული ასაკიდანვე დიპლომატობას გეგმავდა. უნივერსიტეტის დასრულებამდე 6 თვით ადრე, ნანამ მიიღო გადაწყვეტილება — საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოეცადა.
"არასდროს წარმომედგინა, რომ არქიტექტორი გავხდებოდი, მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგაც კი. ვფიქრობ, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რადგან ხარისხი უკვე დაცული მქონდა... მაგრამ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა, ალბათ, თავიდანვე ეს უნდა ყოფილიყო ჩემი გზა", — ამბობს ის.
მოგვიანებით, ნანამ თბილისში საკუთარი არქიტექტურული ფირმა დააარსა და გამოაქვეყნა ფოტოკოლექცია "საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები საქართველოში", რომლის მეორე გამოცემაზეც ამჟამად მუშაობს.
ზაალიშვილმა საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე დაკვირვება 2015 წელს დაიწყო.
"ხშირად ვმოგზაურობდი საქართველოს გარშემო და ყოველთვის ვამჩნევდი ამ პატარა ნაგებობებს და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვაკვირდებოდი. ისინი ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით სოფლის ან შორეულ ლანდშაფტში მდებარე გაჩერებები", — ჰყვება ზაალიშვილი.
ავტობუსის საბჭოთა გაჩერება — გოდერძი, აჭარა
ფოტო: Sovietbusstops.ge
იმ პერიოდში ზაალიშვილს პროფესიონალური კამერა არ ჰქონდა, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ გაჩერებების აღწერზე ამახვილებდა. თუმცა, თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც მეტი იყო საჭირო.
"სტატიების წერით და ფოტოების გამოქვეყნებით დავიწყე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს საკმარისი არ იყო და არც ის იყო, რისი მიღწევაც მინდოდა", — ამბობს ის — "თავიდანვე ვიცოდი, რომ წიგნის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვყოყმანობდი, რადგან დიდი თეორიული ცოდნა არ მქონდა".
მოგვიანებით, ნანა ფოტოგრაფ კრისტოფერ ჰერვიგის წიგნს საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებს გადააწყდა, რომლის წაკითხვის შემდეგ, უფრო დეტალური კვლევა დაიწყო ავტობუსების გაჩერებების ისტორიაზე.
საბჭოთა გაჩერება თბილისში
ფოტო: Sovietbusstops.ge
თუმცა, როგორც ახლა, მაშინაც, საქართველოში მდებარე საბჭოთა ავტობუსების გაჩერებები არცერთ რუკაზე არსებობდა, ამიტომ ზაალიშვილი იმ ადგილებში მოგზაურობდა, სადაც მათ აღმოჩენას დიდად არ იმედოვნებდა.
"არასდროს ვიცოდი, რას ვიპოვიდი", — ვარაუდობს ზაალიშვილი — "ხანდახან ხუთი, ექვსი საათის განმავლობაში დავდიოდი ისე, რომ ვერაფერს ვხედავდი, ზოგჯერ კი, პირიქით, ბევრ საინტერესო ავტობუსის გაჩერებას ვპოულობდი".
რუხი, სამეგრელო
ფოტო: Sovietbusstops.ge
მკვლევრებისგან განსხვავებით, ადგილობრივებმა — რომლებიც გაჩერებებთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ — თითქმის არასდროს იციან მათი არსებობის შესახებ.
"არავინ ამჩნევს ამ ნაგებობებს, რადგან ისინი დანგრეულია, ამიტომ მათ ყველა უმნიშვნელოდ აღიქვამს", — ამბობს ზაალიშვილი.
მართლაც, ზაალიშვილის გადაღებული ზოგიერთი ავტობუსის გაჩერება დღეს აღარ არსებობს, რადგან ისინი ბოლო წლებში დაანგრიეს.
პატარა ჩაილური, კახეთი
ფოტო: Sovietbusstops.ge
"როდესაც ჩვენ — საქართველოში საბჭოთა მოდერნისტულ არქიტექტურაზე ორიენტირებულმა არქიტექტორებმა — გავაცნობიერეთ, რომ ავტობუსის გაჩერებებზე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი არქიტექტორი მუშაობდა, მათთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ", — ამბობს ზაალიშვილი.
"სამწუხაროდ, მათ ადგილობრივ თემებში სჭირდება პოპულარიზაცია, რაც ამჟამად არ არსებობს. ყოველდღე, როცა ერთსა და იმავე ადგილებში დავდივარ, ველოდები, რომ კიდევ ერთი ავტობუსის გაჩერება აღარ დამხვდება", — ამბობს იგი.
საბჭოთა ავტობუსის გაჩერება რუსთავში
ფოტო: Sovietbusstops.ge
ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ავტობუსის გაჩერებებზე და დაეხმაროს მკვლევრებს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში გაჩერებების ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით 1970-1989 წლების ქართულ არქიტექტურაზე.
როგორც ცნობილია, იმ დროს საქართველოში ბევრი გზა იგებოდა, რამაც ახალი ავტობუსის გაჩერებების მშენებლობა გამოიწვია. თუმცა, ნაგებობების მცირე მასშტაბის გათვალისწინებით, მათი დიზაინი და მშენებლობა არ საჭიროებდა მოსკოვში მდებარე ცენტრალური მთავრობის ნებართვას.
"ყველა ადგილობრივ არქიტექტორს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სურდა, უბრალოდ მათ ანტისაბჭოური განწყობა არ უნდა ჰქონოდა", — განმარტავს ზაალიშვილი.
საბჭოთა ავტობუსის გაჩერება ბორჯომში
"მათ შეეძლოთ თავიანთი ფორმებით სრულად კონცეპტუალური იერი მიეღოთ და მოზაიკა ან ნახატებიც გამოესახათ. ვფიქრობ, ეს ნამდვილად აჩვენებს, როგორ ფიქრობდნენ ქართველი არქიტექტორები ფორმებზე და როგორ იკვლევდნენ ახალ ტენდენციებს".
ერთ-ერთი ასეთი ქართველი არქიტექტორი, რომლის ნამუშევრებმაც ზაალიშვილის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო — გიორგი ჩახავაა, რომელმაც ზურაბ ჯალაღანიასთან ერთად 1975 წელს დააპროექტა შენობა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროსთვის.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
ფოტო: Georgia About
დღესდღეობით, ამ შენობაში საქართველოს ბანკის სათავო ოფისია, ამავდროულად, იგი თბილისის საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია.
"მისი ნამუშევარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან შთააგონა ჩემი ელემენტის კოლექცია", — გვიყვება ნანა და ხაზს უსვამს, რომ "ეს ნამუშევრები არა მხოლოდ პატარა გზისპირა ნამუშევრებია, რომლებიც ხალხს აღაფრთოვანებს, არამედ ისინი შეიძლება გახდნენ სხვადასხვა ადამიანების შთაგონების წყარო".
სკამი და მაგიდა ნანა ზაალიშვილის "ელემენტის" კოლექციიდან
ფოტო: ნანა ზაალიშვილი
რა არის ქართული არქიტექტურა?
— კითხულობს ზაალიშვილი.
"ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ჩვენ გატაცებულები ვართ ადგილობრივი მასალებითა და ტექტონიკური არქიტექტურით (შენობის ნაწილების, ურთიერთგანლაგებისა და მისი ფორმების, პროპორციების შეფარდების თავისებურებებით)".
სკამი და კარადა ნანა ზაალიშვილის "ელემენტის" კოლექციიდან
ფოტო: ნანა ზაალიშვილი
"Idaaf-ის მიზანია შემოგთავაზოთ ცხოვრების ახალი სტილი, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ენებზე და სცილდება ტრადიციულ საცხოვრებელ ბლოკებს. ჩვენ ვიკვლევთ ფორმებს, რომლებიც გვკარნახობენ ახალ, სივრცულ ენას", — გვიყვება არქიტექტორი.
ჩახავას შემოქმედების მნიშვნელობის მიუხედავად, ამ პერიოდში სხვა ქართველ არქიტექტორებთან ერთად, ზაალიშვილს უჭირდა კულტურის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
საბჭოთა ავტობუსის გაჩერება წყალტუბოში
ფოტო: Sovietbusstops.ge
"მეგონა, რომ ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებდი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოგზაურობისა და ამ არქიტექტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების სემინარების ჩასატარებლად, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში მოხდება", — ამბობს ზაალიშვილი.
ავტობუსის გაჩერება წინამურში
ის ხაზს უსვამს, რომ უკვე 14 წელია არაფერი შეცვლილა, რადგან კულტურის სამინისტროებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს არ ესმით იმ სფეროების, რომლებთანაც უნდა იმუშავონ.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კრიტიკული სიტუაციაა, არამგონია, რომ ხელოვნების ან არქიტექტურის სფეროები გაუმჯობესდება — მომავალში, შესაძლოა, რამე შეიცვალოს", — ვარაუდობს ნანა ზაალიშვილი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები