10 მთავარი რამ, რაც სამგზავრო ჩანთებთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ
ფოტო: Getty
მოგზაურობა სასიამოვნო რამაა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უმცირეს დეტალებსაც კი დაგეგმავ და ყველაფერს მოაგვარებ. ბილეთების ყიდვისთანავე უამრავი კითხვა ჩნდება: რა შემიძლია წავიღო? რა ზომის ბარგი მჭირდება? დამატებით რამე უნდა გადავიხადო? როგორ მოვიქცე, თუ ჩემი სამგზავრო ჩანთა დასაშვებზე მძიმე აღმოჩნდება? რა მეკუთვნის უფასოდ და რისი ატანა შემიძლია თვითმფრინავში?
ვეცდებით, რომ ამ ქაოსში ცოტაოდენი სიცხადე შევიტანოთ და გიპასუხებთ 10 კითხვაზე, რომელსაც Wizz Air-ის მგზავრები ყველაზე ხშირად სვამენ:
1. ბილეთი ვიყიდე, რა ზომის ბარგი მეკუთვნის უფასოდ?
ფოტო: Money Crashers
5-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ Wizz Air-ის ყოველი მესამე მგზავრი ერთი ქალაქიდან მეორეში, სამი ან უფრო ნაკლები დღით მიემგზავრება, შესაბამისად უპირატესობას მსუბუქად ჩალაგებულ ბარგს ანიჭებს. 1-ლი ნოემბრიდან Wizz Air-ის ყველა მგზავრს აქვს უფლება, უფასოდ აიტანოს ბორტზე ხელბარგის ერთი ერთეული, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20 სმ.
მაგალითისთვის, ჩანთა, რომელიც სურათზე გამოსახულ გოგოს უკეთია, უფასოდ შეგიძლია აიტანო თვითმფრინავში. ასეთი ზომის ბარგი ზედგამოჭრილია გრძელი ვიქენდებისთვის და მასში ყველაფერი ეტევა, რაც 2-3 დღისთვის შეიძლება დაგჭირდეს.
გარდა ამისა, ბორტზე უფასოდ შეგიძლია აიტანო შემდეგი პირადი ნივთები: პალტო ან პლედი, მობილური ტელეფონი, ფრენისას საკითხავი მასალა, Duty Free-ში შეძენილი პროდუქცია. 2 წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: ფრენის დროს სამყოფი საკვების დოზა, დასაკეცი საბავშვო ეტლი ან მცირე პორტატული საწოლი.
2. კარგი, ამ ჩანთას ბორტზე ავიტან, მაგრამ როგორც ვიცი, შიგნით ყველაფრის ჩადება არ შეიძლება ხომ?
ფოტო: Jaromír Chalabala
მართალი ხარ, ყველაფერს ხელბარგში ნამდვილად ვერ ჩადებ და ეს შენი და სხვა მგზავრების უსაფრთხოებისთვის შექმნილი წესია.
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ხელბარგში გასაშხურებელი დეოდორანტის, პინცეტის, მაკრატლისა და შამპუნის მოთავსება. გარდა ამისა, არ შეიძლება თვითმფრინავში იარაღების, ბასრი საგნების, ქიმიური ან მომწამვლელი ნივთიერებების, აალებადი საგნების, სითხეებისა და 100 მლ-ზე უფრო დიდი მოცულობის გელების ატანა.
ხელბარგში არსებულ სითხეებთან დაკავშირებით, მოქმედებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:
- სითხეების გადატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის კონტეინერებით;
- სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე სათავსოში;
- უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული სათავსო წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე.
აკრძალული ნივთების სრული სია აქ შეგიძლია ნახო, ოქროს წესი კი ასეთია: თუ გეეჭვება, რაიმე ნივთს აგატანინებენ თუ არა, უბრალოდ სახლში დატოვე.
3. რა მოხდება, თუ ჩემი ხელბარგი ვერ ჩაეტევა საზომში (40X30X20 სმ)?
ფოტო: Getty
იმისთვის, რომ აეროპორტის პერსონალს თამამად გაუსწორო თვალი, წინასწარ გაზომე და აწონე შენი ბარგი, თუმცა, ისიც გვესმის, რომ ყველაფერი ხდება. თუ ისე აღმოჩნდა, რომ არც Wizz პრიორიტეტი გაქვს და ჩანთაც დასაშვებზე დიდია, 25 ევრო უნდა მოიმარჯვო. თუ აღნიშნული ჩანთა არ აღემატება 55x40x23 სმ-ს, მას ბორტზე აიტან და სალონის ზედა თაროებზე შემოდებ (თუ თვითმფრინავში იქნება საკმარისი სივრცე). თუ სივრცე არასაკმარისი იქნება, ჩანთა სატვირთო განყოფილებაში გადავა.
4. რას ემსახურება Wizz პრიორიტეტის სერვისი?
ფოტო: Olena Yakobchuk
Wizz პრიორიტეტი ავიაკომპანიის სერვისებს შორის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი რამაა. მხოლოდ WIZZ პრიორიტეტის მქონე მგზავრებს შეუძლიათ უფასო ხელბარგთან (მაქს. 40x30x20 სმ) ერთად ბორტზე აიტანონ დამატებითი საგორებელი ჩანთა (55x40x23 სმ). გარდა ამისა, ეს სერვისი საშუალებას გაძლევთ, ერთ-ერთი პირველი ახვიდეთ ბორტზე.
სერვისის ღირებულება 16 ლარიდან იწყება.
5. WIZZ პრიორიტეტის სერვისის დამატების შემთხვევაში, გარანტირებულად შევძლებ თუ არა სალონში ხელბარგისა და საგორებელი ჩანთის შეტანას?
ფოტო: Tokyoto Luggage
ფოტო: Tokyoto Luggage
კი, თუ Wizz პრიორიტეტი გაქვს შეძენილი, გარანტირებულად აიტან ბორტზე როგორც ხელბარგს (მაქს. 40x30x20 სმ), ისე გორგოლაჭიან ჩანთას (მაქს. 55x40x23 სმ). ეს წესი ვრცელდება ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრების გადაყვანა ხორციელდება ოპერაციული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ვითარებაში.
6. რა მოხდება, თუ ჩემი საგორებელი ჩანთა (55X40X23 სმ), რომლის გადატანის უფლებაც შევიძინე WIZZ პრიორიტეტთან ერთად, ვერ ჩაეტევა საზომში?
ფოტო: Alamy
თუ შენი საგორებელი ჩანთის ზომები აღემატება 55x40x23 სმ-ს და ამას მაინცდამაინც ჩასხდომის გასასვლელთან აღმოაჩენ, მოგიწევს ზედმეტი ზომის მქონე ჩანთის მოსაკრებლის (60 EUR) გადახდა, ჩანთა კი სატვირთო განყოფილებაში გადავა.
ამ ზედმეტ ხარჯს კი წესების ყურადღებით წაკითხვა აგარიდებს.
7. რეგისტრირებული ბარგი რა შემთხვევაში მჭირდება?
ფოტო: Janomir Chalabala
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: შენ ერთთვიან ევროტურში მიემგზავრები და გარდა უამრავი ტანსაცმლისა, პირადი მოხმარების ნივთების ან სულაც, ერთი ბოთლი ქართული ღვინის წაღება გინდა. ასეთ სიტუაციაში საგორებელი ჩანთისა და ხელბარგის კომბინაცია საკმარისი აღარ იქნება.
ამ შემთხვევაში შეგიძლია უფასო ხელბარგთან ერთად რეგისტრირებული 10, 20 ან 32-კილოგრამიანი ჩანთა აიღო, რომლის ფასიც რეისის მიხედვით 7 ევროდან იწყება.
რეგისტრირებული ბარგის მაქსიმუმ სამი ერთეულის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, დანარჩენი სამის კი - აეროპორტში, უფრო მაღალ საფასურად.
რეგისტრირებული ბარგის მაქსიმალური დაშვებული გაბარიტებია:
- სიგანე: 149სმ
- სიმაღლე: 119სმ
- სიგრძე: 171სმ
რეგისტრირებული ბარგის ტიპები:
- 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 20კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 32კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
ბარგის მოსაკრებლის ფასი იცვლება და მასზე მოქმედებს როგორც მგზავრობის თარიღი, ასევე წონა და შეძენის ადგილი (ინტერნეტით ყიდვა ყოველთვის უფრო იაფია). 10-კილოგრამიანი ბარგის ფასი 7 ევროდან იწყება, 20-კილოგრამიანის - 14 ევროდან, 32-კილოგრამიანის - 19 ევროდან.
8. როგორ ჩავალაგო ხელბარგის ჩანთა ხანმოკლე მოგზაურობისთვის?
ფოტო: Maria Savenko
ხანმოკლე მოგზაურობისთვის უფასო ხელბარგის ჩანთის ზომა სრულიად საკმარისია, თუ სამოგზაუროდ წასაღებ ნივთებს სწორი პრიორიტეტულობით შეარჩევ.
40x30x20სმ მოცულობის ჩანთაში რამდენიმე წინდა, საცვლები, ერთი წყვილი შარვალი, გრძელმკლავიანი და მოკლემკლავიანი ზედა, წიგნი, აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები, ტელეფონის დამტენი, სათვალე, წიგნი და აუცილებელი საბუთები შეგიძლია ჩაალაგო - თუ არ გჯერათ, თავად სცადე.
9. როგორ ჩავალაგო Wizz პრიორიტეტით შეძენილი საგორებელი ჩანთა 1-კვირიანი მოგზაურობისთვის?
ფოტო: Leszek Czerwonka / Shutterstock
კარგია, რომ Wizz პრიორიტეტი იყიდე, ახლა ორ ჩანთაში ნივთების გადანაწილებაღა დაგრჩა.
პერსონალური ნივთები ხელბარგში ჩაალაგე:
- პასპორტი
- ბილეთები
- ფული / საკრედიტო ბარათები
- დაზღვევა
- საცხოვრებელი ადგილის ჯავშანი
- მობილური ტელეფონი და ჩარჯერი
- ტექნიკა: ლეპტოპი და მისი დამტენი, ფოტოაპარატი და მისი დამტენი, ყურსასმენები
- წიგნი ან ქინდლი
- თუ მგზავრობისას კომფორტი გიყვარს, სამგზავრო ბალიში და პლედიც
- ტუჩის ჰიგიენური საცხი (თვითმფრინავში სიმშრალეა)
- სამგზავრო ზომის დამატენიანებელი კრემი
- სველი და მშრალი ხელსახოცები
- საღეჭი რეზინი, აფრენისას ყური რომ არ დაგიგუბდეს
- სახლის გასაღები
დანიშნულების ადგილისთვის განკუთვნილ ნივთებს კი უფრო დიდი ზომის ჩანთაში მიუჩინე ადგილი:
- კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა (თუ ადგილზე შეძენას არ გეგმავ)
- სავარცხელი
- ქალებისთვის: ჰიგიენური პროდუქტები
- ერთი ჟაკეტი
- ორი შარვალი (ჯინსი და ნაჭრის)
- ოთხი მოკლემკლავიანი მაისური
- ორი გრძელმკლავიანი მაისური
- პიჟამა
- ერთი მსუბუქი ფეხსაცმელი (უფრო მასიური ფეხსაცმელი მგზავრობისას ჩაიცვი)
- სეზონის შესაბამისად: სათვალე, საცურაო კოსტიუმი
- აქსესუარები ასევე სეზონის შესაბამისად: შარფი, ქუდი, ხელთათმანები
- 7 წყვილი წინდა
- 7 საცვალი
- აუცილებელი წამლები
- პირსახოცი (თუ სასტუმროში არ მიდიხარ)
გახსოვდეს: ჩალაგებამდე ჩამოწერე წასაღები საგნების სია, ყველა ნივთი ისე დააწყვე, რომ ხედავდე და ჩალაგებულ ჩანთას აღარაფერი დაუმატო.
10. რა ნივთების ჩადება არ შეიძლება ჩასაბარებელ ბარგში?
ფოტო: Jaromír Chalabala
დარწმუნდი, რომ შენს რეგისტრირებულ ბარგში არ არის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთი:
- ნაღდი ფული
- საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები;
- კომპიუტერი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი ან სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები და მათი აქსესუარები;
- ოფიციალური, საქმიანი ან პირადი დოკუმენტები;
- სამოგზაურო ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
- გასაღებები;
- სამედიცინო პრეპარატები;
- ხელოვნების ნიმუშები;
- მალფუჭებადი პროდუქტები.
თუ რეგისტრირებული ბარგი შეიცავს რომელიმე ზემოჩამოთვლილ ნივთს, ავიაკომპანია არ აგებს პასუხს მის დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან დაგვიანებით მოწოდებაზე. ასე რომ, თუ გაუთვალისწინებლად მოგიწია საკუთარი ბარგის ჩაბარება, ამ საგნების ამოღება და ბორტზე ატანა შეგიძლია.
იმედია, ამ კითხვა-პასუხის წაკითხვა დაგარწმუნებს, რომ ბარგთან დაკავშირებულ წესებში გარკვევა ისეთი რთულიც არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც, ყველანაირი ნერვიულობა დაგავიწყდება, როცა იგრძნობ, როგორ ეშვება შენი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა



კომენტარები