ყველაფერი, რაც Wizz Air-ის დამატებით სერვისებზე უნდა იცოდე
ფოტო: Petre nicoara
ვიზეარი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი მიზანია, ფრენა ფართო საზოგადოებისთვის გახადოს ხელმისაწვდომი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომფორტზე უარი უნდა თქვა. სერვისები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში ბილეთის ფასშია შეყვანილი, ვიზეართან განცალკევებულია და თითოეული მგზავრი თავად წყვეტს, რომელი მათგანი სჭირდება და რომელი - არა. თუმცა გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ამ სერვისების შინაარსი უნდა ვიცოდეთ:
დავიწყოთ ვიზეარის კლუბის წევრობით
ფოტო: Kevin Whiffle
ვისთვის არის? ვინც ხშირად მოგზაურობს წლის განმავლობაში და როგორც წესი, კომპანიონთან ან კომპანიონებთან ერთად.
რა ღირს? 29,99 ევრო წელიწადში - თუ ერთ ადამიანთან ერთად მოგზაურობ და 59,99 ევრო თუ ხუთიოდე ადამიანთან ერთად.
რა შედის?
- გარანტირებული მინიმალური ფასდაკლება ბილეთებზე 10€-ს ოდენობით, თითოეულ რეისზე და ნებისმიერ ტარიფზე, რომელიც აღემატება 19,99€-ს;
- ინტერნეტით შეძენილ ბარგზე მინ. 5€-იანი ფასდაკლება;
- აღნიშნული ფასდაკლებები ვრცელდება წევრის ჯავშანში მითითებულ სხვა თანამგზავრებზეც (მაქსიმუმ ერთ თანამგზავრზე, სტანდარტული წევრობის შემთხვევაში, და 5-მდე თანამგზავრზე, ჯგუფური წევრობის შემთხვევაში);
- ექსკლუზიური შეთავაზებები
ტარიფის გაყინვა
რა შემთხვევაში მჭირდება? თუ ბილეთი კარგ ფასში იპოვე, ამ მომენტში მთლიანი თანხა არ გაქვს, მაგრამ 2 დღის ვადაში აუცილებლად გექნება.
რა ღირს? სულ რაღაც 3 ევრო.
რა უნდა ვიცოდე? ტარიფის გაყინვის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ჯავშნებისთვის, რომლებიც გაფორმდება გამგზავრების თარიღამდე შვიდი დღით ადრე.
პრიორიტეტული ჩასხდომა
ფოტო: Cat Rutter Pooley
რა შემთხვევაში მჭირდება? ბევრი მომხმარებლის აზრით, ეს ყველაზე საჭირო სერვისია ვიზეარის სერვისებს შორის. მისი შეძენის გარეშე ხელბარგის სალონში შეტანას ვერ შეძლებ. გარდა ამისა, შეგიძლია დამატებითი ჩანთაც იქონიო თან, მაგალითად, ლეპტოპისთვის, რომელსაც სავარძლის ქვეშ მოათავსებ. ბორტზეც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდები.
რა ღირს? ფასი 16 ლარიდან იწყება
რა უნდა ვიცოდე? ბარგის ზომები. ამ სერვისის შეძენის შემდეგ შეგიძლია ბორტზე აიტანო 40x30x20 სმ ხელჩანთა და 55x40x23 სმ საგორებელი ჩანთა
WIZZ Flex
ფოტო: Lucas Peterson
რა შემთხვევაში მჭირდება? WIZZ Flex-ის მეშვეობით შეგიძლიათ რეისი შეცვალო, ან გააუქმო და დაიბრუნო თანხა გამგზავრებამდე 3 საათით ადრეც კი.
რა ღირს? ერთჯერადად 32,00₾ თითოეულ რეისსა და მგზავრზე
რა უნდა ვიცოდე? შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი არ ჩამოგეჭრებათ, დასაფარი იქნება მხოლოდ სხვაობა ტარიფებსა და ბარგის მოსაკრებლებს შორის.
დროულად ჩაფრენის გარანტია
რა შემთხვევაში მჭირდება? როცა ზუსტად განსაზღვრულ დროს უნდა იყო დანიშნულების ადგილზე. თუ რეისი 1- ან მეტსაათიანი დაგვიანებით ჩაფრინდება, ან იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება, WIZZ კრედიტის სახით 100 €-ს მიიღებ.
რა ღირს? 32,00₾
რა უნდა ვიცოდე? ჯავშანში სამოგზაურო დაზღვევის დამატება გამგზავრებამდე 2 დღით ადრე შეგიძლია
და ბოლოს, ძალიან საჭირო სერვისი - ცვლადი თანამგზავრი
რა შემთხვევაში მჭირდება? როცა იცი, რომ კონკრეტულ ქალაქში მეგობრებთან ერთად გინდა გამგზავრება, მაგრამ მათი ვინაობა დაზუსტებული ჯერ არაა. ან რომელიმე პროექტისთვის წინასწარ ყიდულობ ბილეთებს, მაგრამ მონაწილეების სახელები და გვარები არ იცი.
რა ღირს? 10 ევრო
რა უნდა ვიცოდე? რა თქმა უნდა, ჯავშნის გაფორმება რეისზე რეგისტრაციამდე 3 საათით ადრე სახელების დამატებით უნდა დაასრულო.
როგორც ხედავ, თითქმის ყველა საჭიროებისთვის არსებობს შესაბამისი სერვისი. ზოგისთვის მოქნილობაა პრიორიტეტი, ზოგისთვის კი - გარანტია, რომ დანიშნულების ადგილას დათქმულ დროს აღმოჩნდება. მთავარი ისაა, რომ სერვისების შესახებ ინფორმაციის ქონა მოგზაურობის დაგეგმვის სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს, შენ კი ისღა დაგრჩენია, უბრალოდ გაფრენის თარიღს დაელოდო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები