რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა? — ამერიკიდან დეტალური გზამკვლევი
ფოტო: Carmark
თითქმის ყველა ჩვენგანს ჰყავს ახლობელი, რომელიც აშშ-დან ჩამოყვანილ მანქანას ატარებს ან ავტომობილის ამერიკაში შეძენას ცდილობს. ამ ტენდენციის მიზეზი აშშ-ს ბაზარზე მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი და შედარებით დაბალი ფასებია. მიუხედავად ამისა, ამ პრივილეგიებს ხშირადგაურკვეველი ხარჯები, რთული საბაჟო პროცედურები, ლოგისტიკასთან დაკავშირებული რისკები და მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემებიც ახლავს, რამაც შესაძლოა, მანქანაზე გამოყოფილი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გააძვიროს. ამიტომ, სანამ ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანის გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებელია, ზუსტად გაიაზროთ ის გზა, რომლის გავლაც მოგიწევთ.
რატომ ამერიკა?
რატომ ეძებენ ქართველები მანქანებს ათასობით კილომეტრით დაშორებულ ამერიკაში და არა ადგილობრივ ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ესენია:
- ფასი — ამერიკულ აუქციონებზე ავტომობილების საწყისი ფასები ხშირად საგრძნობლად დაბალია, ვიდრე იმავე მოდელის ფასი საქართველოში. განსაკუთრებით ეს დაზიანებულ ავტომობილებს ეხება, რომელთა შეძენა და შემდეგ შეკეთება შედარებით მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია.
- მრავალფეროვნება — აუქციონებზე წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა ბრენდისა და მოდელის მანქანა, სპორტული კუპედან დაწყებული, საოჯახო SUV-ებითა და პიკაპებით დამთავრებული. აქ შეხვდებით იშვიათ ვერსიებსაც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე საერთოდ არ იშოვება.
- კომპლექტაცია — ავტომობილების ამერიკული მოდელები ხშირად დახვეწილი ინტერიერით, უსაფრთხოების დამატებითი სისტემებით, პრემიუმ აუდიო მოწყობილობებით ან სიგნალიზაციის ინოვაციური ფუნქციებით გამოირჩევა.
ახლა კი გადავიდეთ პროცედურებსა და ხარჯებზე, რომლებიც ავტომობილის ამერიკულ აუქციონზე შეძენას ახლავს თან. მანამდე კი, თუ ავტომობილის აშშ-დან ჩამოყვანის დაახლოებითი ხარჯების გამოთვლა გსურთ, გამოიყენეთ Carmark-ის ონლაინ კალკულატორი.
აუქციონი
პირველი საფეხური
ყველაფერი მანქანის ონლაინ აუქციონზე, ძირითადად, Copart-სა და IAAI-ზე შერჩევით იწყება. ამ პლატფორმებზე იპოვით სადაზღვევო კომპანიების, დილერებისა თუ მფლობელების მიერ განთავსებულ ავტომობილებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აუქციონზე ფასები არც სტაბილურია და ხშირად არც პროგნოზირებადი. ფასზე გავლენას ახდენს მანქანის ტექნიკური მდგომარეობა, გარბენი, ავარიული ისტორია და მოთხოვნა კონკრეტულ მოდელზე. კიდევ ერთი პოპულარული ონლაინ აუქციონია Manheim, თუმცა აღნიშნულ პლატფორმაზე ძირითადად დაუზიანებელი მოდელები თავსდება.
აუქციონის დამატებითი მოსაკრებლები
ბევრი მყიდველი ფიქრობს, რომ აუქციონზე მითითებული თანხა სრულ ღირებულებას ნიშნავს, თუმცა სინამდვილეში, მას დამატებით საკომისიოებიც მოსდევს. ესენია მყიდველის საკომისიო (მიბმულია მანქანის ღირებულებაზე, რაც უფრო ძვირია მანქანა, მით მეტია გადასახადი), ინტერნეტით ვაჭრობის, აუქციონიდან გაყვანისა და დოკუმენტაციის მომზადების საფასური.
ჯამურად, ყველა ამ მოსაკრებელმა შეიძლება თანხა რამდენიმე ასი ან ათასი დოლარით გაზარდოს. ამიტომ აუცილებელია ეს ხარჯები ბიუჯეტში თავიდანვე გაითვალისწინოთ.
ტრანსპორტირება — ამერიკა-საქართველო
სანამ ავტომობილები ამერიკიდან საქართველოში ჩამოვა, ისინი დიდ გზას გადის. შეძენილი მანქანა ჯერ უახლოეს პორტში უნდა მოხვდეს, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემდეგ კი ჯერი საზღვაო ტრანსპორტირებაზე დგება. საზღვაო გადაზიდვის საფასური ავტომობილის ზომაზე, ტრანსპორტირების ფორმაზე და ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა, მაგალითად, საწვავის მიმდინარე ფასები.
განბაჟება — ყველაზე ძვირი ეტაპი
ავტო იმპორტი საქართველოში, როგორც წესი, ფოთში ხორციელდება. მანქანის პორტში შემოყვანას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად ყველაზე ძვირად ღირებული ეტაპი განბაჟება მოსდევს.
განბაჟების საფასური განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიუმით — ძრავის მოცულობითა და ავტომობილის ასაკით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ძველია მანქანა და რაც უფრო დიდია ძრავის მოცულობა, მით მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ.
დაბოლოს, კითხვაზე: მაინც რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან? – ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია. მთავარია, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ მეგობრის მაგალითს არ ენდოთ და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია გამოცდილი გუნდისგან. ამ მიმართულებით დახმარებას ავტოიმპორტიორი კომპანია Carmark გაგიწევთ, რომელიც 20 წელია, ავტომობილების უცხოეთიდან საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს დროისა და ფინანსების მაქსიმალურად დაზოგვაში ეხმარება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები